კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რატომ არის დღეს ქრისტიანების რწმენა არასწორი და რა აყენებს ადამიანის ცხოვრებას თავდაყირა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ჩვენ დავდივართ ეკლესიაში, ვლოცულობთ, საკუთარ თავს ქრისტიანებს ვუწოდებთ, თუმცა ხშირად ჩვენ მხოლოდ გარეგნულად ვართ ქრისტიანები და ჩვენში ქრისტე საერთოდ არ ცხოვრობს. არც სიყვარული გაგვაჩნია და არც სიკეთე, ამიტომაც ბედნიერებისგან შორს ვართ. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი): 

– უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ყოველი აღსარება, დაღამება, თქვენი არსებობა, ამ ქვეყანაზე მოვლინება, გათენება სიყვარულის ჰიმნია, სიყვარულის დიდება. ეკლესიაში ყველა კატეგორიის ადამიანი იყრის თავს და თუ იესო ქრისტე არ ჰყავს გულში, გინდა გათხოვილი იყოს, გინდა გაუთხოვარი, გინდა ცოლშვილიანი ან დასანიშნი, მდიდარი, მაინც უბედური იქნება. ოჯახი დიდი ჯვარი და ტკივილია, ვინც ვინმეს იესო ქრისტეზე მეტად შეიყვარებს, მას აუცილებლად დაკარგავს. რამდენმა დაკარგა შვილი და იპოვა იესო ქრისტე. არავინ არის ბედნიერი ღმერთის გარეშე და ქრისტეს გარეშე ის ვერ იპოვის ბედნიერებას. იოანეს მესამე თავის, მე-16 მუხლში წერია: „ისე შეიყვარა ღმერთმა სოფელი ესე, როგორც მხოლოდშობილი ძე თვისი, იესო ქრისტე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს და ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო“. მე ბევრი ქრისტიანი ვიცი ქრისტეს გარეშე – ქრისტიანია, მაგრამ ქრისტეს არ იცნობს.
– ბევრი ადამიანი ამბობს: ბედი არ მაქვს, ვისწავლე, ეკლესიში დავდივარ, მაგრამ მაინც არ მიმართლებსო.
– ეცადე, ცოდნა გქონდეს, იშრომე, ხელი გაატოკე და თუ ღმერთს შენი ცოდნა, შენი განათლება უნდა, აუცილებლად მოგემართება ხელი. თუ არადა, არ მოგემართება. ხშირად ასეთი ადამიანები თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, დადიან ეკლესიაში, ეზიარებიან, საკუთარი მოძღვარი უყვართ, მაგრამ მათში არ ცხოვრობს ქრისტე, არის მარტო. დღეს რატომ არის მარტოობა პრობლემა, რატომ ამბობენ ადამიანები, რომ მარტო ვარ. შეიძლება, ადამიანი ბევრ ხალხში დაინახო, ცოლი, შვილები ჰყავს, მაგრამ მარტოა. ასე ვართ ბევრი და როდესაც მარტოდ ვგრძნობთ თავს, უნდა წავიკითხოთ სახარება, ვესაუბროთ ჩვენს ღმერთს. იესო ქრისტეს არ ვიცნობთ, როგორც ღმერთს, როგორც მესიას და ამ დროს ვკითხულობთ მაკარი დიდის ლოცვას, სადაც ის ამბობს: კარგი არაფერი გამიკეთებია ამ ცხოვრებაშიო. ჩვენ კიდევ ვამბობთ: მე ეს გავაკეთე, როგორი კარგი ვარ და ვეძებთ ბედნიერებას. ჩვენ ღმერთი კი არ გვინდა, კეთილდღეობა, კარგი ქმარი, კარგი ცოლი. შენ კარგი ხარ, კარგი რომ გინდა?! გწამს, მაგრამ ეს რწმენაა?! ჩვენ არ ვიცით ბიბლია, ჩვენთვის ბიბლია თაროზე შემოდებული წიგნია, რომელსაც მხოლოდ ამბორისთვის თუ ვეხებით. ვამბობთ „ჩვენთან არს ღმერთი“ და შენ თუ შურიანი, ბოღმა, ბოროტი ხარ, როგორ იქნება შენთან ქრისტე. რას ამბობს მაცხოვარი: მე ვისთან ვარ, ვინც არის მდაბალი, უბრალო, გლახაკი სულითა. ამიტომ, ნუ დაგწყდებათ გული, თუ ვინმე გასათხოვარი ხართ, შვილი არ გყავთ ან რაიმე პრობლემა გაქვთ. როცა ადამიანი შეყვარებულია ღმერთზე, ის ყველა სიტყვას იშველიებს ღმერთის სადიდებლად. ბევრ ქართველს აქვს პრეტენზია იმაზე, რომ სიყვარული გააჩნია. არავინ იტყვის იმას, რომ არ ჰყვარებია, არ ჰქონია სიყვარული. ყველა ადამიანში კოდირებულია სიყვარული, რომელიც ღმერთმა მათში ჩადო, მაგრამ თავისი არასწორი ცხოვრებით ხან მარცხნივ გადაიხრება, ხან მარჯვნივ და სიყვარული აღარ აქვს. მერე ჰგონიათ გათხოვდებიან, ცოლს მოიყვანენ და სიყვარული ექნებათ. თუ შენში არ არის ნეტარებები, შენი გულის კარი არ არის სასუფევლის კარი, ვერ გახდები ბედნიერი, თუნდაც მთელი მსოფლიოს საგანძური იყოს შენი და ყველაზე „მაგარი“ კაცი ან ქალი გახდეს შენი ცოლი ან ქმარი. ბედნიერება არის იესო ქრისტესთან ერთად, რომელიც შენი გულის კარზე აკაკუნებს: თუ გამიღებ გულის კარს, შენთან ვივახშმებ, ანუ შენთან ვიქნებიო. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვიპოვოთ იესო ქრისტე, რომელიც დღეს, გუშინ, ხვალ იგივეა. დღეს ხშირად ამბობენ: რა გვეშველება?! თუ გინდათ, რომ საქართველოს ეშველოს რამე, ილია მეორეს და საპატრიარქოს ტახტს უნდა გავანებოთ თავი. დღეს ძალიან ბევრი სიბინძურე, ჭორი ითქმება ილია მეორეზე, საპატრიარქოზე. მთელი ქვეყანა გადაიწვა და მალე კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ჩვენ გვყავს არაღირსეული ეპისკოპოსები, არაღირსეული მღვდლები, ჩემი თამადობით. მაგრამ, ვინც კათოლიკოს-პატრიარქის ტახტს შეეხება, თან ისეთი პატრიარქის, როგორიც ილია მეორეა, ამის გამო ქვეყანა აუცილებლად დაისჯება.
