კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 დედამთილმა ქმარს დამაშორა და ახლა მემუქრება

ინტიმური საუბრები


ანგარებით ნამდვილად არ გავთხოვილვარ. სკოლა რომ დავამთავრე, ლუკა იმ წელს გავიცანი. ეროვნულ გამოცდებში ჩავიჭერი, ოჯახშიც დაძაბული სიტაუცია იყო და პირველივე თქმაზე, ცოლად გამომყევიო, ლუკას ცოლი გავხდი. რასაკვირველია, მიყვარდა. ერთი წელი მეგობრების წრეში ვხვდებოდით, მაგრამ მის მშობლებს არ ვიცნობდი. მის ოჯახში ფეხი შევდგი თუ არა, დედამთილმა ეგრევე ამითვალწუნა. ვერაფრით დავანახვე ჩემი სიკეთე. არც სადილის გაკეთება დამზარებია, არც რეცხვა-უთოობა და არც სახლის დალაგება. მაგრამ, ის სულ იმას ბუტბუტებდა, უსწავლელი და გაუნათლებელი რძალი რად მინდოდა, დახარბდა ჩვენს ცხოვრება-ქონებას და გამოეკიდა ჩემს შვილსო. იმას კი არ ამბობდა, შვილო, ხელს შეგიწყობ, იმეცადინე და ჩააბარე მომავალ წელსო. არც ლუკა ეუბნებოდა რამეს. უბრალოდ, ჩაილაპარაკებდა ჩუმად, თავისთვის: ვინც მიყვარდა ის მოვიყვანე ცოლადო. მამამთილი სულ ჩემ მხარეს იყო. აღარ იცოდა, რითი გავენებივრებინე. ფულსაც მაძლევდა და ჩასაცმელ-დასახურსაც მყიდულობდა. ერთ დღესაც, დედამთილი ატყდა, ჩემი შვილი უცხოეთში უნდა გავუშვა, იქ გააგრძელოს სწავლა, პერსპექტივა ექნება და რომ დაბრუნდება, კარგ სამსახურს იშოვისო. მივხვდი, სხვა გზით ვერ დაგვაშორებდა და ეს ხრიკი მოიფიქრა. მართალია, ეს ჩემთვისაც კარგი იქნებოდა და ლუკას სურვილიც იყო. ადრე მითხრა, მინდა, უცხოეთში გავაგრძელო სწავლა და შენც იქ წამოდი, ერთად ავაწყოთ ცხოვრებაო. მაგრამ, ახლა, არ გამხარებია, რადგან ზუსტად ვიცოდი, ჩემი დედამთილის ქვეტექსტში რა აზრიც იდო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ლუკა უცხოეთში წავიდა, მე კი ჩემს მშობლებთან გადავედი საცხოვებლად. ამას წინათ, დედამთილმა დამირეკა და მითხრა, მობრძანდი და შენი ნივთები წაიღე, ვეღარ უნდა მიხვდე, რომ არ მინდიხარ და ჩემმა შვილმაც მიგატოვაო. მემუქრებოდა, თუ თავს არ დაგვანებებ, ისე მოგჭრი თავს, სამუდამოდ გაუთხოვარი დარჩებიო. ტირილით გავსკდი, გადავირიე... კი ველოდი, ამ ამბავს ეს რომ მოჰყვებოდა, მაგრამ, გულის სიღრმეში, მაინც იმედი მქონდა, ჩემზე გული მოულბებოდა და თუ არ შემიყვარებდა, როგორც შვილის ცოლს, პატივს მცემდა. ლუკაც, რაც წავიდა, თითქოს შეიცვალა, არც მირეკავს და აღარც მკითხულობს. ისიც კი გავიგე, თითქოს, იქ ვიღაც უცხოელი გოგონა გაუცნია და მასთან ერთად ცხოვრობს. როცა ვურეკავ და ვეკითხები, კი უარყოფს, მაგრამ ხმის ტონალობასა და დაბნეულობაზე ვამჩნევ, მატყუებს. ფაქტია, დედამთილმა, ცხოვრება მაშინ დამინგრია, როცა მას საყვარელ მამაკაცთან ერთად ვიწყებდი. იმედი მქონდა, ლუკა გვერდით დამიდგებოდა, ყველა ტკივილს დამავიწყებდა, მაგრამ შევცდი. მეუბნებიან, ეს გაკვეთილია ცხოვრებაში და აწი მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებო. მაგრამ, მე ასე არ მიმაჩნია. ლუკა მიყვარს და აუცილებლად დაველოდები. ვეცდები, დედამისს მოვერიდო, სანამ ის დაბრუნდება, ჩემს მშობლებთან ვიცხოვრო და იმედია, ჩემი ქმარიც მიხვდება, რომ არასწორად მომექცა და დამიბრუნდება. მანამდე, მეც ჩავაბარებ, ვისწავლი და იქნებ, ჩემს დედამთილს, ის მაინც აღარ ჰქონდეს სალაპარაკო, უსწავლელი რძალი შემომივიდაო. კიდევ კარგი, ჩემი გარეგნობა იმის თქმის საშუალებას არ აძლევს, მახინჯიაო, თორემ, ამასაც პირში მომახლიდა. ფაქტია, ცხოვრება ადრეულ ასაკში გამირთულდა. სიყვარულის გამო მიწევს საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა და ახალი გათხოვილი, ქმარს უნდა ველოდო. თან,  ისიც არ ვიცი, დამიბრუნდება თუ არა.
ეკა, 19 წლის.скачать dle 11.3