კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 იუნა შაფათავა: ჩემი საყვარლების რიცხვი ასტრონომიულია და უწყვეტად იზრდება

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

ახალგაზრდა მსახიობს, იუნა შაფათავას, თბილისში თითქმის ყველა იცნობს. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში შარშან გაემგზავრა. როგორც თავად ამბობს, აქ მისთვის სამსახიობო ასპარეზი პატარა იყო და თავის რეალიზებას ვერ ახერხებდა. ჩვენ მას დავუკავშირდით და ყველა პირად თემაზე ვისაუბრეთ, ამასთან, ორი წლის წინ თავისი ძველი მეგობრის, პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილის ცემასთან დაკავშირებითაც, რომელიც იუნას ყოფილმა ქმარმა სასაფლაოზე სცემა პირადული მიზეზით. მაშინ ამ თემაზე იუნამ არ ისურვა საუბარი.
– რატომ წახვედი საქართველოდან. მიგაჩნდა, რომ  აქ შენი ადგილი არ იყო, თავისუფლება გინდოდა. რადგან, ხედავდი, რომ  საზოგადოებაში გაღიზიანებას იწვევდი შენი იმიჯით, რაც ფრენდებისა თუ არაფრენდების „ფეისბუქ-კომენტარებში” აისახება,  თუ ეს იყო ეკონომიური მდგომარეობით გამოწვეული?  
არანაირი ეკონომიური მიზეზი ჩემს წასვლას არ ჰქონია. ძალიან პატარაა იქ საჩემო ასპარეზი – ჩემი და საქართველოს აუდიტორიის პოტენციალი და ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. თვითრეალიზაცია იყო მიზეზი. სამშობლო ძალიან მიყვარს, მაგრამ იქიდან მსოფლიოზე ვერ გახვალ. ამიტომ, რადგან მთის მწვერვალი არ მოვიდა ჩემთან, მე წავედი მასთან. თუმცა, არ გავრისკავდი, ძალიან წარმატებულ უცხოელებს რომ არ ეთქვათ: შენი ადგილი საქართველოში არაა, დროს კარგავ, წამოდიო. ძალიან წარმატებული ოჯახი მაქვს საქართველოში. დეა „ქართუ ბანკის” ბიზნესის განვითარების დირექტორია, სადოქტოროს აკეთებს; სოფიკო ჩოგბურთის ნაკრების პირველი ნომერია. მე რა აღარ გამიკეთებია, მაგრამ ჰოლივუდი, ბროდვეი აქაა და სულაც არ ნიშნავს ჩემი ამერიკაში ყოფნა იმას, რომ სხვა ქვეყნებში არ გავალ. მაქვს ევროპაში გადაღებების შემოთავაზება. აქ არ არის სრული თავისუფლება, როგორც ასეთი. კანონი კანონია. სრული თავისუფლება არის თვითგამოხატვის, კანონის ფარგლებში. აქ ქალის ქალურობა და სექსუალურობა დასჯადი არაა, არაა სტიგმა. სექსუალურობა დებილობის ტოლფასი არაა. პირიქით, თუ ქალი რისკავს, იყოს სექსუალური, მაშინ აქ ეძებენ, რა დგას ამის უკან. მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ კინოებშიც მითამაშია, გადაცემებიც მიკეთებია, ვმღერი,  სექს-რჩევების მთელი სვეტი მქონდა ერთ-ერთ საიტზე და მაქვს კიდეც,  რომ  „სექარკეტის” ბრენდის წარმომადგენელი ვიყავი; რომ ვსაუბრობ ინლისურად და ფრანგულად, რუსული მშობლიური უპირატესობაა; რომ მაქვს სლავური გარეგნობა, უმაღლესი განათლება, ამასთან, მუსიკალური განათლება. გამიმართლა, რომ ვარ ის, რაც ვარ!
– წიგნში თუ „ფეისბუქზე” არ მალავ, რომ შენს ცხოვრებაში ბევრი მამაკაცი იყო და არის.
