კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ უნდა იეჭვოს ცოლმა, რომ ქმარმა საყვარელი გაიჩინა

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

ქალები ნამდვილად არ არიან მიამიტი არსებები, მაგრამ ქმრის ღალატი გამოეპარებათ ხოლმე. პრობლემა ის არის, რომ ადამიანს  აქვს განცდა, რომ მე ეს არ დამემართება, რომ უსიამოვნება მხოლოდ სხვის თავსაა და მე დაზღვეული ვარ ამისგან. ამბობენ, რომ ცოლი ყველაზე გვიან იგებს ქმრის ღალატს, მაშინ როცა ეს ამბავი უკვე ყველამ იცის მის გარშემო. არადა, ყურადღებიან ცოლს არ გამოეპარება საყვარელ მამაკაცში მომხდარი ცვლილება. დროულად ჩამოჰკრავს განგაშის ზარს და შეძლებს, აღკვეთოს ღალატი. დიახ, ზოგჯერ ეს შესაძლებელია. 


მაკა (38 წლის):
ჩემი ისტორია, ალბათ, ბევრს ვერ გააკვირვებს, განსაკუთრებით მამაკაცებს. ქალები კი, რაღაცას თავისთვის ნაცნობს იპოვიან. მოკლედ, თუ ვინმე ჭკუას ისწავლის, მხოლოდ გამიხარდება. მე ვერ გამოვიჩინე სიფრთხილე და წინდახედულება. გული მტკივა, რატომ დამემართა ასე?  ქმარმა ხომ მიღალატა, ამასთან ერთად სულელიც გამოვედი. თანაც, ძალიან დიდი სულელი, ბრიყვი. ალბათ, როგორ დამცინოდა ორივე – ქმარიც და მისი საყვარელიც, რომელიც მე ერთგულ მეგობრად შემომაჩეჩა.
– საყვარელი წარგიდგინათ, როგორც თავისი მეგობარი?
– კიდევ უარესი. გველივით შემომისვა სახლსა და ოჯახში, დაქალად გამიხადა. როგორი ბრიყვი ვიყავი, რომ ვერაფერს მივხვდი. ვის დავაბრალო ჩემი სისულელე და მიამიტობა.
– კონკრეტულად რა მოხდა? ანუ, როგორ აღმოჩნდით ამ სიტუაციაში?
– დავიწყოთ იმით, რომ ძალიან მიყვარს. დიახ, ახლაც მიყვარს. შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ, თავისი კანონები აქვს. რას არ ვაკეთებ, თუმცა უშედეგოდ. გრძნობა არსად მიდის, არ ქრება, თან ბოღმა მახრჩობს. შეურაცხყოფილი და განადგურებული ვარ. სამაგიეროდ, ექსპერტად ჩამოვყალიბდი, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როცა მამაკაცი ერთბაშად გადასხვაფერდება, თითით საჩვენებელი, სანიმუშო, განმაცვიფრებელ ქმრად გადაიქცევა, უნდა გეშინოდეს. შენც და ბავშვებსაც საჩუქრებით რომ გავსებთ, კუდს გიქიცინებს და თვალებში შემოგციცინებს, ეგრევე უნდა დაიძაბო, ეჭვებს უნდა მოუსმინო, შეშფოთდე, ჩაუსაფრდე.
– ანუ, მშვიდად მაშინ უნდა იყო, როცა ქმარი საერთოდ არ გაქცევს ყურადღებას?
– მთლად ასეც არ არის, მაგრამ ზედმეტად ყურადღებიანი თუ გახდება, უკვე საეჭვოა. თან, შენი ქმრის ხასიათიც რომ იცი რვა წლის განმავლობაში და ასეთი რამ არასდროს უქნია. იმას არ ვამბობ, რომ ყურადღებას არ მაქცევდა. საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა. კომფორტულად ვგრძნობდი თავს მის გვერდით. ერთად ვისვენებდით, ერთად ვგეგმავდით ჩვენს მომავალს და ბედნიერი ვიყავი ნამდვილად. ახლა უკვე კარგად ვერც კი ვიხსენებ, როდის „დაიბუდა“ იმ გველმა ჩვენს სახლში.
– იმ ქალს გულისხმობთ? თქვენი ქმრის მეგობარს?
