№39 გია ბეროშვილის ანეკდოტები
ტელეფონზე ზარია:
– ალო, გისმენთ.
– უკაცრავად, მეზობელო, ბოდიში გვიან რომ გაწუხებ, ცოლს ვეძებ და შემთხვევით, შენთან ხომ არ შემოუვლია?
– დაიცა ვკითხავ... ლამარაა!.. შენ ჩემთან შემთხვევით შემოხვედი თუ გამიზნულად?
***
ქმარი ცხვარში მიდის და ცოლს დაუბარებს:
– შენთან სექსი რომ მომინდება, თოფს გავისვრი და ამომაკითხე.
გავიდა ხანი. დაბრუნდა ქმარი შინ. შვილს ჰკითხა:
– დედა სადაა?
– რა ვიცი, მამი... რაც ნადირობის სეზონი გაიხსნა, მის მერე სახლში არ მინახავს.
***
ძმაკაცი შესჩივის ძმაკაცს:
– ჩემი ცოლის პირი „ჟიგულის“ კარივითაა...
– ეგ როგორ, კაცო?
– როგორ და თუ არ მიარტყი, კი არ იკეტება.
***
კახელი შევიდა რესტორანში, დაუძახა ოფიციანტს და ეუბნება:
– ჯო, გემრიელი რა გაქვთ?
– ბადრიჯანი დუმაში.
– მაიტა, ორი ცალი გამაიღე.
***
ტიპი უყვება მეგობარს:
– აუ, ბიჭო, გუშინ სათევზაოდ ვიყავი და ოქროს თევზი არ ამოჰყვა ანკესს?
– მერე, რა სთხოვე?
– თვითონ მითხრა, ორ სურვილს ვასრულებ – ან კარგი პოტენცია, ან მეხსიერებაო.
– შენ რა სთხოვე?
– უი, აღარ მახსოვს.
***
– ცოლი რატომ არ მოგყავს, გიგა?
– მე ჩემი დევიზი მაქვს და იმიტომ.
– რა დევიზი?
– „ჯობია რძე მაცივარში, ვიდრე ძროხა სამზარეულოში!“.
***
ღამეა. მარომ უკვე მეშვიდედ გააღვიძა მიხო და სექსს სთხოვს, თან ეუბნება:
– მიხოვ, ბიჭი თუ გოგო?
– დუბლიორი, შე დედააფეთქებულო, დუბლიორი!
***
ერთ-ერთ სკოლაში, მათემატიკის მასწავლებელი ეკითხება მეათე კლასელ შაკოს:
– აბა, შაკო, გამოცანას გეტყვი და მიპასუხე: დედაშენმა ამერიკიდან გამოგიგზავნა 200 დოლარი. შენ კი ამ ფულიდან, თაკოს მიეცი 50 დოლარი, ნინის – 50 დოლარი და ხათუნას – 50 დოლარი. შენ რას მიიღებ?
– „გრუპავოი“ სექსს, მასწ!
***
შვილი გახარებული მიდის სახლში.
– მამი, ჩემი ოცნების ქალი ვიპოვე!
– რა გიხარია მერე, შე რეგვენო? თუ ოცნების ქალი იპოვე, დანარჩენ ოცნებებს დაემშვიდობე.
***
მიხო ეკითება მაროს:
– მაროვ, აი, „ტუმბუჩკაზე“ რომ პატარა ცისფერი აბი იდო, სად წავიდა, ჯო?
– უი, ეგა მე დავლიე წნევის წამალთან ერთად.
– ხოდა, ამაღამ სექსიც შენს თავს მოჰკითხე!
***
– დედი, დედი, დღეს კეთილი საქმე ჩავიდინე.
– რა, შვილო?
– აი, ჯემალი ბიძიას რომ აგვიანდებოდა მატარებელზე, მივასწრებინე.
– როგორ?
– ძაღლი ავუშვი.
***
ქმარი ეუბნება ცოლს:
– მაგარი ქალი ხარ, ლამაზი, ჭკვიანი, საქმიანი, კარგი დიასახლისი. აი, სხვისი ცოლი რომ იყო, მთლად განძი იქნებოდი.
***
სვანმა ჩართო კომპიუტერი, შევიდა ინტერნეტში და ანტივირუსმა მოკლა.