კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: ჩვევად მაქვს, სახეზე ხელის ხშირად შეხება. რა პრობლემას აჩენს ეს და სახის კანს ხომ არ ვუქმნი საფრთხეს?
პასუხი
: ასეთი ჩვევა – მოისრისოთ ნიკაპი, შეეხოთ ცხვირს ან ტუჩებს და ასე შემდეგ, ბევრ ადამიანს აქვს. ეს ჩვევა სახის კანს აზიანებს და ნაადრევი ნაოჭებისკენ უბიძგებს. შეუძლებელია, ხელები ყოველთვის სუფთა გქონდეთ. შესაბამისად, ინფექციის შეჭრისა და აკნეს განვითარების ალბათობაც იზრდება.
კითხვა: საჭიროა თუ არა კანის ყოველდღიურად დატენიანება და როგორ მოვახერხო ეს?
პასუხი:
კანს დატენიანება ყოველდიურად აუცილებლად სჭირდება, ისევე, როგორც ორგანიზმს – წყალი. შხაპის შემდეგ, აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი. ყოველდღიურად დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, რათა დატენიანება მხოლოდ ზედაპირულად არ მოხდეს. გაუწყლოება ნაოჭებისა და ფორების გაჩენას უწყობს ხელს. დატენიანებული კანი კი, ბუნებრივად ელასტიკური და გლუვი ხდება.
კითხვა: როგორ ვუმკურნალო აკნეს თიხის ნიღბის დახმარებით?
პასუხი:
თიხის ნიღაბი კარგია აკნეს მკურნალობისთვის. ასეთ ნიღბებს შემკვრელი და პილინგის თვისებები აქვს, რაც აკნეს წინააღმდეგ შესანიშნავი საშუალებაა. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის ზონაში ცხიმიანი კანი აქვს.
კითხვა: ხშირად მისკდება ტუჩები და კანი მექერცლება. რა წავისვა, რომ ბუნებრივი ბრწყინვალება დავუბრუნო და ცოტა მოცულობაც მივცე?
პასუხი
: დარიჩინისა და პიტნის ეთერზეთები თქვენს ტუჩებს უფრო სავსესა და ფეროვანს გამოაჩენს. თუ ამ ინგრედიენტების მიმართ ალერგიული არ ხართ, შეგიძლიათ, ტუჩის ბალზამს რამდენიმე წვეთი დაამატოთ და თქვენი ტუჩები შესანიშნავად იბრწყინებს.
კითხვა: ყოველდღიურად ვიყენებ შამპუნს და ეს ხომ არ გამიფუჭებს თმის სტრუქტურას? ბოლო, დროს ცვლილებები შევამჩნიე.
პასუხი:
ნუ დაიბანთ თავს ყოვედღიურად. შამპუნის ყოველდღიური გამოყენებით, თავის კანს გაიღიზიანებთ. შესაძლოა, თმა გამოშრეს და უფრო მტვრევადი გახდეს. თმის დაბანა რეკომენდირებულია, არაუმეტეს კვირაში ორჯერ. ასე, ტენიანობის ბალანსის შენარჩუნება, უფრო გაგიადვილდებათ.
скачать dle 11.3