კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 სტალინმა ბერიას იუგოსლავიაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა დაავალა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინი ხშირად თავის მტრებსა თუ მომხრეებს მეტსახელებს არქმევდა – საბჭოთა ბელადი ამით მათდამი საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავდა. ისტორიკოს-მკვლევარი ანატოლი შადრინი წერს: „სტალინი ძალიან თავისებური ადამიანი იყო და როცა უნდოდა, თავისი დამოკიდებულება გამოეხატა ვინმეს მიმართ, მას მოკლედ, მეტსახელით მოიხსენიებდა. ვიაჩესლავ მოლოტოვს ის „რკინის უკანალს“ უწოდებდა და ეს ნიშნავდა, რომ მისი პირადი მდივანი (მოლოტოვი), რომელიც 20-იან წლებში სტალინის სამდივნოს მეთაურობდა, უაღრესად მუყაითი, შრომისმოყვარე ადამიანი გახლდათ. საათობით შეეძლო, არ ამდგარიყო და თავაუწევლად ემუშავა მაგიდასთან ისე, რომ  არც ჭამა-სმა მოსდომებოდა. ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ დილით, სამსახურში მისულ სტალინს, მოლოტოვი მაგიდაზე თავჩაქინდრული, ჩაძინებული დახვედრია. სტალინის დაცვის უფროსი, ნიკოლაი ვლასიკი ასეთ ისტორიას აღწერს: „ერთხელ სტალინმა მოლოტოვს სოფლის მეურნეობის რეორგანიზაციის სტრუქტურული გეგმის შედგენა დაავალა. ვიაჩესლავ მიხაილოვიჩი დილიდანვე ჩაუჯდა სამუშაოს და მთელი დღე თავაუწევლად მუშაობდა, თანაც ლუკმაც არ ჩაუდევს  პირში. საღამოს ათ საათზე სტალინი კაბინეტიდან გამოვიდა, რომ ზუბალოვოს აგარაკზე გამგზავრებულიყო, რადგან სამუშაო დღე დაასრულა. მოლოტოვს მისთვის არც შეუხედავს და მუშაობას აგრძელებდა.
– ჭამე რამე? – ჰკითხა სტალინმა თავისი სამდივნოს უფროსს.
მოლოტოვმა თავაუწევლად ანიშნა ხელით, – არაო. მაშინ ბელადმა კრემლის სასადილოდან ბუტერბროდები და თერმოსით ჩაი მომატანინა და მოლოტოვს უთხრა:
– დაისვენე და ჭამეო.
– მაცადე, კობა, ცოტას კიდევ წავიმუშავებ და მერე, – კვლავ თავაუღებლად თქვა მოლოტოვმა. ჩვენ კი ზუბალოვოში გავემგზავრეთ.
დილით, როცა სამსახურში დავბრუნდით, მოლოტოვს თავი მაგიდაზე ედო და ეძინა. აკურატულად დალაგებული საქაღალდეები კი, იმაზე მიანიშნებდა, რომ სამუშაო შეესრულებინა. ხელუხლებელი იყო ბუტერბროდები და ჩაი. სტალინს გაეცინა. მოლოტოვი გააღვიძა და უთხრა:
– მართლაც, რომ რკინის უკანალი გაქვს. როგორ ძლებ ასე, რომ ერთი-ორი „სუკტკა“ (დღეღამე) ერთ ადგილზე, გაუნძრევლად ზიხარ. წადი, დაისვენეო.
მოგვიანებით, ახლო კოლეგების წრეში, კუნცევოს ღამის შეკრებებზე, სტალინი ხშირად სვამდა „რკინის უკანალის“ (მოლოტოვის) სადღეგრძელოს და ამით, მაშინ უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის ღირსებას უსვამდა ხაზს.
ყველაზე დამამცირებელი მეტსახელით სტალინი იოსიპ ბროზ ტიტოს მოიხსენიებდა და მას „პროსტიტუტკას“ უწოდებდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მან თავისი კარიერის სანაცვლოდ და საბჭოთა ბელადის მხარდაჭერის მოსაპოვებლად,  მეუღლე, გერმანული წარმოშობის ულამაზესი ქალი, ანა კიონინგი დააბეზღა, რომელიც ელზა ლუცია ბაუერის ფსევდონიმს ატარებდა. ტიტო და მისი ცოლი 1934-1936 წლებში მოსკოვში, „კომინტერნში“ მუშაობდნენ და როგორც ცნობილია, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. იმ პერიოდში ეჟოვი ყველგან ჯაშუშებს ეძებდა – ფაშისტების „ჯაშუშ“ ელზა ლუცია ბაუერსაც „მიაგნო“ და დააპატიმრა. ეს მამაცი ქალი ყოველმხრივ უარყოფდა ცრუბრალდებას და ვერაფერს უმტკიცებდნენ, რადგან მართალი იყო. მაშინ „სტალინის ჯუჯამ“ (ეჟოვმა) ტიტო თავის კაბინეტში დაიბარა და ცოლის მხილება შესთავაზა. სამაგიეროდ, მისი მოწინააღმდეგისა და თანამემამულის, იუგოსლავიის კომპარტიის გენერალური მდივნის, მილან გორკიჩის განეიტრალებას შეჰპირდა, ვისთანაც ტიტოს დიდი უთანხმოება ჰქონდა. ტიტომ ცოლი გერმანიის სასარგებლო ჯაშუშობაში „ამხილა“ და შესაბამისი ჩვენებაც მისცა, რის მერეც ქალი დახვრიტეს და მილან გორკიჩიც მიაყოლეს, ანალოგიური ბრალდებით. ამის მერე, ტიტოს გზა გაეხსნა დიდი ძალაუფლებისკენ, რაც კარგად გამოიყენა და იუგოსლავიის მეთაური გახდა. ნიკოლაი ეჟოვს თავისი ბოღმა ჰქონდა გორკიჩის მიმართ და ასეთი კომბინაცია იმიტომ დაატრიალა, რომ თითქოს „კრასავეცი“ იუგოსლავიელი (გორკიჩი) ეჟოვის ცოლთან ინტიმურ კავშირში იმყოფებოდა. ისევე, როგორც არაერთი სახელოვანი ან კარგი გარეგნობის კაცი, რომლებსაც „ენკავედეს“ შეფის ცოლი ხელიდან არ უშვებდა (ჩკალოვი, ორჯონიკიძე და ასე შემდეგ). 1938 წელს ეჟოვი დააპატიმრეს და დახვრიტეს. მისი საქმის ძიებისას კი, ბაუერისა (ტიტოს ცოლი) და გორკიჩის ეპიზოდი ამოატივტივა ბერიამ და სტალინს უტყუარი საბუთები დაუდო მაგიდაზე, რაც დახვრეტილების უდანაშაულობას ადასტურებდა. ამ ეპიზოდს იგივე მოლოტოვი ყვებოდა: „ტიტოს უკვე სტალინის მხარდაჭერა ჰქონდა და კარგადაც ფინანსდებოდა. ერთი სიტყვით ეს კაცი (ტიტო) ბალკანებზე გვჭირდებოდა. ერთ დღეს სტალინმა დამიძახა და მითხრა:
– „პროსტიტუტკისგან“ რაიმე ცნობები ხომ არაა, რამე ხომ არ სჭირდება, კიდევ ფინანსებს ხომ არ მოითხოვს?
