კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა ხილული სასწაულები ხდება წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში და რატომ მიაქვს იქ ათასობით უშვილო წყვილს აკვანი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, წაჩხურობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად ათასობით ადამიანი მიდის, ეს ტაძარი საუკუნეებია, უშვილოთა შემწედ მიიჩნევა. ამ დღეს ყოველთვის წვიმს და იქაურობა ნისლით იბურება. უამინდობის მიუხედავად, ღამის სამი საათიდან აღმართს მომლოცველთა გრძელი რიგი მიუყვება. უშვილო წყვილებს პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს. იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს ნახავთ, ყველას თავისი აღთქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. ხოლო, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა, მადლობის სათქმელად პატარა ბავშვებით ხელში ადიან და უფალს მადლობას სწირავენ. ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს:  ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა... სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავსო, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.
ამ ადგილას წაჩხურის ციხე (შემორჩენილია კედლები და გალავანი) და წარმართული მოსკეს კერპი ყოფილა. „მოსკე“ მეგრულად მეძევეს, მეშვილეს, ხოლო „წაჩხურა“ წყალტივს ნიშნავს, „მოსკე  წაჩხური“ – ვაჟების მომცემს. უძველესი დროიდან კერპს მომლოცველები სწირავდნენ თავიანთი სიმაღლის სანთელს, ვერცხლის ძაფს (სირმა), სანთელ-საკმეველს, ფულს და მცირე ზომის მორთულ-მოკაზმულ აკვანს, მათ შორის, ვერცხლისას და შვილიერებას ევედრებოდნენ. ეკლესიაში დაბრძანებულ წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს ხალხმა „მოსკე წაჩხური“ უწოდა. ეს ხატი სწრაფლშემსმენელია და გულით ნათხოვნს აღასრულებს.  ბოლო წლებია, წაჩხურობას მეუფე პეტრე ატარებს წირვას. ამ დღეს უშვილოებს ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს, საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან. იქ მამათა მონასტერი რამდენიმე წელია, ფუნქციონირებს. სტიქაროსნები წყვილების სახელებს იწერენ და მთელი წლის განმავლობაში, ყოველ ხუთშაბათს ბერები უშვილო წყვილებს ლოცვებში იხსენიებენ, მთავარანგელოზს მათთვის შვილიერებას სთხოვენ. უშვილო წყვილებს ტაძარში ნებისმიერ ხუთშაბათს შეუძლიათ ასვლა და ლოცვა. ტაძარში მიტანილ პატარა აკვნებს სასულიერო პირები აკურთხებენ. ის აკვნები იმ უშვილო წყვილებს მიაქვთ, რომლებსაც აკვანი არ ამოუტანიათ. ბევრი ლამაზად მორთული აკვანი მშობლებს სახლში პატარებისთვის მიაქვთ. ამ ტაძარში მომხდარ სასწაულებზე დეკანოზი სერაფიმე დანელია გვიამბობს, რომელიც ამ ტაძრის წინამძღვარი იყო 13 წლის განმავლობაში და ამ ტაძარში მომხდარი სასწაულები აღწერილი აქვს თვის წიგნში „მომეფერე, უფალო“.
დეკანოზი სერაფიმე დანელია:
წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარი განსაკუთრებით ახლობელია ჩემთვის. აქ უპირატესად მემკვიდრის, ძის სათხოვნელად ამოდიან, ხშირად ფეხშიშველები და პატარა აკვნით ხელში. ჩემი მღვდლობის პირველმა წლებმა, ძირითადად, წაჩხურუს ტაძრისკენ მიმავალ ბილიკებზე გაიარა. მოსკე-წაჩხურუს დღესასწაული ოდითგანვე ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს აქ აღინიშნებოდა, ამიტომაც ეს დღე - ხუთშაბათი, სამუდამოდ დაებედა წაჩხურუს ტაძარს. ყოველი კვირის ამ დღეს ამოდიოდა ტაძარში ხალხის გარკვეული რაოდენობა და მეც, ყოველთვის, როცა ხუთშაბათი