– ხელის შეხებაც არ მჭირდება ამათი გაგებით, ყველაფერი ჩემს ხელშია. სამუშაო ნებართვამდე დათვლილი დღეებია და სერიოზულ მუშაობას შევუდგები. მოგიყვები ერთ ისტორიას. მინდოდა პორნოფილმში  გადაღება, მოვიძიე სტუდიები, გავიარე ქასთინგი, ველოდები სამუშაო ნებართვას და სისტემას ვეცნობი.  ჩემი გამოცდილებით, არაფერია, ასე ვთქვათ, გამზადებული ვარ. გავიკეთე სისხლის ანალიზი (აქ ასეა, არ უნდა გქონდეს ვენერიული დაავადებები) და რა?.. ერთ-ერთი სტუდიის  მეპატრონის მეგობარმა ვინც დამეხმარა კარგი სტუდიის მოძიებაში, მითხრა: მე შენ ვერ გადაგაღებინებ. მესმის, დიდი ფულია, გინდა, მაგრამ მე შენ მიყვარხარ და  არ მინდა, ყველას საჯიჯგნი გახდე. ფული მაქვს ნაგავივით. ვიცი, არ გინდა გათხოვება და არავისთან ცხოვრება არ შეგიძლია, მაგრამ გთხოვ, სცადე და  შემიყვარე. იყავი ჩემი მეგობარი, ჩემს კომპანიებში იმუშავე, დაგასაქმებ და ერთად ვაკეთოთ ყველაფერი, ბავშვებს გააჩენ ბოლოს და ბოლოს. მინდა, რომ გამაბედნიეროო. ვიტირე. რა უნდა მეთქვა? მაგრამ, არ გაჭრა იმან, რომ მაინტერესებს ეს საქმე, რომ ეს ჩემი კარიერაა, ჩემი გასავლელი გზა... სხვა სტუდიებში აღარ წავედი, დიდი რისკია.... თან, სამუშაო ნებართვის გარეშე...  ნამდვილად არ დავარღვევ კანონს. ეს ამერიკაა. საქართველოს აუდიტორია ჩემი თვალთახედვისთვის მზად არ არის. მე სხვა რაკურსითა და სხვა მასშტაბებით ვაზროვნებ, ბოდიში.
– მანდ არ ვიცი, მაგრამ აქ, არა მხოლოდ ქალებს, ბევრ მამაკაცს აღიზიანებს შენი თამამი ჩაცმის სტილი და ეროტიკული ფოტოები, მაშინ, როცა პირიქით უნდა იყოს. „ფეისბუქზე” არაკორექტული კომენტარები მინახავს შენი მისამართით საპირისპირო სქესისგან. ამაზე რას იტყვი?
მე ვინტაჟის სტილის მოტრფიალე ვარ. რა მაცვია ეკრანზე, განსაკუთრებით ბოზის ამპლუაში და რა – საღამოობითა და ყოველდღიურად, ძალიან განსხვავებული სტილია. ვინტაჟი არ არის ვულგარული. და თუ არის კიდეც - არტისტული ვულგარულობა და ეროტიზმი მისაღებია. გააჩნია რას ფუთავ მასში. ქართველებს აქაც ვიცნობ. საბედნიეროდ, არაჩვეულებრივი ქართველი მამაკაცები ამერიკაშიც გვყავს. ესე იგი, შესძლებიათ ზრდა და ქალის პატივისცემა. მიდგომა, ქალებზეც ბევრად არის დამოკიდებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ საჩემო მამაკაცი იქ არ დადის. მყავს ფავორიტები, მეგობრებად. სულ ეს არის. მამაკაცს, ძირითადად, ინტელექტით,  მისი გამოყენება-მიღწევებითა და წარმატებით ვაფასებ. სამწუხაროა, თუ მამაკაცი იმავდროულად ჩემი საყვარელი არ არის (არ იგულისხმევა მუდმივი), რადგან ინსტინქტურად  განსაკუთრებით კარგად უგებს ქალი მამაკაცს და პირიქით. ელემენტარული ენერგიის გაცვლაა.
– შენი ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება აქვთ – გირჩევენ რამეს?..
