№39 „ახალი ვარსკვლავი 2015“ – წარმატებული ოჯახური სამშენებლო ბიზნესი
სამშენებლო კომპანია „ახალი ვარსკვლავი 2015” ორი წლის წინ გამოჩნდა ქართულ სამშენებლო ბაზარზე. თუმცა, მის დამფუძნებელს, ბატონ მამუკა გიორგაძეს სამშენებლო ბიზნესის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს – მანამდე, კომპანია GMG დეველოპმენტის სახელით ჰქონდა. „ახალი ვარსკვლავი 2015,” შეიძლება ითქვას, გიორგაძეების ოჯახური ბიზნესია, სადაც დამფუძნებელთან ერთად, მისი მეუღლე და შვილებიც ინაწილებენ სხვადასხვა პოზიციასა და თავიანთ წილ პასუხისმგებლობას, კომპანიის განვითარებისა და წარმატების საქმეში. გიორგაძეების ოჯახი კომპანიაში დასაქმებულ ასამდე თანამშრომელს „ახალი ვარსკვლავი 2015-ის” დიდი ოჯახის წევრებად მიიჩნევს და სწორედ მათმა პასუხისმგებლობის გამძაფრებულმა გრძნობამ, საქმის სიყვარულმა და ხარისხზე ორიენტირებულობამ, განაპირობა ის დიდი ნდობა, რაც კომპანიამ მომხმარებელში მცირე დროში დაიმსახურა. გიორგაძეების სამშენებლო კომპანიის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებლის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი მხოლოდ საკუთარი სახსრებით, ყოველგვარი საბანკო კრედიტების გარეშე, დაიწყეს და დღემდე ასე აგრძელებენ, რაც კომპანიის მიმართ მომხმარებლის ნდობის ამაღლებას ერთიორად უწყობს ხელს.
მამუკა გიორგაძე (სამშენებლო კომპანია „ახალი ვარსკვლავი 2015-ის” დამფუძნებელი): მთელი ჩვენი ოჯახი იმ დიდი გუნდის ნაწილი ვართ, რასაც „ახალი ვარსკვლავი 2015” ჰქვია. მათ შორის, ჩემი მეუღლე – ეკა ხამხაძე გახლავთ კომპანიის ლოჯისტიკის მენეჯერი. ის არაჩვეულებრივად ართმევს თავს თავის საქმეს კომპანიაში და მოვალეობას – ოჯახში, როგორც იდეალური დიასახლისი. ერთი შვილი – გიორგი გიორგაძე გაყიდვების მენეჯერი, ხოლო მეორე შვილი – გვანცა გიორგაძე, ჩვენი პიარმენეჯერია. „ახალი ვარსკვლავი 2015-ის” დიდი ოჯახის წევრია ყველა დანარჩენი თანამშრომელი, მათ შორის, ქალბატონები: ბუღალტერი – ელენე
მუჯირი და იურისტი – ლელა მჭედლიძე. ძალიან შეკრული გუნდია, ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად გაერთიანებული და ეს მიზანი ისეთი საცხოვრებელი კომპლექსების შექმნაა, სადაც ხარისხი და კომფორტი იდეალურ თანხვედრაში იქნება.
– ამჟამად „ახალი ვარსკვლავი 2015-ის” რამდენი დასრულებული კომპლექსია თბილისში?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია ჯერ მხოლოდ ორი წელია, რაც ბაზარზეა, უკვე გვაქვს სამი დასრულებული კომპლექსი. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში შევძელით მომხმარებლის ნდობის მოპოვება. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერგოთ მათ მოთხოვნებს. ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ აქტიური მშენებლობები ვაწარმოოთ ქალაქის სხვადასხვა უბანში. თუ საწყის ეტაპზე გვიწევდა მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკის დაქირავება, ამჟამად ჩვენი კომპანიის საკუთრებაში არსებობს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.
– ქალაქის რომელ უბნებში შევხვდებით „ახალი ვარსკვლავი 2015-ის” საცხოვრებელ კომპლექსებს?
– ამ ეტაპზე ჩვენი დასრულებული კომპლექსები მხოლოდ ისანი-სამგორის ტერიტორიაზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, მშენებლობებს ქალაქის სხვა უბნებშიც. ამის შესახებ უკვე გვაქვს განაცხადი მერიაში და მათგან ველოდებით შესაბამის ნებართვას. ჩვენ მიერ აშენებული ყველა კორპუსის პროექტის ავტორი გახლავთ ბატონი თამაზ მურვანიძე.
– ეტევით თუ არა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში და განვადებით სარგებლობა თუ არის შესაძლებელი?
გიორგი გიორგაძე: მე ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პლუსი ზუსტად ისაა, რომ მომხმარებელი კუთვნილ ბინას ზუსტად იმ ვადაში იბარებს, რა შეთანხმებაც არსებობს კომპანიასა და მას შორის. დღეს ეს პრობლემა აქტიურად დგას სამშენელო ბიზნესში და ეს პასუხისმგებლობა კარგად გვაქვს გააზრებული. რაც შეეხება თანხის შემოტანას, ამ ეტაპზე ჩვენთან განვადება არ მოქმედებს. თუმცა, გვაქვს მთელი რიგი შეღავათები, რითაც სარგებლობენ ჩვენი მომხმარებლები. მაგალითად: თანხის ნახევარი შეუძლიათ, შემოიტანონ პირველადი შენატანის სახით, ხოლო მეორე ნახევრის გადახდისთვის აქვთ რამდენიმე თვე ვადა.
– რა არის „ახალი ვარსკვლავი 2015-ის” წარმატების საიდუმლო?
– უპირველესად, საქმის სიყვარული, რაც მთელ ჩვენ ოჯახსა და გუნდს აერთიანებს. ასევე, მაღალი
პროფესიონალიზმი, რითაც გამოირჩევიან ჩვენი თანამშრომლები და ის ხარისხი, რაც უდავოდ, ძალიან მაღალია.
გვანცა გიორგაძე: კომპანია აწარმოებს მომხმარებელთან მომგებიანი ურთიერთობის მართვას, ანუ ჩვენ ვითვალისწინებებთ მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს და შესაბამისად, მათზე მორგებულ პროდუქტს ვთავაზობთ – ესაა ხარისხიანი პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად, მისაღებ დროში და სანაცვლოდ, ვიღებთ მათ კმაყოფილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის.