კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 როგორ გავაძლიეროთ იღბლიანობა კონკრეტული ფერის ტანსაცმლით

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის არა მხოლოდ ხასიათს განსაზღვრავს, არამედ იმასაც, თუ რომელი ფერისა და სტილის სამოსი შეგეფერებათ – გამოიყურებით თავდაჯერებულად, ხართ მიმზიდველი, ძლიერდება თქვენი იღბალი და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში აღტაცებას იწვევს. ამიტომ, გირჩევთ, ასტროლოგიური თვალსაზრისით, სწორად შეარჩიოთ სამოსის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და ცხოვრებაში მარტივად მიაღწევთ წარმატებებს როგორც პირად, ასევე კარიერულ სარბიელზე.
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, ძალიან უხდებათ წითელი ფერი და ყველა მისი გრადაცია. ეს ფერი, ძველთაგან ასოცირდება რომანტიკულობასთან, აქტივობასთან, გამბედაობასა და ძალასთან. თუ გსურთ, თქვენი იღბალი გააძლიეროთ, ამ ფერის ტანსაცმელი და აქსესუარები ატარეთ ხშირად.
კურო - თქვენი ფერია ლურჯი, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე, იღბლიანობა და საკუთარი თავის რწმენა. დამამშვიდებლად მოქმედებს ვარდისფერიც, რადგან ეს ფერი წითლისა და თეთრის ნაზავია და მიუთითებს კომფორტისკენ სწრაფვაზე.
ტყუპები - თუ გსურთ, გარშემო მყოფთა ყურადღება მიიქციოთ, ატარეთ ყვითელი ფერის სამოსი. ეს ფერი ენერგიული, ნათელი და მოძრაობის სიმბოლოა. თქვენ კი გმატებთ შემოქმედებით ძალას და აქტივობას. ასევე, კარგია მწვანე – ამყარებს ჯანმრთელობას, ავითარებს თავმოყვარეობასა და აბალანსებს სიჯიუტეს.
კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის ძირითადი ფერებია ვერცხლისფერი და რუხი, რაც ასოცირდება სიმშვიდესთან და აწყნარებს ცვალებად ემოციებს. განწყობის ასამაღლებლად და იღბლის მოსაზიდად,  კარგია ნარინჯისფერი.
ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულისთვის ოქროსფერი იწვევს სილამაზისა და განახლების განცდას. ასევე, აძლიერებს იღბლიანობას და წარმატებისკენ სწრაფვის უნარს. ეს ფერი ხაზს უსვამს ლომების გულუხვობასაც.  ემოციების სტაბილიზაციისთვის, სასურველია თეთრი, ხოლო ნარინჯისფერი კი აგიმაღლებთ განწყობას.
ქალწული - თუ გსურთ, ცხოვრებაში ბევრს მიაღწიოთ, ბედმაც გაგიღომოთ და ადვილად გადალახოთ ბარიერები, ხშირად ატარეთ მწვანე და ყავისფერი სამოსი და აქსესუარები.  ზოგადად, ყავისფერი, ასოცირდება რაციონალურ აზროვნებასთან, ნიჭთან და მიწასთან. მწვანე ხელს უწყობს გონების სტიმულიზაციას და მიიჩნევა აღორძინების სიმბოლოდ.
სასწორი - უპირატესობა მიანიჭეთ პასტელურ ტონებს, უპირველესად, ცისფერს, მწვანესა და ზღვისფერს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, ცისფერი ძირითადი ფერია, რომელიც ეხმარება მათ, იყვნენ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და მეტად მოიზიდონ იღბლიანობა, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში.
მორიელი  - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების წინააღმდეგობრივ და მძიმე ხასიათს, შესანიშნავად მიესადაგება ძოწისფერი და წითელი. ეს ფერები  ასოცირდება სიძლიერესა და იდუმალებასთან, რაც თანდაყოლილი თვისებებია მათთვის. ზოგადად, იღბლის გასაძლიერებლად, შავი ფერიც იდეალურია მორიელისთვის.
მშვილდოსანი - ამ ნიშნის წარმომადგენლებმა, სასურველია, არჩევანი შეაჩერონ იისფერზე, რომელიც ასოცირდება ამბიციურობასთან, ძალაუფლებასა და ფუფუნებასთან. ამ ფერის ტანსაცმლისა და აქსესუარების ტარება გარანტიას გაძლევთ, საპირისპირო სქესისგან მაქსიმალური ყურადღება მიიპყროთ და იმავდროულად, თქვენი იღბლიანობაც გააორმაგოთ.
თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს სტაბილური, მაგრამ ჯიუტი ხასიათი აქვთ. ამიტომ, ყველაზე უკეთ შეესაბამებათ ყავისფერი, რადგან ეს ფერი განასახიერებს მდგრადობას და სტაბილურობას.
მერწყული - უპირატესობა მიანიჭეთ ცისფერსა და მწვანეს. მერწყულების უმთავრესი თვისებაა სწრაფვა შემეცნებისკენ. სწორედ ეს ტონალობები დაგეხმარებათ  აზროვნების სტიმულირებაში. ვერცხლისფერი კი, გააძლიერებს თქვენს იღბალს და მეტ თავდაჯერებულობას შეგძენთ.
თევზები - ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ყველაზე მეტად იღბლის მოზიდვაში, ლილისფერი და იისფერი ეხმარება. ეს ტონები ხშირად ასოცირდება ცვლილებებთან, რაც მათ აშინებთ, თუმცა წარმატებებს უქადის.
скачать dle 11.3