კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 გამოიყენეთ თავშავა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


თავშავა მთლიანი ორგანიზმის  გამაჯანსაღებელი და მრავალი დაავადების სამკურნალო უებარი მცენარეა. ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, შარდმდენი, ნაღველმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო, ის გამოიყენება: სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების  სამკურნალოდ.
ნაყენი რეკომენდებულია როგორც სედაციური და კრუნჩხვების სამკურნალო საშუალება. იყენებენ გარეგანი – კომპრესის სახითაც კანის ჩირქოვანი დაავადებებისა და დიათეზის დროს.
თავშავა შეიცავს ეთერზეთს, სეკვიტერპენებს, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს. თესლში ნაპოვნია გამშრალი, ცხიმოვანი ზეთები. თავშავას ეთერზეთს სასიამოვნო სუნი აქვს და შეიცავს მცირე რაოდენობით ანტისეპტიკურ საშუალებას – თიმოლს. აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და ტონუსს, ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას. ის საშვილოსნოს გლუვი კუნთების შეკუმშვაზე ახდენს მატონიზებელ მოქმედებას.
მისი ნაყენი გამოიყენება გაციების, ბრონქიტის, ყივანახველის, ხუთვის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტების, ნაწლავების ატონიის, ქალური დაავადებების, მტკივნეული მენსტრუაციის, რაქიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების, მაღალი სექსუალური აღგზნების დროს. ზეთს ან სპირტიან ნაყენს იწვეთებენ კბილის ღრუში ტკივილის დროს.
როგორც ცალკე, ასევე სხვა მცენარეებთან ან კომპლექსურ პრეპარატებთან ერთად, ინიშნება მადის გასაძლიერებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული უკმარისობისას.
თავშავას გამოყენება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში.

რომელი მცენარეებით უნდა უმკურნალოთ ნერვულ სისტემას
ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ კატაბალახა, კუნელი, როდეოლა, ჟენშენი, ფითრი,  აბზინდა, როზმარინი, ცაცხვი,
სვია და სხვა.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება კატაბალახაა, რომლის შესახებაც, ალბათ, ყველას გვსმენია. მისი ფესურა და ფესვები შეიცავს ეთეროვან ზეთს, ვალერიანის მჟავას, ძმარმჟავასა და ჭიანჭველმჟავას, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქარს. საქართველოში იზრდება კოლხური კატაბალახა, რომელიც  დიდი რაოდენობით ეთეროვან ზეთსა და ვალერიანის მჟავას შეიცავს.
კატაბალახას პრეპარატებს: ექსტრაქტს, სპირტიან ნაყენსა და ეთერზეთებს იყენებენ ნერვული აგზნების, უძილობის, გულსისხლძარღვთა სისტემის ნევროზის
დროს.
წვრილად დაჭრილ 1 წილ ფესვს დაასხით 5 წილი 70-პროცენტიანი სპირტი, გააჩერეთ სიბნელეში 1 კვირა და გადაწურეთ. მიიღეთ 1,3 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 20-30 წვეთი, დღეში 3-ჯერ.
ნევროზის, ასთენიური სინდრომისა და გადაღლილობის დროს, 50 გრამ ვარდისფერ როდეოლას დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, გააჩერეთ სიბნელეში ოთახის ტემპერატურაზე 2 კვირა. დროდადრო შეანჯღრიეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 20-25 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ბევრ სხვა დაავადებასთან ერთად, კუნელი დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ამისთვის 1 სადილის კოვზ კუნელის დაჩეჩქვილ ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. გააჩერეთ 2 საათი აირღუმელში ან თერმოსში. მიიღეთ 1–2 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ან თითო-თითო კოვზ წითელი კუნელის ყვავილსა და ნაყოფს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე. გააჩერეთ თერმოსში 2 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით  ადრე.
რაც შეეხება ჟენშენს, ეს მცენარეც ძალიან კარგად აისახება ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. ის, ასევე, ეფექტურად შეგიძლიათ, გამოიყენოთ სისუსტის, თავბრუხვევის, თავის ტკივილის დროს. აქვს უნარი დაგეხმაროთ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გაახალგაზრდავებაში. ძალის მოკრების საუკეთესო საშუალება ჟენშენის ფესვების ნაყენია.