 
– ოჯახს თავისი ხედვა აქვს, მე – ჩემი. განათლებისთვის მადლობა, მაგრამ ოჯახის შეხედულების მიხედვით არასდროს მიცხოვრია. ინდიელების ანდაზაა: „გააჩინე,  გაზარდე, გაუშვი.” შვილი სტუმარია ოჯახში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატივს არ ვცემ,  მაგრამ მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ყოველგვარი ჩარევა  მასში, ჩემთვის მიუღებელია. არც გათხოვებას ვაპირებდი. ეს იყო კოპრომისი, ოჯახის გაგების გამო. მე გავიქეცი ოჯახის პირობითობიდან ქმრის პირობითობაში. იქიდან გავიზარდე და ის ეტაპიც უკან მოვიტოვე. გამოუცდელი ვიყავი და კვლავ საკუთარმა თავმა მიშველა, ალღომ – სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მე თავისუფლება დავთმე, რაც დიდი შეცდომა იყო. სამაგიეროდ, ვისწავლე სიყვარული, სიძულვილი. დიდი გამოცდილება მივიღე ქმარზე დაკვირვებით. მადლობა ქმრის ოჯახს, დიდი სკოლა იყო.
– ახლა რას აპირებ? გაყვები იმ ადამიანს ცოლად, ვინც თავისი გული და ბევრი ფული შემოგთავაზა?  
– არა, იმ კაცს ცოლად არ გავყვები. ცდილობს, არ მიმატოვოს და ძალიან ახლო მეგობრად მივიჩნევ. პატივს ვცემთ ერთმანეთის სურვილებს.
– სულ სექსზე რატომ წერ და რჩევებსაც იძლევი?  
– სექსრჩევები ჩემი მოღვაწეობის ერთ-ერთი ნაწილია. მსოფლიოში სულ რამდენიმე ქალია დღეს, ვისი აზრიც სექსის სფეროში ავტორიტეტულია. შენ თვითონ წერო სექსზე – რა შეიძლება, იყოს უფრო საპატიო?! არაფერს ვიგონებ, ყველაფერი პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული. არც ფუნდამენტალურ ფასეულობებს ვცდები, ვქადაგებ სიყვარულს. ნუთუ შეიძლება, იყოს ამაზე უკეთესი რამ? ჩემს სტატიებს ყოველთვის სერიოზული აუდიტორია ჰყავს. ჯერ ერთი, ძალიან კარგად ვწერ, მეორე – სინამდვილეა. ბევრ რაღაცას ვძენ. სექსრჩევების წერა ჩემთვის პრივილეგიაა. მოინდომოს ვინმემ და მიუკერძოებლად დაწეროს სექსზე, სექსი ნიჭია და ბედნიერი ვარ, რომ ბუნებამ ამ ნიჭით დამაჯილდოვა. სექსი დამყნობილია განათლებასა და ინტელექტზე, დიდი ძალაა. მადლობა ბუნებას, გენებს, განათლებასა და ხასიათს.
– მაინც არაფერი თქვი შენს საყვარლებზე.
– ჩემი საყვარლების რიცხვი ასტრონომიულია და უწყვეტად იზრდება.
სექსი და სიყვარული ჩემთვის განუყოფელია.
– ახლა მაქვს საშუალება, ერთი კითხვა დაგისვა, რომელზე პასუხიც მაშინ შენგან ვერ მივიღე, როცა საქმე გახმაურებულ ამბავს შეეხებოდა. შენი ყოფილი ქმრისა და ალექსი პეტრიაშვილის საქმეს ვგულისხმობ, რომელიც  ტელეწამყვან ეკა მიშველაძის ქმარია. როგორი რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, რომ შენი ყოფილი ქმარი პოლიტიკოს ბუკა პეტრიაშვილს ჩაუსაფრდა და სასაფლაოზე მისული, სასიკვდილოდ სცემა?   