მეგობრები ცოლიან კაცებს ლოგინში არ უხტებიან. ჩემმა ქმარმა გამაცნო, როგორც ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებაში ბევრს ნიშნავდა – ბავშვობის მეგობარი, რომელიც დიდი ხანი არ ენახა და მერე, უცებ ერთ ოფისში დაიწყეს მუშაობა. ჭკვიანი, ენერგიული, კეთილი, ყველას დამხმარე, კრეატიული... ჩემი ქმარიც და ის ქალბატონიც მიმტკიცებდნენ, რომ მათი მეგობრობა განსაკუთრებული იყო, სუფთა. მეცინება და მეტირება ერთდროულად, როგორ გამასულელეს. ბოლოს იქამდე მიმიყვანა ჩემმა ქმარმა მისი ქება-დიდებით, რომ ვღიზიანდებოდი და გული მერეოდა.
– თქვენთან აქებდა და მაინც ვერაფერს მიხვდით?
– სწორედ მაგიტომაც ვერ მივხვდი. რომელი კაცი აქებს საყვარელს ცოლთან აშკარად. თქვენ გაგიგიათ რაიმე მსგავსი? დავიბენი და ამით ისარგებლა ორივემ. მარტო ის ვერ გავიგე, უკვე საყვარლები იყვნენ, მეგობრად რომ გამომეცხადა თუ მერე დაიწყეს ურთიერთობა.
– ამას აქვს მნიშვნელობა?
– მართალი ხართ, მგონი, არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ, რა არის, იცით? თუ თავიდანვე საყვარლები იყვნენ, ასე ნიჭიერად როგორ თამაშობდნენ. იცით, როგორ მემეგობრებოდა? იმ ქალბატონს ვგულისხმობ, სულში მიძვრებოდა. გამოუვიდა და მივენდე. მივეკედლე პატარა ბავშვივით. მომწონდა კიდეც, აღფრთოვანებული ვიყავი მისი პიროვნებით. ჰმ, პიროვნება – ჩვეულებრივი თაღლითი და თვალთმაქცი, უზნეო დედაკაცი.
– ხშირად მოდიოდა თქვენს სახლში?
– საკმაოდ. მაშინაც მოდიოდა, როცა ჩემი ქმარი სახლში არ იყო. მეხმარებოდა კიდეც. იყო შემთხვევები, ბავშვები დაიტოვა, გაართო. მე და ჩემი ქმარი კი კონცერტზე წავედით. ახლა უკვე მეც მიკვირს ეს ამბავი.
– დიახ. ცოტა უცნაურია. საერთოდ არაფერი გიეჭვიათ, ისე გახდით ქმრის დაქალის დაქალი?
– „ქმრის დაქალის დაქალი“ – როგორ საზიზღრად ჟღერს. ნეტავი, ჭკუა სად მქონდა. საერთოდ, რისთვის მჭირდებოდა. ბოლოს არასრულფასოვნების განცდა გამიჩნდა. იმ იდეალური ქალბატონის ფონზე, მეორადი ნივთივით ვჩანდი. ეს ისეთი საზიზღარი განცდაა... მოკლედ, ვისაც არ გამოუცია, ვერ გაიგებს. ვიბოღმებოდი, რაც ძალიან არ მომწონდა. ერთ დღეს კი, ამოვხეთქე. ჩემს ქმარს ვუყვირე, მომეშვი, აღარ მინდა შენი მეგობარი მაგალითად მყავდეს-მეთქი. არ გაჰკვირვებია, შემომხედა და მითხრა: ჰო, მას ვერ შეგადარებ. შენ ნამდვილად „ისტერიჩკა“ ხარო. ისე მეწყინა, ვიტირე.
– თქვენ თქვით, რომ ბოლო დროს საჩუქრებით გავსებდათ და განებივრებდათ.
– ჰო. რაღაცნაირად ხელგაშლილი გახდა. კვირაში სამი-ოთხი საჩუქარი მაინც მოჰქონდა. აღარ მეკამათებოდა, ყველაფერზე მეთანხმებოდა. ასე, მანამდე იყო, სანამ ის ინციდენტი არ მოხდა ყვირილითა და ჩხუბით. მერე ჩემში რაღაც „ამოტრიალდა“, თითქოს ერთბაშად თვალები ამეხილა. „სასიგნალო მოწყობილობა“ ჩაირთო. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ დავუშვი. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, გამერისკა და პირდაპირ მეთქვა ქმრისთვის, რომ მასზე და მის მეგობარზე ვეჭვიანობდი. ვფიქრობდი, ახლა მეჩხუბება, მეტყვის, რომ შევიშალე, გავგიჟდი. მაგრამ, მსგავსი არაფერი მომხდარა. მხოლოდ შემომხედა და მითხრა, კიდევ კარგი, აზრზე მოხვედი, თუმცა მაინც სულელი ხარ. მაშინ მიხვდი ყველაფერს, როცა უკვე მართლა მხოლოდ მეგობრები ვართო. ანუ, ვიყავით საყვარლები, მაგრამ აღარ ვართო. ახლა როგორ მოვიქცე, არ ვიცი. გავაგდო, თუ როგორმე დავივიწყო ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი. შევძლებ კი?!
скачать dle 11.3