კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ გადაურჩა სიკვდილს ანი გიუნტერი და ვისთან ერთად მოიწყო მან დაუვიწყარი რომანტიკული დღეები კვიპროსის სანაპიროზე

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 ეს ზაფხული ანი გიუნტერისთვის ერთგვარი აღმოჩნების პერიოდი იყო. ტელეწამყვანმა შვებულება მაქსიმალურად გამოიყენა და გემრიელად დაისვენა. როგორც თავად ამბობს, თავი ხელში აიყვანა და ზედმეტი კილოგრამებიც, მართლია, ნებისყოფისა და შიმშილის ხარჯზე, მაგრამ მაინც დაიკლო და საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდა ახალ სატელევიზიო ეთერს. იპოვა თუ არა მან მოგზაურობისას ახალი სიყვარული, ვისთან ერთად გაატარა დაუვიწყარი დღეები კვიპროსზე და ვის მოუწყო სიურპრიზი თვითმფრინავის ბორტზე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ანი გიუნტერი:
ვცდილობ, წელიწადის ყველა სეზონი, კვირა და დღე დაუვიწყარი იყოს ჩემთვის, მაგრამ ზაფხულს ამ მხრივ, განსაკუთრებული ხიბლი აქვს – ნაკლებად ფიქრობ საქმეზე, ეძებ თავგადასავლებს, იძენ ახალ მეგობრებს, ნაცნობებს, ახალ კონტაქტებს, მოინახულებ ახალ ადგილებს და ასე შემდეგ. ტრადიციულად, აგვისტო სიონში გავატარე ბავშვებთან ერთად. შემდეგ ზღვისპირეთში ვიყავი, აჭარაში. კონკრეტულ ადგილს ვერ დავასახელებ, რადგან, გურიიდან დაწყებული ბუკნარის, ციხისძირის, ბათუმის გავლით, მომიწია მოგზაურობა (იცინის). ყველაზე დიდი აღმოჩენა კი ის იყო, ისე გემრიელად აჭარაში ვერსად შეჭამ, ვერცერთ ფეშენებელურ რესტორანში, როგორც თევზის ბაზარში (იცინის). ასე რომ, თითქმის ყოველდღე მივდიოდი და ახალდაჭერილ თევზს მივირთმევდი. გართობის მხრივაც, განსაკუთრებული იყო. თუმცა, ყოველთვის ვამბობ, ბათუმში დასვენება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე უცხოეთის კურორტზე, მაგრამ მაინც ჩვენია, ულამაზესია და სულ სხვა ხიბლი აქვს.
– ვისთან ერთად ისვენებდი აჭარაში?
მეგობრებთან ერთად  დავისვენე.
– ამბობენ, ანიმ წელს ზღვისპირეთში ახალი სიყვარულიც იპოვაო, ამაზე რას მეტყვი?
დავფიქრდი... ნეტა, ვინ ვიპოვე და სად (იცინის). წელს, ნამდვილად არ მიპოვია ჩემი სიყვარული, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალ წელს, ზაფხულში თუ არა, რომელიმე სეზონზე მაინც ვიპოვი. სერიოზულად დავფიქრდი, მაგრამ ნამდვილად არავინ მიპოვია (იცინის).
– ზაფხული თავგადასავლების, პატარ-პატარა რომანტიკული ფლირტის გარეშე, წარმოუდგენელია...
– გეთანხმები, მაგრამ გააჩნია, ვისთვის რა არის ფლირტი. როცა ყურადღების ცენტრში ხარ და ქათინაურებს იღებ, ზოგისთვის ეს არის ფლირტი. ზოგისთვის ფლირტი ისეთი ურთიერთობაა, რომელიც მე საერთოდ არ მქონია. ამიტომ, შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის ფლირტი ახალი ურთიერთობის დასაწყისია. ამ ზაფხულს, ფაქტრია, მსგავსი ფლირტი არ მქონია (იცინის). სხვათა შორის, პლაჟზე, უცხო ადამიანები მოდიოდნენ და მთხოვდნენ, ფოტოების გადაღებას, რაზეც არ ვთანხმდებოდი.
– რატომ არ თანხმდებოდი, რა პრობლემაა?
– იმ მომენტში, როცა ყველა გახდილია და მზეზე რუჯს იღებს, არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ როცა სოციალურ ქსელში ხედავ შენს ფოტოს უცხო მამაკაცთან ერთად, იმიტომ რომ, უბრალოდ, უარი ვერ უთხარი, ამის გამოცდილება, უკვე მაქვს (იცინის).
