კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 ხარისხიანი ქართული ბრენდის, „ბაგანას“, დახმარებით ბავშვის ტარება უსაფრთხო და მარტივია

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე ორიგინალური სახელწოდების კომპანია „ბაგანა“ გამოჩნდა,  რომელიც არანაკლებ ორიგინალურ პროდუქტს აწარმოებს. ბავშვის კომფორტული ჩასასმელი „სლინგი,“ რომელიც ჯერ საქართველოში არავის უწარმოებია უკვე შეგიძლიათ, შეიძინოთ „ფეისბუქ-გვერდზე” BAGANA ან გამოიწეროთ კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან www.bagana.ge. „ბაგანას“ შექმნის ისტორიასა და „სლინგების“ კომფორტსა და უპირატესობებზე „ბაგანას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვეკუნა მიქელაშვილი გვესაუბრა.
ვეკუნა მიქელაშვილი:
ყველაფერი დაიწყო 2017 წლის თებერვალში, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია Think young-მა საქართველოს ფარგლებში, განახორციელა პროგრამა სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებით. მასში ვმონაწილეობდით მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გავიცანი ჩემი გუნდიც – თიკო გახოკიძე, ანა ტაბატაძე, ნიკოლოზ ნადირაშვილი და დათო ზარანდია, რომელიც ჟიურიმ გამოავლინა ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდად და დააფინანსა. პროექტის ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ იდეის შემუშავება და ერთხმად შევჯერდით თიკო გახოკიძის იდეაზე, რაც ბავშვის ჩასასმელის წარმოებას ეხებოდა. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული „სლინგი“, რაც ფართოდაა გავრცელებული ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, საქართველოში არცთუ ისე პოპულარული. მეტიც, ის ჩვენს ქვეყანაში აქამდე არავის უწარმოებია. დაფინანსების მოპოვების შემდეგ, ჩვენ დავაფუძნეთ შპს „ბაგანა“. გადავინაწილეთ მოვალეობები და აქტიურად  დავიწყეთ ბავშვის ჩასასმელი „სლინგების” წარმოება. დღესდღეობით, ამ საქმეს უკვე სამნი ვუძღვებით – იდეის ავტორი თიკო გახოკიძე, რომელიც ჩვენი კომპანიის დირექტორია, პარალელურად, მე და თიკო ვინაწილებთ პიარისა და მარკეტინგის საკითხებს (მე როგორც მოყვარული ფოტოგრაფი, ვცდილობ, სხვადასხვა აქციის ფარგლებში ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მოვუწყო უფასო ფოტოსესიები) და  ანა ტაბატაძე, რომელსაც  ეხება ფინანსებისა და ბიუჯეტის საკითხები. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ სამივე ძალიან შეხმატკბილებულად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ბიზნესის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროცესი იყო ხარისხიანი, გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილის შერჩევა, სადაც ბავშვი მოთავსდებოდა.
– როგორ ჩამოაყალიბებთ „სლინგის“ უპირატესობებს?
– „სლინგში“ კომფორტულად გრძნობს ბავშვი თავს და ასევე, მოსახერხებელია დედისთვისაც. „ბაგანას“ „სლინგის“ ნაჭრის სიგრძე ექვსი მეტრია და დედის ტანზე ისეა შემოხვეული, რომ ბავშვის წონას ვერ გრძნობს. ძალიან მარტივია „სლინგით“ გადაადგილება, მუშაობა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა. „სლინგი” კენგურუს ალტერნატივაა, მაგრამ თუ კენგურუში ბავშვის მოთავსება მხოლოდ სამი თვიდანაა შესაძლებელი, „სლინგში“ ნული თვიდან, სამშობიაროდან გამოსვლისთანავე შეგვიძლია ბავშვი მოვათავსოთ. ჩვენ ძალიან კარგად შევისწავლეთ „სლინგის“ უპირატესობები და პედიატრებიც გვიდასტურებენ ინფორმაციას, რომ ის ძალიან კარგია ბავშვის მენჯ-ბარძაყის განვითარებისთვის. ბავშვებს, რომლებსაც აწუხებთ დისპლაზია, ევროპაში ექიმები სპეციალურად უნიშნავენ „სლინგს“. ასევე, თუ ბავშვს აქვს დისკომფორტი მუცელში, „სლინგში“ ის ისეა მოთავსებული, რომ არ ხდება მუცელზე დაწოლა და კომფორტულად გრძნობს თავს. ხშირად ვეკითხებით მომხმარებელს აზრს, როგორ მოირგეს ჩვენი პროდუქტი და საკმაოდ კარგი გამოხმაურებები გვაქვს.  
– სად შეიძლება „ბაგანას“ „სლინგის“ შეძენა და რამდენად არის გათვალისწინებული მომხმარებლის გემოვნება?
– „ბაგანას“ „სლინგების“ შეძენა შესაძლებელია ჩვენი „ფეისბუქ” და ვებ-გვერდის მეშვეობით. მომხმარებლები გვწერენ მისამართს და სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ვაწვდით კუთვნილ ნივთს. სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე ვაჩვენებთ მშობელს „ბაგანას“ მორგების კონსტრუქციას. გარდა ამისა, ჩვენს პროდუქციას მოჰყვება ბროშურა, სადაც ახსნილია „ბაგანას“ შემოხვევის ინსტრუქცია – რა ასაკის ბავშვი როგორ პოზაში უნდა ჩასვათ და ასე შემდეგ. „ბაგანა“ გათვლილია დაახლოებით 15-18 კილოგრამამდე ბავშვებზე და საკმაოდ გამძლეა. ჩვენი პროდუქტის ფასი კი სულ რაღაც 70 ლარია. გვაქვს „სლინგის“ ნაჭრების მრავალფეროვანი არჩევანი ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, მათ შორის მამებისთვისაც.
скачать dle 11.3