კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 სამშენებლო კომპანია „BP დეველოპმენტი“ – შეიძინეთ ბინა ქირის ფასად

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

სამშენებლო კომპანია BP დეველოპმენტი არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ქართულ სამშენებლო ბაზარზე გამოჩნდა. თუმცა, აქტიურად მუშაობს და  უკვე დაპროექტებული აქვს რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ უბანში და მომხმარებელშიც ნდობით სარგებლობს. კომპანია დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, მოტივირებული თანამშრომლებით, რომელთა ცოდნა და გამოცდილება „BP დეველოპმენტის“ წარმატებისა და განვითარებისკენაა მიმართული. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სამშენებლო ბიზნესში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ზაზა უგრეხელიძეა.
ზაზა უგრეხელიძე (სამშენებლო კომპანია „BP დეველოპმენტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი): 90-იანი წლებიდან სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი და შესაბამისად, მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ თავად ჩავრთულიყავი სამშენებლო ბიზნესში. რაც მთავარია, ჩემი ქალიშვილიც გაიზარდა, ჩვენი ინტერესები გადაიკვეთა  და მასაც გაუჩნდა სურვილი, რომ ჩემს კვალს გაჰყოლოდა.
– როდის შეიქმნა კომპანია „BP დეველოპმენტი“ და ვინ არიან მისი დანარჩენი დამფუძნებლები?
– ჩვენი კომპანია სამი თვის წინ შეიქმნა, თუმცა აქტიურ ტემპში ვმუშაობთ. ჩემთან ერთად სამშენებლო კომპანია „BP დეველოპმენტის“ დამფუძნებლები არიან: ჩემი ქალიშვილი და ჩემი მეგობრების შვილები. ჩემი ქალიშვილი წელს გახდა სტუდენტი, ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს და სახელმწიფოსგან 50-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა. შეიძლება ითქვას, „BP დეველოპმენტი“ ერთგვარი შანსია ამ ახალგაზრდებისთვის, რომ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინონ, აკეთონ ის საქმე, რაც აინტერესებთ.
– მუშაობის რა ეტაპზე ხართ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სამი თვეა, რაც ჩვენი კომპანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე გამოჩნდა, ჩვენ უკვე ოთხი საცხოვრებელი კორპუსის დაპროექტება მოვახერხეთ. შესაბამისად, მიდის მშენებლობაც. ეს პროექტებია გოგებაშვილის ქუჩაზე, დიდ დიღომში, ყიფშიძესა და ვორონცოვზე, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ლტოლვილებისთვის ვაშენებთ საცხოვრებელ კორპუსს. რა თქმა უნდა, დიდი გეგმები გვაქვს და ჩვენს პროექტებს მომავალში აუცილებლად ნახავთ თბილისის კიდევ ბევრ უბანში.  გარდა ამისა, პარალელურად, გუდაურშიც ვაშენებთ სასტუმროს.
– როგორ შეარჩიეთ ის გუნდი, ვინც აშენებს „BP დეველოპმენტის“ საცხოვრებელ ბინებს?
– ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში დამეხმარა  პროფესიონალი ბრიგადების შერჩევაში. მათ კარგად იციან თავიანთი საქმე. რა თქმა უნდა, მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს მშენებლობაზე.

– ქართულ სამშენებლო ბაზარზე ბევრი ახალი კომპანია გამოჩნდა და მომხმარებლის ნდობა მათ მიმართ არც თუ ისე მაღალია. თქვენი მრავალწლიანი გამოცდილება, ალბათ, ერთგვარი გარანტია მათთვის.
– ჩემს პროფესიულ გამოცდილებამდე, ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და ყოველთვის მზად ვარ, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარების საქმეში. ვფიქრობ, ქვეყნიდან ახალგაზრდა თაობის გადინება და უცხოეთში დასახლება, მნიშვნელოვანი დანაკარგია ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შანსი, თავად წარმართონ ქვეყნის მომავალი და აქტიური მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე პროცესებში. ამ სფეროში ჩემი გამოცდილება მაძლევს შანსს, რომ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრებს მაქსიმალურად დავუდგე გვერდში.  რა თქმა უნდა, ხარისხი ჩვენთვის ერთ-ერთი  უპირველესია.  
– რამდენად მოსახერხებელია გადახდის სისტემა მომხმარებლისთვის?
– ჩვენ კლიენტებს ბინას ვთავაზობთ ქირის ფასად. ეს ნიშნავს, რასაც ყოველთვიურად ბინის ქირაში იხდიან, იმ თანხით, გადახდის იმავე პრინციპით, შეუძლიათ, ჩვენთან ბინა შეისყიდონ. ჩვენ ვუქმნით, მაქსიმალურად კომფორტულ და მოქნილ გადახდის სისტემას ადამიანებს. ვითვალისწინებთ მომხმარებლის მოთხოვნებს და გემოვნებას. ვისურვებდი, ყველა ოჯახს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდეს საკუთარი საცხოვრებელი!скачать dle 11.3