– მართალია, რომ ამ ზაფხულს სიკვდილს ბეწვზე გადაურჩი?
– მართალია, მაგრამ ამ ფაქტს უფრო მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი (იცინის). გურიიდან მოვდიოდით და საპირისპიროდ მომავალმა მანქანამ ისე ახლოს ჩაგვიარა, სარკე მოგლიჯა და მისი ნამსხვრევები სახეში შემეყარა. მე წინ ვიჯექი, ჩემი მეგოაბრი კი უკან. მას სახე გაეჭრა, მე გადავრჩი.  იმის მაგივრად, სარკეში ჩამეხედა და დამეთვალიერებინა, სახე ხომ არ მქონდა დაზიანებული, სარკის ნამსხვრევები ავკრიფე და სხეულზე სამკაულივით დავილაგე – ტელეფონი მოვიმარჯვე და სელფი გადავიღე (იცინის). ისეთი გახარებული  სახე მქონდა სურათში, ხალხი მეკითხებოდა, ავარიაში მოჰყევი და რა გიხარიაო (იცინის). მერე, რომ დავფიქრდი და გავაანალიზე, რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა და რას გადავრჩი, ცოტა შემეშინდა. თუმცა, იმწუთას კი ბედნიერი და ხუმრობის ხასიათზე ვიყავი.
– კვიპროსშიც მოახერხე დასვენება. ვისთან ერთად იყავი იქ?

– კვიპროსში ჩემს საუკეთესო მეგობარ, ვიკა კალანდიასთან ერთად წავედი. უცბად გადავწყვიტეთ. ჩავალაგეთ ჩემოდნები, ავიღეთ ბილეთები და გავფრინდით. მართლა დაუვიწყარი სამი დღე გავატარეთ იქ და არაჩვეულებრივი მოგონებებიც ჩამოვიტანე. ისეთი ზღვის პროდუქტები დავაგემოვნე, ისე ვისიამოვნე ზღვითა და გარემოთი, მივხვდი, ეს ის ადგილია, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. სხვათა შორის, ჩემმა შვილებმაც მამასთან ერთად, კვიპროსზე დაისვენეს და იმ თვითმფრინავით იმგზავრეს, რითაც მე. მე რომ მივფრინავდი, ისინი მოფრინავდნენ და გადავწყვიტე, სიურპრიზი გამეკეთებინა მათთვის. ვთხოვე ბორტგამცილებლებს და საჩუქრები მივამაგრებინე მათ სკამებზე. თვითმფრინავში რომ ავიდნენ და საჩუქრები დახვდათ სკამზე, გადაირივნენ სიხარულით. იმის მერე, ჩემს გოგონას ბორტგამცილებლობა უნდა, ბიჭს კი – თვითმფრინავის მართვა (იცინის).
– ამბობ, ბათუმში ყოველდღიურად თევზის ბაზარს ვესტუმრებოდი ხოლმე, კვიპროსშიც გემრიელ დელიკატესებს ვაგემოვნებდიო. მართალია, თევზი არ ასუქებს, მაგრამ ფაქტია, წონაში საკმაოდ დაკლებული და კარგ ფორმაში ხარ. როცა კვიპროსის სანაპიროზე, საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო დადე სოციალურ ქსელში, ყველამ ჩათვალა, რომ ეს ფოტოშოპი იყო. რამდენი კილოგრამი დაიკელი და როგორ ჩადექი ასეთ ფორმაში?
– ფოტოშოპის მოხმარება საერთოდ არ ვიცი (იცინის). სიონში, ფაქტობრივად, 12 დღე ვშიმშილობდი, სასტიკი დიეტა დავიცავი და შვიდი კილოს დაკლება მოვახერხე. სამი დღე მხოლოდ არაჟანს, სამი დღე – წიწიბურას, სამი დღე – მოხარშულ  ხორცს და სამი დღე მხოლოდ ანანასის წვენს ვსვამდი. მერე ვხუმრობდი, ამ დიეტის მერე, რა ნამუსით უნდა დააღო ადამიანმა პირი და ჩაყარო ეს შრომა წყალში-მეთქი (იცინის). თან, აღმოჩენაც გავაკეთე – ძალიან კარგია, ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად, ნიახურის წვენი. ვაბლენდერებდი, ხან პიტნას ვამატებდი და ხან ანანასს და ვსვამდი. ვერ გეტყვით, სასიამოვნო დასალევია-მეთქი, მაგრამ ძალიან კარგი შედეგი აქვს.
скачать dle 11.3