ეს ფსევდონიმი პირველად მესმოდა და არ ვიცოდი, ვის გულისხმობდა სტალინი, ამიტომ ვკითხე:
– ვის გულისხმობ, კობა?
– ტიტოს, ამ „პროსტიტუტკას“. გიკვირს, ალბათ, რატომ ვუწოდებ მას ასე, ხომ?
– კი, – თავი დავაქნიე მე.
სტალინმა ბერიას მიერ წარმოდგენილი ბაუერისა და გორკიჩის გამამართლებელი მოხსენებითი ბარათი წამაკითხა, რომელსაც ტიტოს დამბეზღებელი წერილიც თან ერთვოდა და მითხრა:
– რა, არასწორი ფსევდონიმი შევურჩიე? კაცი რომ ცოლს დააბეზღებს, თანაც ცრუდ, „პროსტიტუტკა“ არაა?
მე დავეთანხმე მას.“
საგულისხმოა, რომ ანალოგიურად მოიქცნენ თითქმის მარშალი ბუდიონი და თავად მოლოტოვიც, რომელთა ცოლები უკვე პირადად სტალინის ბრალდებით იყვნენ დაპატიმრებულები და მათ ბელადთან სიტყვაც არ დაუძრავთ თავიანთი მეორე ნახევრების დასაცავად. თუმცა, ტიტოს დავუბრუნდეთ. „ბალკანეთის მეფე“ (ასეთ სახელს ავრცელებდა ტიტო საკუთარ თავზე, როცა ომის მერე ძალაუფლება განიმტკიცა) ისეთი უტიფარი აღმოჩნდა, რომ თავად სტალინთან გაბედა ურჩობა. იდეოლოგიურ ხაზს გადაუხვია და დამოუკიდებელი თამაშის წარმოება გადაწყვიტა, რაც საბჭოთა ბელადის გეგმებში არ შედიოდა. გიორგი დიმიტროვი იხსენებდა: „მე, ენვერ ხოჯა (ალბანეთის მეთაური) და ტიტო კრემლში, სტალინის კაბინეტში ვიყავით შეკრებილები და ბელადი განგვიმარტავდა, თუ რატომ არ იყო მიზანშეწონილი ბალკანეთის კონფედერაციის შექმნა, რაც ტიტოს ინიციატივა გახლდათ. მე და ენვერი ბელადის სიტყვების სისწორეში დავრწმუნდით. ამბიციური ტიტო კი თავისაზე იდგა. მაშინ სტალინმა ტიტოს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:
– ეგ პოლიტიკური პროსტიტუციაა და საერთოდ, თქვენთვის ასეთი ქმედება უცხო არაა. არსებობს ერთი ვაჟბატონის „ცრუდანოსი,” სადაც მისი პროსტიტუციული საქციელი ნათლად იკვეთებაო.
სტალინს მეტი არაფერი დაუკონკრეტებია. თუმცა, ტიტო თავჩაღუნული დარჩა სკამზე. მაშინ არ ვიცოდი, რომ ლაპარაკი ტიტოს მიერ ცოლის ცრუდაბეზღებაზე იყო და არც ის, რომ სტალინი მას „პროსტიტუტკას“ მეტსახელით მოიხსენიებდა...“
სტალინმა მოახერხა ტიტოს ზრახვების ჩაშლა. თუმცა, ბელგრადში დაბრუნებულმა ტიტომ უკვე ცალკე (დიმიტროვისა და ხოჯას გარეშე) დაიწყო თამაში და სტალინს დაუპირისპირდა. ამის გამო საბჭოთა ბელადი იუგოსლავიაში სახელმწიფო გადატრიალების მოაწყობასა და ტიტოს დაპატიმრებას აპირებდა. ბერიას შესაბამისი დავალებაც მისცა. თუმცა, ამ დროს კორეაში გაჩაღდა ომი და სტალინს ამან შეუშალა ხელი ტიტოს მოშთობაში. შემდეგ კი თავად ბელადიც გარდაიცვალა და „პროსტიტუტკა” ამან იხსნა განადგურებისგან.“
скачать dle 11.3