– დღეს რა გვაკლია ყველაზე მეტად?
– საქართველოსთვის, მეფესთვის, პატრიარქისთვის თავგანწირვა იყო, არის და იქნება იესო ქრისტესთვის თავგანწირვა. რა გვაკლია დღეს ყველაზე მეტად, თავგანწირული ხალხი და არა ისინი, შავი და წითელი პლაკატები რომ გამოაკრეს. ჩვენ არ ვირჩევთ ქვეყანას, სად დავიბადებით, სადაც ვიცხოვრებთ. არ ვირჩევთ ერს, დედას და მამას, და-ძმას, მაგრამ ჩვენი არჩევანია კარგი ადამიანები ვიყოთ თუ ცუდები; ქრისტიანები თუ მუსლიმანები. დღეს ევროპაში, იცით, რა ხდება – ევროპა ისლამური გახდა, არავინ ახსენებს ქრისტეს. ჩვენ ევროპა კომფორტისთვის გვინდა, კარგი პენსია, კარგი ცხოვრება, მაგრამ შრომის გარეშე, არაფერი გამოდის. არც ევროპა, არც ამერიკა და არც რუსეთი, მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტე, რომელიც ღმერთმა მოავლინა. კარგია დაოჯახებაც, შვილებიც, მაგრამ ვინც გასათხოვარია ან შვილები არ გყავთ, უბედურები ხართ? უბედური მაშინ ხარ, თუ არ გყავს იესო ქრისტე – არ იცი, ვისთან უნდა იყო ბედნიერი. ამდენი ბერ-მონაზონი რომ გვყავს, რომლებიც, როცა თქვენ 24 საათი სოციალურ ქსელში ხართ, თვალები გაქვთ დათხრილი და სერიალებს უყურებთ, ისინი თქვენზე ლოცულობენ. უბედურები არიან, რადგან ოჯახი არ ჰყავთ? ისინი ლოცულობენ თქვენნთვის, რომ იყოთ ნეტარები, მიიღოთ იესო ქრისტე. დღეს არასწორად ვოჯახდებით, არასწორად ვთესავთ, არასწორად ვქადაგებთ, ვშრომობთ, ვმრავლდებით და ამიტომაც არის ამდენი მარტოხელა, მარტოსული ადამიანი, ამდენი პრობლემა. ობოლია სული, რომელსაც ქრისტე არ ჰყავს. ჩვენი უბედურება უღმერთობაა, როცა ქრისტიანი გქვია და ქრისტეს არ იცნობ. ჩვენ იესო ქრისტე იმიტომ გვინდა, რომ სახლში გვქონდეს რძე, მაწონი და ჩვენი შვილები იყვნენ კარგად. ღმერთმა კი ჩვენთვის ცოდვები რომ ეპატიებინა, საკუთარი მხოლოდშობილი ძე გააკრა ჯვარზე და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ადამიანები დღეს ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს: „ყველაფერი კარგად იქნება“. როგორ იქნება კარგად, როცა არ არის კარგად და არც შეიძლება, იყოს. სიცრუეა, როცა ადამიანს ეუბნები: გიხაროდენ, კარგად იყავი, გენაცვალე, შემოგევლე. ეს კარგია, მაგრამ მითხარი: პური მომეცი სულიერი; ანკესი, რომ თევზი დავიჭირო; ზიარება მასწავლე. ამიტომაც  იყავით გონიერი, ვითარცა გველი და უმანკონი, ვითარცა მტრედი. გაუფრთხილდით თქვენს რწმენას, თქვენს აღმსარებლობას, სინდისს და იყავით მტრედივით უმანკოები. მტრედი სიბინძურეს არ ეკარება. იყავით კარგი მართლმადიდებელი ქრისტიანები და ჩვენს ქვეყანასაც ეშველება. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა არის უფლის ნება. რა ესიამოვნება უფალს, რით ვასიამოვნო უფალს, მოყვასს და თუ დამრჩება დრო, ვასიამოვნო საკუთარ თავსაც. როცა ახლობელი გარდაგეცვლება ან გაიგებ, რომ მძიმე სნეულება შეგეყარა, მაშინ უნდა მოიკრიბო გონება, მიაკითხო ეკლესიას, წაიკითხო სახარება, წმიდა მამების სწავლება, რადგან ასეთ დროს ადამიანი ყველაზე კარგი პაციენტია ეშმაკისა. ადამიანიც მიდის ეშმაკთან და იღებს ცრუ ნუგეშს, ცრუ დარიგებას, დროებით თავისუფლდება ყველაფარისგან და მერე უარეს მდგომარეობაში ვარდება. სიმშვიდით არის საჭირო ყველაფრის გაანალიზება, სულიერი განსჯა, თორემ, ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგება.

скачать dle 11.3