კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ მომდურავობა ცოდვაა და მომდურავი ადამიანი შესაძლოა, მოძღვარმა არ აზიაროსო. რატომ არის ცოდვა, თუ არ მსურს იმ ადამიანთან საუბარი, ვინც დიდი ტკივილი მომაყენა?
პასუხი:
„მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“ – ეს ნიშნავს, რომ უფალს ვთხოვთ: როგორც ჩვენ ვაპატიეთ სხვას ცოდვები, ისე გვაპატიე ჩვენცო. ზიარება უფლის უდიდესი სიწმიდეა და როდესაც ამ სიწმიდეს ვეხებით, ჩვენში შემოდის ქრისტე. მომდურავ და მძულვარე გულში ქრისტე არ შემოვა. ყველანი ცოდვილები ვართ უფლის წინაშე, ამიტომ მომდურავობის დროს ზიარება კურნების ნაცვლად შეიძლება, სასჯელად გვექცეს. მომდურავ ადამიანს იმიტომ არ აზიარებს მოძღვარი, რომ ის დაფიქრდეს თავის საქციელზე.
კითხვა: რით განვასხვავოთ განკითხვის ცოდვა და მხილება?
პასუხი:
მხილება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. უპირველესად, ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მხილება და შემდეგ ამხილოს სხვა. მხილება სიყვარულითა და გულისტკივილით უნდა აღვასრულოთ. სანამ ვამხელდეთ მოყვასს, უნდა დავრწმუნდეთ, ნამდვილად სცოდავს თუ არა ის და სასარგებლო იქნება თუ არა მხილება მისი სულისთვის. ჩვენ ასე იშვიათად ვიქცევით, რადგან ისე ვამხელთ ერთმანეთს, თითქოს სხვისი შეცდომა გვიხარია, ადამიანი ამას გრძნობს და ეს მხილება კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს. რაც შეეხება განკითხვას, ეს ცოდვა ძირითადად შურითა და ბოროტებით არის განპირობებული, რადგან ადამიანები საკუთარ ცოდვებს ვერ ხედავენ და სხვისი პატარა შეცდომაც კი დიდ დანაშაულად ეჩვენებათ. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ – გვმოძღვრავს მაცხოვარი.
კითხვა: რომელი ლოცვა წავიკითხო ჩემი სამშობლოსა და ხალხისთვის?
პასუხი:
ქვეყნისა და ხალხისთვის უფლის მიმართ სავედრებლად უნდა წაიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნნი“. დილის ლოცვებს უფრო დიდი ძალა, მადლი და დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ჩვეულებრივ ყოფაში უძლურნი ვართ, დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ ყველას, ვისთვისაც დახმარების სურვილი გვაქვს, სამაგიეროდ, ამ ადამიანებს ლოცვებში მოვიხსენიებთ და უფალს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ვევედრებით. ილოცეთ ქვეყნისა და ხალხისთვის, ამით მათ დიდ სიკეთეს მოუტანთ.
კითხვა: უკაცრავად ამ კითხვისთვის, მაგრამ ეკლესიაში შესული ყოველი მორწმუნე, ხშირ შემთხვევაში პირჯვარს იწერს და ხატს ემთხვევა. რამდენად ჰიგიენურია ამდენი ადამიანის შეხება ხატებთან და ხომ არ გამოიწვევს რამე ინფექციურ დაავადებას, მით უმეტეს, რომ ახლა დაავადებების ბუმია.
პასუხი
: ეს აზრი მხოლოდ მცირედმორწმუნეობის შედეგად შეიძლება გაჩნდეს, რადგან 2000 წლის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, ხატის ამბორისყოფით ინფექცია გავრცელებულიყო. პირიქით კი მრავალი შემთხვევა დაფიქსირებულა, როცა სნეული განკურნებულა ხატზე ან ჯვარზე მთხვევით. ასევეა ზიარებაც, – ზიარება არაერთი მორწმუნისთვის გამხდარა სასწაულებრივი კურნების მიზეზი.

скачать dle 11.3