ჟენშენის ფესვები შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა:
ჟენშენის საპონინები, ჟენშენის ზეთი, ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, აზოტოვანი ამინომჟავები და მინერალები.
აიღეთ 15 გრამი ჟენშენის ფესვი. დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი დაა სამი კვირის განმავლობაში შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. შეანჯღრიეთ დღეში ერთხელ. მიღებული ნაყენი, სამი კვირის შემდეგ გადაწურეთ რამდენიმეპირ დოლბანდში. მიიღეთ დღეში სამჯერ, 15 წვეთის ოდენობით. თვე-ნახევრის გასვლის შემდეგ, უნდა შეისვენოთ ერთი თვე და საჭიროების შემთხვევაში, კურსი ისევ გაიმეორეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ნაყენი მაქსიმუმ 16 სათამდე უნდა მიიღოთ, რადგან ძლიერი სტიმულატორია და საღამოს მისი დალევა სასურველი არაა.
ჟენშენის ფესვების მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე: ჟენშენის საპონინი პანაქსტრიოლი ხელს უშლის უმოქმედობას გარე გამღიზიანებელზე, ააქტიურებს შესუსტებული ნერვების მგრძნობელობას, ამშვიდებს ჰიპერაქტიულ ნერვებს, ტვინში ზრდის კატექოლამინების რაოდენობას, რაც ხელს უწყობს ავტონომიური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ჟენშენის ფესვების მოქმედება იმუნურ სისტემაზე: ხელს უშლის აივ ინფექციისგან შიდსის განვითარებას; ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების გამრავლებას.
ჟენშენის ფესვები დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე. ის ააქტიურებს კუჭის კედლის სისხლრძარღვებში სისხლის მიმოქცევას, რაც აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას. ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას, რაც ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სეკრეტის – ნაღვლის გამომუშავებას, სისხლში არსებული ზედმეტი გლუკოზის ღვიძლში შენახვას. ააქტიურებს ყველა არააქტიურ ფერმენტს, რომელიც ალკოჰოლის მონელებასთან არის დაკავშირებული.
ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და ხელს უწყობს ინსულინის წარმოქმნას, რითაც ხდება დიაბეტის თავიდან აცილება.
ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს კანის ტენიანობას, რაც ხელს უშლის მის გაუწყლოებას.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს. არტერიული ჰიპერტენზია, მომატებული ნერვული აგზნება, ძილის დარღვევა, ინფექციური დაავადებების მწვავე პერიოდი, ეპილეფსია – ის შემთხვევებია, როცა ასევე, არაა სასურველი მისი გამოყენება. ნუ გამოიყენებთ ჟენშენს, 12 წლამდე ბავშვებშიც.
ფითრს ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც დამამშვიდებელ, სისხლის აღმდგენ, კუჭში შემკვრელ საშუალებას. ხმარობენ, აგრეთვე, ეპილეფსიის სამკურნალოდაც.
ნაყენის მოსამზადებლად 15 გრამი ფოთოლი მოათავსეთ მომინაქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით, შემდეგ გადმოიღეთ. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში.
ნერვული სისტემის მოწესრიგებაში, სტრესის მოხსნასა და უძილობის დაძლევაში დაგეხმარებათ დამამშვიდებელი მცენარეული აბაზანები ძილის წინ. ამისთვის დაგჭირდებათ აბზინდის, როზმარინისა და ცაცხვის ნახარში. აიღეთ ეს მცენარეები დაახლოებით 1 კილოგრამის ოდენობით და დაასხით 4 ლიტრი წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 5 წუთი და 15 წუთი გააჩერეთ. შემდეგ  გადაწურეთ. ნახარში ჩაასხით თბილ აბაზანაში. დამამშვიდებელი აბაზანა შეგიძლიათ, მიიღოთ კვირაში ერთხელ ძილის წინ 20 წუთის ხანგძლივობით.
ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული სვიის გირჩები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი და გააჩერეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთი. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურამდე. გადაწურეთ, შეავსეთ საწყის მოცულობამდე და  მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით, დღეში სამჯერ ჭამის წინ.

