კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა დიდ წარმატებას მიაღწია გიორგი მჭედლიშვილმა „ნასაში“ და რით განსხვავდება მისი გამოგონებული თვითმფრინავის კონცეფცია

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

„ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს” მიერ გამოცხადებული, NASA-ს აერონავტიკის კონკურსი, წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წელს, მასში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საბოლოო გამოწვევა, რომელიც NASA-მ გამოაცხადა და ის მომავალ წლებში აღარ ჩატარდება. წელს მასში მონაწილეობა მიიღო, 22 წლის გიორგი მჭედლიშვილმა, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის სტუდენტია. ის 12-კაციან ჯგუფთან ერთად მუშაობდა, რომლებმაც NASA-ს კონკურსში „გრიფონის“ ტექნიკური ნაშრომის წარდგენის შედეგად გაიმარჯვეს. მათ შეიმუშავეს კომერციული თვითმფრინავის ახალი მოდელი, რომელიც მოიხმარს ნაკლებ საწვავს, ნაკლებხმაურიანია და ამცირებს მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის სახით გამოყოფას. როგორია ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის განვლილი გზა, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– გიორგი, რა გზა გაიარეთ ამ წარმატებამდე?
– ფიზიკა-მათემატიკისა და ზოგადად, მეცნიერებისადმი ინტერესი ბუნებრივია. ადამიანი მუდმივად უნდა ცდილობდეს როგორც საკუთარი თავის, ისე გარე სამყაროს შემეცნებას. აღნიშნულის განხორციელებაში მეცნიერების წვლილი ფასდაუდებელია და შესაბამისად, ინტერესიც გამუდმებით ძლიერია. რაც შეეხება განვლილ გზას, დავამთავრე თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავირიცხე Earlham hollege-ში და სწავლა ფიზიკა-მათემატიკის კუთხით განვაგრძე. მეორე კურსზე, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, შესაძლებლობა მომეცა, მონაწილეობა მიმეღო 2-3 საინჟინრო პროგრამაში, რაც გულისხმობდა ჩემს 3-წლიან სწავლებას Earlham (ერლჰამ) hollege-ში და 2-წლიანს – კოლუმბიის უნივერსიტეტში, იმ პირობით, რომ 5 წლის თავზე, 2 სრულფასოვანი ბაკალავრიატის დიპლომს ავიღებდი. ასეც მოხდა, გადმოვედი კოლუმბიის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლაში, თუმცა, ამჯერად, სწავლა „ოპერაციების კვლევის” – Operations research მიმართულებით განვაგრძე. კოლუმბია აღნიშნულ დარგში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
– მართალია, რომ ფინანსების გამო, შეიძლება სწავლა ვეღარ გააგრძელოთ?
– დიახ, მართალია. თუმცა 20-30 სექტემბრამდე იკრიბება კომისია და გადაწყვეტს ჩემი საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის დაფინანსების საკითხს.

–  როგორ აღმოჩნდით NASA-ს კონკურსში?  როგორ გაჩნდა „გრიფონის“ შექმნის იდეა და როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი?
– გასულ სექტემბერს, ჩემმა მეგობარმა, ილონ გორდონმა, მითხრა NASA-ს გამოწვევისა და იმის შესახებ, რომ სტუდენტთა პატარა გუნდი აპირებდა აღნიშნულ გამოწვევაში მონაწილეობას. შემომთავაზა, ერთად გვემუშავა აღნიშნულ პროექტზე. როგორც უკვე აღვნიშნე, შევიცვალე პროფესია, ანალიტიკური მეთოდების გამოყენებისა და შესაბამისად, სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ჩემი ინტერესი ფიზიკისადმი  და დამოკიდებულება პროგრესისადმი, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა. მით უფრო, მაშინ, როცა დავინახე, რომ არსებობდა თუნდაც ძალიან პატარა შანსი, ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში. კოლუმბიის უნივერსიტეტმა NASA-ს ამ გამოწვევაში პირველად მიიღო მონაწილეობა. სხვა წამყვანი უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, სადაც სტუდენტებს სპეციალური კურსები უტარდებათ აღნიშულ გამოწვევაში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ ვმოქმედებდით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ენთუზიაზმიდან გამომდინარე.
– უფრო კონკრეტულად, რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს „გრიფონის“ კონცეფცია, რითაა ის განსხვავებული?
– მომავალი კომერციული თვითმფრინავი – „გრიფონი” მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს  ხმაურს. ყველა ამ კომპონენტის დაკმაყოფილება იყო აუცილებელი, რათა NASA-ს განეხილა ჩვენი ნაშრომი. „გრიფონი” ჰიბრიდი თვითმფრინავია და სწორედ, ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს ავიაცია. ჩვენს პლანეტაზე ყოველწლიურად უარესდება ვითარება ეკოლოგიური კუთხით  და საუკუნის ამ პერიოდში, სასიცოცხლოდ აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე ნელ-ნელა გადასვლა.
– რა წვლილი მიგიძღვით თავად მის შექმნაში? იგეგმება „გრიფონის“ იმპლემენტაცია?
მოდელის შექმნაზე 12-კაციანი ჯგუფი ვმუშაობდით, რომელიც შედგებოდა სამი გუნდისგან: ძრავას, აეროდინამიკისა და აეროდიზაინის. ტექნიკური ნაშრომი 9 თვეში შეიქმნა. მე და ილონ გორდონი ძრავას გუნდის თანახელმძღვანელები ვიყავით. უშუალოდ, მე ვმუშაობდი ძრავაში წვისა და გაგრილების სისტემების ოპტიმიზაციაზე. სწორედ წვის გაუმჯობესების შედეგად, მავნე ნივთიერებების გამოშვება 80 პროცენტზე მეტით შევამცირეთ და შესაბამისად, დავაკმაყოფილეთ NASA-ს უმთავრესი მოთხოვნა. იმავდროულად, საგრძნობლად შევამცირეთ საწვავის მოხმარება. საუბარია აღნიშნული მოდელის იმპლემენტაციაზე 2025-2035 წლებში, თუმცა მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ.
–  გამოგონებით და მსგავსი საკითხებით ბავშვობაშიც იყავით დაინტერესებული? აქამდე თუ შეგიქმნიათ მსგავსი რამ?
– ცნობისმოყვარე ყოველთვის ვიყავი, მაგრამ გამოგონებებზე ბავშვობაში არ მიფიქრია.     
– ამ ყოველივეს გარდა, კიდევ რას საქმიანობთ?
ჩემი აკადემიური მოღვაწეობის პარალელურად, ვარ SAN Group-ის თანადამაარსებელი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მაღალი დონის საკონსულტაციო და საინვესტიციო სერვისების ფირმას აგრობიზნესისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით. ამერიკული საერთაშორისო კომპანიის ოფიციალური პარტნიორები ვართ საქართველოში. ამერიკული კომპანიის დამფუძნებელთან გვაკავშირებს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა, რომელიც თავის დროზე ასწავლიდა ჰარვარდში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და იმავდროულად, გახლდათ უფროსი მრჩეველი ამერიკის მთავრობის ადმინისტრაციაში, სხვადასხვა რანგით.
– ბოლოს, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ. ალბათ, რთულია, ოჯახისგან შორს ყოფნა...
– რა თქმა უნდა. არის დღეები, როცა გენატრება ყველაფერი ის, რაც შენთვის ძვირფასია: ოჯახი, მეგობრები და საქართველო. თუმცა, სწორედ მათი უკეთესი მომავლისთვის უნდა იცხოვრო ადამიანმა და შესაბამისად, მოტივაციაც ყოველთვის ძალიან დიდია.  
скачать dle 11.3