კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 „მარტვილობა“ „გირჩულად“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ უკვე ლეგალიზებული 


მაშინ, როდესაც თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეა გადართული (ზოგი გვაშინებს - „გუგავა მოვაო“, ზოგიც ამტკიცებს – ზორო ვარო), „გირჩები“ კვლავ პროსტიტუციის ლეგალიზებისთვის იღვწიან (თუმცა, თუ მათ საქმიანობას კარგად ჩაუკვირდება მოკირკიტე ადამიანი, უმალ შეამჩნევს, რომ პროსტიტუცია კარგა ხანია, ლეგალიზებულია ამ ჩვენს ქვეყანაში).
მეორე მხრივ, საგულისხმო ის არის, რომ ამ თემაზე ლაპარაკობს ყველა, გარდა თავად ამ სფეროში დასაქმებულებისა (ანუ პროსტიტუტებისა).
ხოლო, რაკი წლების წინათ ამ საკითხზე ვმუშაობდი, უნდა მოგახსენოთ, რომ პროსტიტუციის ლეგალიზაციას თავად პროსტიტუტები ეწინააღმდეგებიან (მათი უმეტესობა, ყოველ შემთხვევაში), იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ საქმიანობას მალავენ (ჯერ ერთი, არ უნდათ, რომ მათმა ოჯახებმა შეიტყონ და, მეორეც, მომავალში წინ დახვდეთ წარსულის ცოდვანი) და, მაინცდამაინც, არც გადასახადების გადახდა ეპიტნავებათ (თუ ლეგალურ საქმიანობად იქცევა, ესე იგი, გადასახადებიც გადასახდელი იქნება).
ამის მიუხედავადაც, „გირჩელი“ ვინმე ნათია კალაძე გვარწმუნებს, რომ (მომყავს ციტატა): „ეს საქმიანობა (ანუ პროსტიტუცია) საქართველოში მიჩნეულია ამორალურად (თორემ ისე მორალის მწვერვალია?!)… ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ადამიანები პატიოსანი შრომით, თუნდაც ასეთი გზით, იღებენ შემოსავალს!“
ფაქტია, რომ პროსტიტუციაც შრომაა, თუმცა, როგორც ჩანს, ქ-ნი „გირჩელი“, ყველა სიკეთესთან ერთად, ქართულთანაც მწყრალადაა, რადგან პროსტიტუცია პატიოსანი ვერ იქნება.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, „გირჩელთა“ ლოგიკით, ქვეყნის დაცვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, ამ ფონზე პროსტიტუცია უბრალოდ მარტვილობაა. –
скачать dle 11.3