კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ჟან პოლ გოტიეს პროვოკაციული სუნამო SCANDAL „ისი-პარის“ ქსელში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

გასულ კვირას, პარფიუმერულმა კომპანიამ „ისი-პარი“, „ასა ჰოლში“ დაპატიჟებულ ჟურნალისტებს, ნამდვილი დღესასწაული მოუწყო – თეთრი ყვავილები და სანთლები, ულამაზესად გაწყობილი მაგიდა, უგემრიელესი საკვები, დესერტი, წითელი ღვინო, მშვიდი და წყნარი გარემო... კომპანიის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერმა, ხატია შამუგიამ და მისმა გუნდმა, შექმნა იქ მყოფი საზოგადოებისთვის
შეგრძნება, თითქოს, ირგვლივ ყველაფერი მშვიდი, საქმიანი და მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმ „შენიღბული სკანდალისა“, რაც წინ ელოდა ყველას. სტუმრებს ხატიამ იქვე, ბარში გადანაცვლება სთხოვა და სუნამოს პრეზენტაციის დაწყებამდე, ნამდვილი პროვოკაცია მოუწყო – ხმამაღალი მუსიკა, ბარის მაგიდაზე მოცეკვავე ნახევრად შიშველი ლამაზმანი და ცეცხლოვანი შოუ, რომელსაც თან დამსწრეთა ოვაციები ახლდა.
ვისაც ჟან პოლ გოტიეს სუნამო ერთხელ მაინც უპკურებია, დამეთანხმება, რომ მისი იდუმალი და მაგიური სურნელით, გარშემო მყოფების ყურადღებას ნამდვილად
მიიპყრობთ. იგრძნობთ, მისი წყალობით, როგორ ხვდებით სხვა, ამოუცნობ სამყაროში, გეხსნებათ შინაგანი სტრესი, კომპლექსები, ხდებით თავისუფალი, ბუნებრივი და  ლაღი.
ასე რომ, „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში ახალი სუნამო, სახელწოდებით SCANDAL გამოჩნდა, რომელიც იმ ქალბატონებისთვისაა გათვლილი, ვისაც სურს, საკუთარ თავს პროვოკაცია მოუწყოს – გათავისუფლდეს კომლექსების, მკაცრი და საქმიანი იმიჯისგან და შეიგრძნოს შინაგანი თავისუფლება, რისი შენიღბვაც, გარკვეული მიზეზების გამო უწევს.
სუნამოს ფლაკონიც საკმაოდ ორიგინალური, სკანდალური, პროვოკაციული და თვალშისაცემია – გამჭვირვალე მინაში ღია ვარდისფერი სითხე, რომლის თავსახურზეც, არც მეტი, არც ნაკლები – ქალის ულამაზესი  ფეხებია.
ჟან პოლ გოტოეს ახალი სუნამო SCANDAL, იმ ქალბატონებისთვისაა, ვისაც სურს, საქმიანი და მკაცრი იმიჯის მიღმა, დაანახვოს საზოგადოებას, თავისი შინაგანი მომხიბვლელობა, ბუნებრივი სურვილები და ხასიათი... და რასაკვირველია, ნებისმიერი ადამიანის ყურადღება მიიქციოს, იმ საოცარი და მომაჯადოებელი სურნელით, რომელსაც გულგრილი, ნამდვილად ვერ ჩაუვლით.

скачать dle 11.3