აბუსალათინის ზეთი უამრავი დაავადებისგან განგკურნავთ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება გამოყენებიდან 5-6 საათის შემდეგ. ნაწლავის
დაცლის შემდეგ პერისტალტიკა დუნდება. ასევე, აღინიშნება საშვილოსნოს კუნთების რეფლექტორული შეკუმშვა.
საფაღარათო საშუალების სახით აბუსალათინის ზეთი გამოიყენება ძილის წინ. უფროსები იღებენ 15-30 გრამს; 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები – 5 გრამს (1 ჩაის კოვზი), 5-დან 10 წლამდე – 10 გრამს (1 დესერტის კოვზი), 10 წელს ზემოთ – 15 გრამს.
აბუსალათინის ზეთი გამოიყენება დაბეჟილობის, ნებისმიერი ჭრილობისა და წყლულის სამკურნალოდ. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილს ჭიპი ცუდად უხორცდება. ამისათვის ჭრილობაზე ზეთის ოდნავ წასმაც კი საკმარისია.
კოჟრების დასარბილებლად და ტკივილის მოსაშორებლად, საჭიროა, კვირაში სამჯერ, ძილის წინ დაიზილოთ ფეხები და შემდეგ ჩაიცვით ბამბის წინდები.
ზეთი ათეთრებს კანის პიგმენტურ ლაქებს. ფეხის მასაჟი აბუსალათინის ზეთის გამოყენებით, მოგიხსნით დაღლილობას და ტკივილებს. გაღიზიანებულ და დაწითლებულ თვალებში ჩაიწვეთეთ თითო წვეთი ზეთი. აბუსალათინის ზეთი შველის ბუასილს. ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამელოტების წინააღმდეგ. აბუსალათინის ზეთი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობისას, მოწამვლისას. კონიუნქტივიტის დროს ჩაიწვეთეთ თვალებში თითო წვეთი ზეთი, დღეში 2-ჯერ. გაციებისას, განსაკუთრებით ძლიერი ხველის დროს, დაიზილეთ გულ-მკერდი აბუსალათინის ზეთით. ზეთს იყენებენ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და შარდის ბუშტის დაავადების დროს. მენსტრუალური ტკივილის დროს დაიზილეთ ზეთით მუცლის არე.
ბრონქიტისა და გაციებისას სასარგებლოა მკერდის დაზელვა ნარევით, რომელიც დამზადებულია 2 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთითა და 1 სადილის კოვზი სკიპიდრით. ჯერ შეათბეთ აბუსალათინის ზეთი, შემდეგ დაამატეთ სკიპიდარი. მიღებული ნარევით დაიზილეთ მკერდი და თბილად შეიხვიეთ. მსუბუქი გაციებისას ნარევი შეიზილეთ ძილის წინ, ხოლო ძლიერი გაციებისას –  2-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები:  პრეპარატი უკუნაჩვენებია ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვა) და ასევე ანტიჰელმინტურ ცხიმში ხსნადი საშუალებებით მოწამვლისას; მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს; ორსულობის პერიოდში; ხანდაზმულ პაციენტებში; საშვილოსნოდან სისხლდენების, კახექსიის დროს. პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.


ურცი ყელის პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო საშუალებაა

ურცი, იგივე ქონდარა, პოპულარული სანელებელია ხმელთაშუაზღვისპირეთიდან. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და არის არაჩვეულებრივი გამწმენდი საშუალება. აქვს ჰელმინთური, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი, მადის მასტიმულირებელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.
გარდა ამისა, ურცი არის: ძლიერი შარდმდენი საშუალება, რომელიც ხსნის შარდის ბუშტის ინფექციებს. ის კურნავს ვაგინიტს და კანდიდოზს, ასევე, ფრჩხილის სოკოს.
ურცის ორთქლის შესუნთქვა – საუკეთესო საშუალებაა ყელთან, ცხვირთან და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. გამოიყენეთ ის პირის ღრუში გამოსავლებად ორალური ინფექციების სამკურნალოდ.
ეფექტურია გაღიზიანებული კანისა და მწერების ნაკბენის სამკურნალოდ, ასევე დაიმახსოვრეთ, რომ ურცი  აქრობს გამონაყარს და მეჭეჭებს. აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, ანადგურებს პარაზიტებს. ურცი ძლიერი სადეზინფექციო საშუალებაა ხელებისთვის. ეს მცენარე ხსნის რევმატიულ ტკივილებს, დაჭიმულობასა და ტკივილს კუნთებში. იყენებენ რადიკულიტის, პოდაგრისა და ართრიტის სამკურნალოდ.скачать dle 11.3