№39 დაკარგვამონელებული
ანუ მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ…
მას შემდეგ, რაც ჩვენზე უარნათქვამმა და ოდენ უკრიანელმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გაარღვია და ლვოვში დაივანა, თანაც, დაიქადნა, რომ საქართველოშიც ისეთივე ტრიუმფით შემოვა, როგორითაც უკრაინაში შეაღწია, კვლავ იქცა უკრაინული ტელევიზიების ვარსკვლავად.
ასე, მაგალითად, NewsOne-ის ეთერით სრულიად უკრაინასა და დანარჩენ სამყაროსაც აუწყა, რომ კიევისა და უკრაინის გარეშე ერთ წუთსაც ვერ გაძლებს.
მომყავს ციტატა: „როდესაც მითხრეს, დარჩი მაგ შენს შეერთებულ შტატებში და იმუშავეო, იდეამაც კი იმის შესახებ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ვნახავდი უკრაინასა და კიევს, უბრალოდ მომკლა!“
თუ აქვე გავიხსენებთ, რომ ახალგორის, კოდორისა და დიდი ლიახვის ხეობების უნახაობას არ მოუკლავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ უბრალოდ გმირულად გადაიტანა, თუმცა აი, კიევის უნახაობა მის ძალებს უბრალოდ აღემატება!
უფრო მეტიც, ქართული მიწის დაკარგვამონელებულს თავისთვის გადაუწყვიტავს (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „რაც არ უნდა მომხდარიყო, სულ რომ ცეცხლი გაეხსნათ ჩემთვის საზღვართან, დავეჭირე, ავეკუწე, მაინც ჩამოვიდოდი, რადგან აქ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში!“
არც ის დაუმალავს, „უკანასკნელი ნაბუშარი ვიქნები, ამ ბრძოლის ველიდან რომ გავიქცე“ და, მართლაც, ნამდვილი ჩაუქები, ხომ, მხოლოდ რფ-ის ავიაგამანადგურებლის ხმაზე გარბიან?! –