№39 მომხიბვლელობის მარტივი ხრიკები
ყველას სურს, იდეალურად გამოიყურებოდეს, თუმცა, თავის მოსავლელად გადატვირთული დღის შემდეგ, ცოტა დრო რჩება. არსებობს პატარ-პატარა ხრიკები, რომელთა წყალობითაც, შეგიძლიათ, დრო, ფული და ენერგია დაზოგოთ და გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ასე რომ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი მარტივი რჩევები:
* თვალის გარშემო სიშავისა და შეშუპების გასაქრობად, ჩაის პაკეტები გამოგადგებათ. დაიდეთ ჩაის საფენები თვალის გარშემო. ამისთვის 10 წუთიც საკმარისია.
* ტუჩები ვიზუალურად რომ გადიდდეს, საჭიროა, ჯერ ღია ფერის მბრწყინავი პომადა წაისვათ, შემდეგ კი, ფანქრის კონტური შემოივლეთ ბუნებრივ ხაზზე ცოტა ზევით და სასურველი პომადა მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით – ღია ფერი ზედა ტუჩისთვის და უფრო მუქი, ქვედასთვის.
* ქოქოსისა და ზეთისხილის ზეთი წყალგამძლე მაკიაჟის მოცილებაში დაგეხმარებათ. ამის საშუალებით, სახის გამწმენდის გარეშე შეძლებთ, სახის კანის მოვლას.
* იმისთვის, რომ ქუსლები მუდმივად რბილი გქონდეთ, ძილის წინ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი.
* შესაღები თმის ძირები, ცუდი შესახედია. ის, შეგიძლიათ, თვალის ჩრდილის საშუალებით შენიღბოთ და დაფაროთ.
* სახის გასაწმენდად და ბზინვარებისთვის საჭმელი სოდა გამოიყენეთ: შეურიეთ სახის დასაბან გელს ან გამწმენდ რძეს და ამ ნარევით დაიბანეთ სახე.
*თუ გსურთ, გლუვი კანი გქონდეთ, მაშინ გამოიყენეთ შაქრის სკრაბი და საშხაპეში, პილინგის სპეციალური ხელთათმანით დაიმუშავეთ კანი. მოძრაობები წრიული უნდა იყოს. მკვდარი უჯრედები კანს ასე უფრო ადვილად სცილდება და ზედაპირი გლუვდება.
* ყოველთვის დაიბანეთ სახე, სანამ დასაძინებლად დაწვებით. ასე, კანის ფორებიდან ბაქტერიები და ზედმეტი ცხიმი ამოვა. თუ მაკიაჟს ატარებთ, აუცილებლად მოიშორეთ სპეციალური საშუალებებით.
* გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. ულტრაიისფერი გამოსხივება ადრეული ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ გარუჯული სხეული ლამაზი და მიმზიდველია, გარუჯვისას კანზე ზრუნვაც არ უნდა დაგავიწყდეთ.
* თვალებისა და პირის გარშემო წაისვით ალოეს სუფთა წვენი. ეს პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორეთ. ალოე კანს არბილებს და ანთების საწინაარმდეგო ეფექტი აქვს. ეს თვალების ქვემოთ მუქ წრეებს აგარიდებთ და კანსაც დაატენიანებს.
* კიტრი ძალიან სასარგებლოა კანისთვის. მას გაგრილების თვისება აქვს, ამკვრივებს და ატენიანებს კანს. შეუძლია, შეამციროს ნაწიბურები. ამისთვის, კიტრის კანი ნახად შეიზილეთ სახეზე, ან მისგამ მომზადებული ფაფა დაიდეთ.
* ვარჯიში რომ სასარგებლოა გულისა და ფილტვებისთვის, ეს ყველამ იცის. ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კანს ჟანგბადი და სასარგებლო ნივთიერებები უფრო ადვილად მიეწოდება.
* უძილობა სახის კანზე მომენტალურად აისახება. ამიტომ, კარგად გამოიძინეთ.
* გამოიყენეთ ხარისხიანი პარფიუმერია. ამაში ნუ დაზოგავთ ფულს. უხარისხო პარფიუმერიას, შეუძლია, მეტისმეტად დააზიანოს სახის კანი.