კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რატომ უთხრა საყვარელ მამაკაცს ცოლობაზე სამჯერ უარი თამო ვაშალომიძემ და როგორ დამალა მან ორსულობა ხუთი თვის განმავლობაში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მშვენიერი თამო ვაშალომიძე ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება: გარდა იმისა, რომ ცოტა ხნის წინ საყვარელ მამაკაცზე დაინიშნა, რომელთანაც უკვე სამწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, იანვრის ბოლოს ის დედა გახდება. თამო, რომელიც ფეხმძიმობამ კიდევ უფრო ლამაზი და ბედნიერი გახადა,  ორსულობის პირველი დღეებიდან ზრუნავს მუცელში მყოფ შვილზე, რომელმაც დედიკოს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო. თამო და მისი რჩეული ბავშვის დაბადების შემდეგ აპირებენ დაქორწინებას.
– თამო, შენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა ხდება – სულ მალე დედა გახდები. უკვე მეექვსე თვეში გადადიხარ და შენი ორსულობის ამბავი არავინ იცოდა, როგორ მოახერხე დაგემალა, ან რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
თამო ვაშალომიძე: ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ რადგან 3 თვე მაინც კრიტიკულია, გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა. მერე მუცელი საერთოდ არ მეტყობოდა და ვერავინ მამჩნევდა. სექტემბერში მეხუთე თვეში რომ გადავედი, მივედი ექიმთან: ნახეთ, ხომ კარგად არის ბავშვი, ხომ ნამდვილად არის – არც მუცელი მეტყობა, არც ხელს მარტყავს, არც ფეხს-მეთქი. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად აქვს, უბრალოდ, ჯერ პატარააო. ამის მერე ერთ დღესაც გავიღვიძე და ვხედავ: მუცელი მაქვს. უცებ გაიზარდა.
– არაერთხელ გითქვამს, რომ ჯერ არ აპირებდი გათხოვებას, შვილის გაჩენას.
– 30 წლის შემდეგ მქონდა  გეგმაში ოჯახის შექმნა და ყველაფერი. სამი წელია ერთად ვართ, სამჯერ მთხოვა ხელი და სამჯერვე სახალხოდ შევარცხვინე: უარი ვუთხარი.
– რატომ ეუბნებოდი უარს?
– ამერიკაში ცხოვრობს, მოსკოვშიც კი აქვს ბიზნესები, საქართველოშიც, მაგრამ უფრო ამერიკაშია. მე საქართველოში ვმუშაობ, ჩემი პროფესია მაქვს. მეხვეწება, ამერიკაში გადავიდე საცხოვრებლად, მაგრამ მე დამოუკიდებელი ქალი ვარ და იქაც რომ წავიდე, ჩემი პროფესიით უნდა დავიწყო მუშაობა. აქ უნდა დავტოვო ყველაფერი. სანამ ორსულობის ამბავს გავიგებდი, აზერბაიჯანული „ოფისიელისთვის” გადაღებები უნდა მქონოდა. მამუკა კიკალიშვილი მიღებედა, წონაშიც კი ვაპირებდი დაკლებას. ჩემს დიეტას ვიცავდი, მაგრამ ვერ ვიკლებდი. გული მქონდა ცუდად, ვერც ვვარჯიშობდი და აღმოჩნდა, რომ ორსულად ვარ, 4 კვირის. რომ გაიგო, მითხრა: ახლაც არ გამომყვები ცოლადო. პირველი ცოლისგან კი ჰყავს ორი შვილი, მაგრამ ძალიან გაუხარდა და მეც დავთანხმდი. ოღონდ ქორწილი მერე-მეთქი.
– ამერიკაში ხომ არ აპირებ ბავშვის გაჩენას?