თენდებოდა, დილის ბინდ-ბუნდში შევუყვებოდი ხოლმე მთაში მიმავალ ბილიკს. ერთხელ, დიდი მარხვის ვნების კვირაში, სოფელში საშინელი ქარბორბალა დატრიალდა და ჩემდამი რწმუნებულ ტაძრებს (სალხინოს ღვთისმშობლის ტაძრისა და წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიას) სახურავები გადახადა. წარმოიდგინეთ, ჩემი მწუხარება, მით უმეტეს, როცა ყურს ზოგიერთი ადამიანის ნიშნის მოგებით ნათქვამი მოსწვდა: თუ ღმერთი არსებობს, რატომ გადახადა თავის ეკლესიებს სახურავიო. ზოგმა ისიც თქვა, მამაოს წაჩხურუს ეკლესიიდან ხატი გაუტანია და ამიტომ მოხდა ეს უბედურებაო. არადა, ხატი მართლა მქონდა რამდენიმე დღის წინ შესაკეთებლად წამოღებული... სასოწარკვეთამ მომიცვა. აღდგომა და წაჩხურობის დღესასწაული კარს იყო მომდგარი. ქარიშხალს გადაუღებელი წვიმა მოჰყვა, რომელიც უკვე ტაძარში აღწევდა, მე კი ღვთისგან მიტოვებულობის განცდამ შემიპყრო... და აი, ერთ დღეს, როცა სულის გამაწამებელ კითხვებს ისევ ვერაფრით ვუპასუხე, უცებ გონება განათდა. ვთქვი: „უფალო, მე არაფერი ვიცი და არაფერი მესმის, ამიტომ შენ მითხარი შენი წმიდანის პირით“ და გადავშალე წიგნი, რომელიც ხელში მომხვდა და ვკითხულობ ბერი ზაქარიას სიტყვებს: „ყოველი განსაცდელი, რომელიც ჩვენზე მოიწევა - ღვთისგანაა და ნურასოდეს იფიქრებთ, რომ ის ჩვენს დასაჯელად არის მოვლენილი. მას კაცთმოყვარე ღმერთი, მხოლოდ ჩვენს განსაწმედელად და გასაძლიერებლად დაუშვებს ხოლმე... და მინდა გთხოვოთ, მუხლს მოვიყრი თქვენ წინაშე და ისე გთხოვთ: ნურასოდეს, რაც უნდა მოხდეს, ნუ მიეცემით სასოწარკვეთას, არამედ მტკიცედ გჯეროდეთ ღვთის კაცთმოყვარეობის“... ეს იყო სასწაული. იმ წამს ახალ ადამიანად გარდავიქმენი და უძლეველი რწმენითა და იმედით ავივსე. მეორე დღეს კი მოდის ადამიანი და უცხოეთში მცხოვრები ერთ-ერთი წაჩხურუელის მიერ გამოგზავნილ თანხას მაწვდის ტაძრის გადასახურად… სამ დღეში გადაიხურა ორივე ტაძარი და ასე და ამგვარად, სრულ იქნა ჩვენი სააღდგომო სიხარული.
– როგორც ვიცით, ტაძრის მოხატვაც სასწაულებრივად მოხდა...
–  წაჩხურობის დღესასწაულზე ჯვრის მთხვევის დროს მომიახლოვდა უცნობი ადამიანი და მეუბნება, ამ ტაძრის მოხატვას ვფიქრობ და უნდა დამაკვალიანოო. მართალი გითხრათ, სერიოზულად ვერ აღვიქვი ამ ფორმით – „გაქცეულზე“, მისი ნათქვამი და გაღიმებულმა განვუმარტე, რომ ეს საქმე ძალიან დიდ თანხებსა და პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მან კი მშვიდად მიპასუხა, ვიცი ამის შესახებ და მზად ვარ ყველაფრისთვისო. თურმე, უფალს ძეს სთხოვდა და ამისთვის ჩაუთქვამს ასეთი შესაწირი… ასე მოულოდნელად დაიწყო და დღემდე გრძელდება ამ ადამიანის (კაკო თოდუას) მოუკლებელი თანადგომა ამ ტაძრის მიმართ: გალავანი, სამრეკლო, სამონასტრო კომპლექსი... ძე და მემკვიდრე კი ტაძრის მოხატვიდან ერთ წელიწადში აჩუქა უფალმა... ტაძრის კარიბჭეს ზემოთ აწერია „1957 წელი“. როგორი საოცარიც უნდა იყოს, სწორედ სოციალიზმის ზეობის ხანაში გადაიხურა წლების წინ სახურავმოძარცული, ჯვარმოგლეჯილი და გატიალებული წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარი. ეს კი სწორედ იმ ადამიანის შთამომავლებმა გააკეთეს, ვინც იმ ავბედით წლებში ხელმძღვანელობდა ტაძრის ხელყოფას. ის საშინელი ტანჯვა-წვალებით გარდაცვლილა აფხაზეთში, ხოლო მის შვილებს, რომელთაც პარტიული თანამდებობები ეკავათ, მამის ჩადენილი ცოდვის გამოსყიდვა გადაუწყვეტიათ და უსახურავოდ დარჩენილი ტაძარი გადაუხურავთ.
– მამაო, როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ წირვას ამ ეკლესიაში?
–  იქ მსახურების 13 წლის განმავლობაში ბევრ სასწაულს შევსწრებივარ, მაგრამ პირველი სასწაული მართლაც დაუვიწყარი გახდა ჩემთვის. ახლობელ ცოლ-ქმარს უშვილობის პრობლემა აწუხებდა და მათთვის ტაძარში შეკვეთილი წირვის აღსრულება მთხოვეს. მაშინ მღვდლად ახალი ნაკურთხი ვიყავი, არც მედავითნე მყავდა და არც საკურთხევლის მსახური, ამიტომაც ვთხოვე, თვითონვე ემსახურათ. ცოლი გალობდა, მეუღლე კი, შეძლებისდაგვარად, მემსახურებოდა. შემოდგომის სუსხიანი დილა იდგა, ამიტომაც ქმარმა ტაძრის შორიახლოს, პატარა ფარდულში, ცეცხლი აანთო და დროდადრო გაიპარებოდა ხოლმე გასათბობად. წირვის მსვლელობისას ვხედავ, შემორბის ეს ადამიანი, გაოცებული იყურება აქეთ-იქით და გადის. რამდენიმე ხანში ისევ შემორბის და ისევ გაკვირვებული იყურება... წირვის დასასრულს ვკითხე, თუ რა იყო ამ უცნაური ქცევის მიზეზი. მიპასუხა: წირვის დროს რომ შემცივდა, გასათბობად გავედი, მაგრამ, როგორც კი ცეცხლთან დავჯექი, საოცარი გალობა მომესმა ტაძრიდან და ვიფიქრე, ხალხი ამოვიდა-მეთქი. შემოვედი ტაძარში. იქ კი არავინაა. ვიფიქრე, რომ მომესმა, დავბრუნდი და ცეცხლს მივუჯექი... ისევ შემომესმა გალობა, თითქოს მთელი გუნდი გალობდა. აქ უკვე შემეშინდა და წირვის დამთავრებამდე ტაძრიდან არ გავსულვარო... დიდება შევწირეთ უფალს. მაშინ ტაძარში წირვა-ლოცვის აღდგენის პირველი დღეები იყო და ჩავთვალეთ, რომ ანგელოზებიც ჩვენთან ერთად ხარობდნენ ამის გამო. ჩემი ახლობლის ოჯახს კი ხუთი შვილი შეეძინა.
ჩვენ დავუკავშირდით იმ წყვილებს, რომლებმაც ეს სასწაულები საკუთრ თავზე გამოსცადეს.
ნინო: 8 წელი შვილი არ მიჩნდებოდა, მრავალწლიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. იმედი გადაწურული მქონდა, როდესაც ამ ტაძრის ამბავი გავიგე. მე და ჩემმა მეუღლემ პატარა აკვანი დავამზადებინეთ და ხუთშაბათ დღეს ავედით ტაძარში. ვილოცეთ და ვეზიარეთ კიდეც. სასწაული მოხდა, ჩვენი ლოცვა უფალმა შეისმინა. უბედნიერესი ქალი ვარ. ჩემი მეუღლე ამ ამბის შემდეგ სტიქაროსანი გახდა.
შოთა სხულუხია: ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ამ ტაძარში ბავშვობიდან დავდიოდი ყოველ წაჩხურობას, მაგრამ მაშინ არ მქონდა გათავისებული ტაძრის მნიშვნელობა. წლები გავიდა, დავოჯახდი, საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი... მე და ჩემს მეუღლეს შვილი 6 წელიწადი არ გვყავდა, თუმცა იმედი არასდროს დამიკარგავს. რამდენიმე წელი მე და ჩემი მეუღლე შვილიერებას ვთხოვდით წაჩხურუს მთავარანგელოზს... ექვსი წლის თავზე უფალმა ჩვენი თხოვნა შეისმინა და პატარა იოანე გვაჩუქა. მადლობა, ღმერთს ამისთვის, მადლობა წაჩხურუს მთავარანგელოზს, მადლობა ამ მონასტრის ბერებს ლოცვისთვის... ახლა  უკვე პატარა იოანე გვყავს, უბედნიერესი მშობლები ვართ და გვჯერა, რომ უფალი კიდევ მოიღებს მოწყალებას – შვილი კიდევ გვეყოლება. ბევრი ახლობელი, მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი გამხდარა ამ ხილული სასწაულის მომსწრე. მიხარია, რომ ამ ტაძარს ყოველ წელს ემატება მრევლი და მომლოცველი. საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან. უკვე ბევრმა იცი, რომ ამ ტაძრის მადლი 21-ე საუკუნის ხილული სასწაულია. აქ თუ წყვილი რწმენითა და უფლის სიყვარულით ადის, არ არსებობს არ აუსრულოს უფალმა ვედრება. არიან ისეთები, რომლებიც ამ ტაძრის მადლით, მრავალშვილიანებიც გახდნენ. იყო შემთხვევა, 17 წელი არ ჰყავდა წყვილს შვილი. რა არ გააკეთეს, მაგრამ ამაოდ... ამ ტაძარში, ერთ ჩვეულებრივ ხუთშაბათს ავიდნენ და მათ დღეს ქალ-ვაჟი ჰყავთ.
скачать dle 11.3