№40 საკედლოდ აღერღილები
ანუ პრეცედენტი
თუმცა წინასაარჩევნოდ (დონალდ ტრამპი) ამომრჩეველს, მათ შორის, დაჰპირდა, რომ მექსიკის საზღვართან დიდ კედელს ააგებდა (გემახსოვრებათ, რატომაც: მიგრანტების შემოსვლა უნდა შევზღუდოო), მაინც იმედოვნებდნენ, რომ დანაპირებს არ აასრულებდა.
მაგრამ ისე მოხდა, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედელს უკვე ჩაეყარა საფუძველი და, როგორც აშშ-ის საბაჟო-სასაზღვრო სამსახური იუწყება, გასულ კვირას სან-დიეგოში კედლის რვა მონაკვეთის მშენებლობა დაუწყიათ: ოთხი ბეტონისა იქნება, დანარჩენები – ალტერნატიული მასალების, რომელთა სიმაღლე 5,5 მეტრიდან დაიწყება და 9 მეტრს მიაღწევს.
მიზანი, როგორც მოგახსენეთ, მექსიკიდან უკანონო მიგრანტების აშშ-ში გადასვლის აღკვეთაა. ჩვენ არ ვიცით, შეაჩერებს თუ არა უკანონო მიგრაციას კედელი, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენ ოკუპანტ-სეპარატისტებს ვამუნათებთ, ყველა კედელი ადრე თუ გვიან ინგრევაო და მათ მიერ აფხაზეთისა და შიდა ქართლის ჩრდილოეთის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავლებულ მავთულხართებს ვგულისხმობთ, კოსოვოს აღიარების არ იყოს, არ აიღერღონ და ჩვენც არ წამოგვიჭიმონ აწ უკვე ბეტონის კედლები?! –