– რაც შეეხება ჩემი ყოფილი ქმრის საქმეს. ბუკა პეტრიაშვილს ჩვევაში აქვს სხვის ქალებთან სიარული. მოსკოვში გაუტეხეს ცხვირი მსგავს საქმეზე – იგივენაირად, სასაფლაოზე თითქმის მკვდარი იპოვეს მაშინაც. ჩემი ქმარი ნამდვილი მამაკაცია. სცემა კაცმა კაცი. ჩაქუჩები და ბიტები რომ ერტყა, ბუკას გარდაცვალების წლისთავს აღნიშნავდნენ ახლა. ეკამ თავის თანამდებობისთვის შეუფერებელი სიტყვებით მე მომაყენა შეურაცხყოფა. ბუკა კი, შეეცადა, ბანალური მამაკაცური გარჩევა,  გადაეყვანა საკუთარი ოჯახის – მოღალატე ქმრისა და მამის ჩაძირული რეპუტაციის გამოსასწორებლად პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც არ გამოუვიდა. არც ეკას გამოუვიდა ვითომ სექსბომბობა. ბუკასთან ყოფილმა საყვარელმა, საკუთარ სახლში, ლოგინში შეუსწრო და ბუკა იძულებული გახდა ოჯახი მიეტოვებინა და ცოლად ეკა შეერთო. ცნობილი ამბავია. „სველი” რეპუტაციის გამო დაკარგა ეკამ „საზმაუზე” სამსახური. თუმცა, როგორც ხედავთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მორალი არ აინტერესებს... შეეცადნენ, ბუკაც და ეკაც საკუთარი სიბინძურე სხვების შეურაცხყოფით გადაეფარათ, მაგრამ ის სხვა მათზე ძლიერი და ინტელექტუალი გამოდგა – უფრო პირდაპირი და სუფთა. ჩემს ქმარს არ ჰქონია იარაღი თან. გამოძიება მიკერძოებული გამოდგა და პოლიტიკურ რაკურსში არგადაყვანის მიზნით, ბუკა თუ ალექსი, მსხვერპლად გამოიყვანა. ჩემს  ყოფილ ქმარს კი, უამრავი წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ ბუკას არ ეყო კაცობა, ეთქვა, რატომ შეიძლებოდა, ეცემა კაცს. როგორც მითხრეს, ბუკა ლევანის წინ მუხლებზე მდგარა სასაფლაოზე, ხელებაწეული და უთქვამს: ლევან, ბოდიშიო. ალბათ, ჰქონდა ბოდიშის მოხდის მიზეზი. ისე, როგორია იმის აღიარება, რომ კაცმა გცემა და რატომ გცემა, მალავ. ლევანი  ვაჟკაცურად ციხეშია. აი, ბუკა კი, უკვე მეორედ იცემა. სასამართლოზე არ მივსულვარ. მორალური უფლება არ მქონდა, ჩემს ყოფილ ქმართან. სიამოვნებით ვიქნებოდი მოწმე, მაგრამ გამოძიებას ასეთი ძლიერი მოწმე არ სჭირდება.
– როგორ უყურებ საკუთარ თავს – რა არ მოგწონს, რას შეცვლიდი სიამოვნებით ან არ შეცვლიდი? არ გინდა, იმიჯი შეიცვალო და არა მხოლოდ ვიზუალური?
– ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი. ახლა ჩემს თავს ვაპრიალებ, აბსოლუტურად სრულყოფილი და იდეალური ქალი მინდა, გავხდე. მოთმინებით ველი ჩემი საბუთების პროცედურის შესრულებას. იქამდე ვეცნობი ადამიანებს, კულტურას, მენტალობას, კანონებს, ვამყარებ კონტაქტებს... ბედნიერებაა, რომ გავრისკე ახალ მიწაზე ჩამოსვლა. მადლობა სამშობლოს უნიკალურობისა და იმისთვის, რომ ასეთი გამომზარდა. მიხარია, რომ თავისუფალი ვარ არჩევანში და კვლავ მაქვს მუდმივი ცვლილებების სურვილი. თავისუფლება და ბედნიერება ჩემი არსებობის ჰაერია. 41 წლის ასაკში თუ კვლავ თავისუფალი, სასურველი და ცხოვრების ჟინით სავსე ხარ ქალი, ეს ბედნიერებაა და თქვენც გისურვებთ ბედნიერებას!

скачать dle 11.3