– არ ვაპირებ ამერიკაში ბავშვის გაჩენას. ჩემთვის, ბავშვისთვის, ეს პერიოდი უნდა იყოს კომფორტული. იქ კი მყავს საყვარელი ადამიანი, მაგრამ სხვას არავის არ ვიცნობ. საქართველოში მყავს დედა, ბებია, დაქალები, ნათესავები, ექიმები, რომლებიც კლინიკაში სულ გაღიმებულები მხვდებიან. თან, აპრილში გადაღებები მაქვს, უცებ უნდა ჩავდგე მაგარ ფორმაში. იმდენ რამეს ვკითხულობ: როგორ ვითარდება, რა ვიტამინებს იღებს, როგორ იკვებება, რას აკეთებს, რომ მინდა, ბავშვს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა და ჯანმრთელ გარემოში დაიბადოს. 3 წლამდე ფრენის მომხრეც არ ვარ, არ არის სასურველი და კარგი, როცა ბავშვები წნევის ცვალებადობას განიცდიან.
– როგორი იყო ორსულობის პირველი პერიოდი?
– ტოქსიკოზი მქონდა, თუმცა ვმუშაობდი აქტიურად. ფსიქოლოგიურად მივუდექი: ეს არ არის ავადმყოფობა, გაივლის-მეთქი და მართლაც გაიარა. 4 თვის შემდეგ უკვე ჯანზე მოვედი – დავდივარ, დავრბივარ. ცოტა მეტი მომივიდა სირბილი, ტონუსი დამემართა და 10 დღე წოლითი რეჟიმი მქონდა. გერმანიაში გავაგზავნე ანალიზები, გენეტიკურიც, ყველაფერი წესრიგში აქვს. ახლა ექიმისგან ავიღებ ნებართვას და ვივლი იოგაზე. ვიკვებები ჯანსაღად, ვცდილობ ვჭამო ის, რაც საჭიროა ბავშვისთვის. ცომეულს ვერიდები, ტკბილეულს ვერ ვჭამ, შემზიზღდა.
– როგორ დაიწყო შენი და შენი საქმროს ურთიერთობა?
– 3 წელია ერთად ვართ. საერთო მეგობრის ჯვრისწერაზე გავიცანით ერთმანეთი. მაგრამ, იმდენი თაყვანისმცემელი მყავდა, რომ ისიც ჩვეულებრივ თაყვანისმცემლად მივიჩნიე. გავიგე, ადრე თუ საქართველოში საქმეების გამო თვეში ერთხელ ჩამოდიოდა, ახლა სამ-ოთხჯერ ჩამოდიოდა. თან ისე აკეთებდა, რომ სამეგობრო ერთად ვყოფილიყავით. ერთხელაც დამირეკეს: 2 საათში ფრენა გაქვს, კიევში გელოდებითო. თან, მეგობრებთან ერთად უნდა წავსულიყავი. ერთი-ორმა გაავრცელა უკვე ჭორები და ვუთხარი: საქართველოში არ შევხვდეთ ერთმანეთს-მეთქი. მეც ცნობილი ვარ, ისიც თავის სფეროში ძალიან ცნობილია – ფოტოს გადაგვიღებდნენ, გავრცელდებოდა ინფორმაცია და შეიძლება, ჩვენი ურთიერთობა გაფუჭებულიყო. თვითონ სულ მეუბნება: თქვი, მე არ მაქვს არანაირი პრობლემაო, მაგრამ მე არ მინდა. მენტალურად იმდენად განსხვავებულია, ყველაფერს სხვანაირად უყურებს. კარგად მიცნობს და მშვენივრად მიტანს, ჩემს პროფესიასთან დაკავშირებითაც არ აქვს პრობლემები. თვითონ ძალიან საყვარელია, ატანა არ სჭირდება. ძალიან ბედნიერი ვარ მის გვერდით. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ორსულად ვარ, თვეში რამდენიმე დღეს ატარებს ჩემთან ერთად. უბრალოდ, სულ უწევს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა.
– ნიშნობაც მოულოდნელი იყო?
