კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ბიძა-დისწულის დუელი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაურმა

ილიკო ორბელიანი ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძა იყო. მაგრამ ბავშვობიდან თანშეზრდილსა და თანატოლ დედის ძმას მისი მეგობარი უფრო ეთქმოდა. ერთ კლასში სწავლობდნენ და ერთ მერხზე ისხდნენ.
გენიალური პოეტი თანამედროვეთა შორის კვიმატი ენით იყო ცნობილი. ბარათაშვილის მწარე ენის ადრესატი და მისი ოინების „მთავარი გმირი“ ილიკო ორბელიანი არაერთხელ გამხდარა. ერთხელ თბილისელი ლამაზმანების გარემოცვაში მყოფი ილიკო ისე გააპამპულა, რომ გამწარებულმა ბიძამ საყვარელი დისწული დუელში გამოიწვია. ამით ბარათაშვილს კიდევ ერთი ოინის მოწყობის საშუალება მისცა, რომელშიც პოეტმა მთელი მისი სამეგობრო ჩართო. გადაწყვიტეს, დამბაჩები ფუჭი ტყვიებით დაეტენათ. დანარჩენი კი პოეტის ფანტაზიას მიანდეს.
დაინიშნა დუელის დღე. „სეკუნდანტებმა“ თავიანთი ადგილი დაიკავეს. ხოლო დუელანტი ნათესავები ბარიერთან დადგნენ. ილიკომ დისწულს განგებ ააცილა. გაისმა სროლის ხმა და ბარათაშვილი მოცელილივით დაეცა. ილიკო ორბელიანი ახლაღა მოეგო გონს. თავში ხელი იტაცა, – ნუთუ შეცდა?! მიწაზე უძრავად მწოლიარე დისწულს მივარდა. ცრემლმომდგარი გულში იკრავდა „უსულო ცხედარს“. თუმცა გარეგნულად სისხლის კვალს ვერსად ამჩნევდა. ხელით უსინჯავდა მთელ სხეულს. უცებ ხელი ბარათაშვილის ქურთუკის ჯიბეზე მოუხვდა და ყურში ჩაესმა: „ჯიბიდან ხელი აიღე, შიგ ქიშმიში მიყრია და არ ამომაცალო“. ჯერ გაოგნდა ილიკო, შემდეგ თვალგახელილი და მოცინარი ბარათაშვილი რომ დაინახა, სიხარულისგან  ატირდა, ხოლო როდესაც მის სმენას ირგვლივ მყოფთა ხარხარი მისწვდა, მიხვდა, რომ მორიგი ოინის მსხვერპლი გახდა. ხელი ხმალზე იტაცა და ალბათ, მართლა მოკლავდა, რომ არ გაეკავებინათ.
მოამზადა
скачать dle 11.3