– ჩემმა მეგობარმა დამირეკა, წამოდი, „ბილტმორში” დავლიოთ ყავაო. იქ რომ არ დავლიოთ, სხვაგან ვერ დავლევთ-მეთქი? არა იქ წავიდეთო. წავედით და მოკლედ „გამიჩალიჩეს” – დამხვდა და დამნიშნა. რა თქმა უნდა, აღარ მითქვამს უარი. ქორწილი რამდენ ხანში გვექნება არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად იქნება.
– მეტყვი ბავშვის სქესს?
– ვიცი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი. 8 თვის რომ გავხდები, მერე ვიტყვი.

– ფიზიოლიგიურად აპირებ მშობიარობას?
– კი, საკეისრო არ მინდა. ბავშვი ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს უფრო მებრძოლი გამოდის, თან დედის ჯანმრთელობისთვისაც კარგია. არ ვაპირებ, გაუტკივარების გაკეთებას, მირჩევნია ვაჟკაცურად, მამა-პაპურად გავაჩინო.
– გინდა, რომ დაესწროს მშობიარობას?
– არა, არ მინდა. არის რაღაცები, რაც ინტიმურად უნდა დარჩეს ქალის, ან კაცის ცხოვრებაში. არ არის საჭირო, კაცმა უყუროს როგორ იტანჯები. ამიტომ, წინააღმდეგი ვარ.
– რომ გაიგო შენი ორსულობის ამბავი, მოგიწყო სიურპრიზი?
– სახლი ვიყიდეთ საბურთალოზე – დიდი ფართი, რომ ყველამ ჩვენთან ერთად იცხოვროს. რემონტი გვაქვს და წესით, დეკემბერში უნდა დამთავრდეს.
– ეს ის ადამიანია, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება გინდა?
– არაჩვეულებრივი მამაკაცია ჩემს ცხოვრებაში და ვიცი, არაჩვეულებრივი ქმარი და კარგი მამა იქნება. პატივს მცემს ძალიან და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
– როგორი რეაქცია ჰქონდათ შენი ოჯახის წევრებს?
– ახლობლებისთვის არაფერი დამიმალავს. დედას, ბებიას ძალიან გაუხარდათ. სახლში ექოსკოპიის ფოტოები მაქვს გამოკრული და ეფერებიან. სტიმული მიეცა ბებოს.
– რატომ გადაწყვიტე, სოციალური ქსელიდან რომ გაეგო საზოგადოებას შენი ორსულობის ამბავი?
– მიყვარს ისეთი რამის გაკეთება, რომ ხალხი ავალაპარაკო. ორსულობა ჩემთვის იმხელა ბედნიერებაა, ასე მგონია, დედამიწაზე მხოლოდ მე ვარ ორსული. მინდა, ყველას გავაგებინო, რომ ბედნიერი ვარ. გარდა ამისა, მინდა, ვიყო განსხვავებული ორსული, დედა. ორსულობა სილამაზეა და უნდა აჩვენო, რომ ბევრს მისცე სტიმული. ბევრ ფოტოს გადავიღებ მომავალშიც. ჩემს შვილს არ მოსწყინდება. მხიარულ, გიჟურ ოჯახში იცხოვრებს. მასაც მოსწონს ასეთი რაღაცები. ძალიან გაგებული ადამიანია, ისევე, როგორც მისი ოჯახის წევრები, დედა. ყველას ვიცნობ: დედასაც, შვილებსაც. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– როდის აპირებ საქმროს გამოჩენას?
– მაგას საზოგადოება ნახავს ჩემი ქორწილის დღეს. იყოს კიდევ ერთი შოკი. გვინდა, ყველასთვის კომფორტი შევქმნათ, არავინ ვანერვიულოთ, არც დედამისი და არც სხვა ვინმე. ჩვენ უკან სხვა ხალხიცაა. ჩვენ ყველას უნდა გავუფრთხილდეთ.

скачать dle 11.3