კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რამ მიიყვანა ყაჩაღობამდე გერმანიიდან დაბრუნებული მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ძარცვავდა თუ არა ის ბანკებს ღარიბების დასახმარებლად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 „ტელეფონი ამოიღო, დედასთან დარეკა და უთხრა: დედა, მაპატიე, რომ იმედი გაგიცრუე, ჩემს ძმას მიხედეო. შემდეგ დაემშვიდობა და თავი მოიკლა”.
გასულ კვირას, ერთ-ერთი ბანკის წერეთლის ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით, 30 წლამდე მამაკაცი შეიჭრა. თანამშრომლებმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა მოასწრეს. სამართალდამცველების შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ კი, მამაკაცმა თავი მოიკლა. ინფორმაცია გარდაცვლილის ვინაობისა და მისი ცხოვრების შესახებ, არ გახმაურებულა. თუმცა, ძალიან მალე გავრცელდა მწერალ ირაკლი კაკაბაძის განცხადება. ის წერდა, რომ გარდაცვლილი მისი ორგანიზაციის, „მწვანე პანტერას“ წევრი იყო, რომელიც მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
ირაკლი კაკაბაძე:
ვუსამძიმრებ ამ ადამიანის ოჯახს. მიმაჩნია, რომ ის სისტემის მსხვერპლია და ჩვენ, ყველა ასეთ ადამიანს გვერდში ვუდგებით. მათ ნაცვლად ვიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენი აზრით კი, ამგვარ საკითხებზე, სინამდვილეში, პასუხისმგებელი ის ბანდიტური სისტემაა, რომელიც დღეს საქართველოს მართავს.
– „მსხვერპლში“ რას გულისხმობთ, ბანკის ვალი ჰქონდა?
– მსხვერპლია ყველა, ვისაც საბანკო სისტემა ძარცვავს.
– კონკრეტულად, რა სახის პრობლემა ჰქონდა საბანკო სისტემასთან?
– ამაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. პრობლემა აქვს საბანკო სისტემას და არა იმ ადამიანებს, ვისაც ისინი ძარცვავენ.
– რაც შეეხება ორგანიზაცია „მწვანე პანტერას“. განაცხადეთ, რომ ეს ორგანიზაცია იბრძვის აღნიშნული სისტემის წინააღმდეგ და ეს ადამიანი ამ ორგანიზაციის წევრი იყო. ეს იყო ერთგვარი „ბრძოლის მეთოდი“? რა შეიძლება, მის ნაბიჯს დავარქვათ – პირადად ჰქონდა პრობლემა საბანკო სისტემასთან, თუ როგორც ამ ორგანიზაციის წევრი, სხვა დაზარალებულებისთვის იბრძოდა?
– იცით, რა არის? ჩვენ ორგანიზაციის ზოგად დამოკიდებულებას გამოვხატავთ. კონკრეტულ შემთხვევებზე კი, კონკრეტული მსხვერპლი ილაპარაკებს. ჩვენ გვერდით დავუდგებით ამ სისტემის მიერ გაძარცვულ ყველა ადამიანს.
– და როგორ დაიცავთ მას? რა ფორმით?
– ყველა ჰუმანური მეთოდით.
– ანუ, თავდასხმა შეიძლება, ჰუმანურ მეთოდად ჩავთვალოთ?
– თქვენ რას უწოდებთ თავდასხმას?
– გავრცელებული ინფორმაციით, ის დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა ბანკში.
– ყაჩაღობა არის ის, რასაც ბანკები, მევახშეები და საერთოდ, დღევანდელი სისტემა სჩადის. და არა ის, რასაც მსხვერპლი მოიმოქმედებს. ეს შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა და მგონი, ჩანს, ვინ არის ყაჩაღი. ყაჩაღი ისაა, ვინც ადამიანი მოკლა. ყველა მსგავს ქმედებაზე, რომელიც მკვლელობით არ მთავრდება, ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას, მაგრამ ყველა თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ამ სისტემას, რომელიც ასეთ დღეში აგდებს ადამიანს.
– ორგანიზაციის შესახებ მითხარით, მე პირადად, ინფორმაცია ვერ მოვიძიე. როგორ ხდება დაზარალებულების თქვენთან დაკავშირება?
– ვერც მოიძიებთ. არსებობს სხვა ორგანიზაციები, რომლებთანაც შესაძლებელია დაკავშირება და ჩვენ  მათთან ვთანამშრომლობთ. „მწვანე პანტერა“ საიდუმლო ორგანიზაციაა, მისი გაცხადებული წევრი მხოლოდ მე ვარ. ასე რომ, მასთან დაკავშირება და ჩვეულებრივი მეთოდებით მასში გაწევრიანება არ ხდება.
– როცა ამბობთ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებთ, ეს რას ნიშნავს? როგორ გავიგოთ?
– დიახ, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ გაძარცვული ხალხისთვის ქონების უკან დაბრუნებაზე. რაც ნიშნავს, ბანკებიდან ფულის კონფისკაციას, წამოღებას და მსხვერპლისთვის მიცემას.
– როგორ აპირებთ ამის პრაქტიკაში განხორციელებას?
– ამაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, როცა მოხდება, თავადაც დაინახავთ. ეს განხორციელებულა კიდევაც. რამდენჯერმე გამოიტანეს ფული სხვადასხვა ბანკიდან და ის უფრო გაჭირვებულთა ხელში მოხვდა. ადამიანები შევიდნენ ბანკში, გამოიტანეს გარკვეული თანხა და ღარიბებს დაურიგეს. მეტი ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ მაქვს.
– „შევიდნენ ადამიანები და ფული გამოიტანეს“ – ეს საზოგადოებისთვის დაყაჩაღებაა.
– ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყაჩაღია ის, ვინც საქართველოში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა; ანაბრების გარეშე დატოვა. რომელიც ხალხს ყოველდღე ატყუებს და ითრევს საბანკო ხაფანგში, შემდეგ კი ძარცვავს. რომელიც მის ჯანმრთელობას, მის პატიმრობას იყენებს ყველაფრის წასართმევად. ამის გამო დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდაა დარჩენილი.
– ბევრი გაუბედურებული ადამიანი გვინახავს, ამაზე არ შეგედავებით, მაგრამ არსებობს კანონი და სამართლებრივი მიდგომა.
– რომელ კანონზე მელაპარაკებით, რომელიც ბანკირების დაქირავებულ პოლიტიკოსებს აქვთ დაწერილი? ჩვენთვის მთავარი ზნეობრივი კანონია. თუ კანონები ჰუმანური გახდება და ადამიანის სიცოცხლე – საკუთრებაზე მნიშვნელოვანი, მხოლოდ მაშინ დავემორჩილებით. არ ვცნობთ კანონს, რომელიც კერძო საკუთრებას ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა აყენებს.
– თუმცა,  რასაც თქვენ სამართლის აღსრულებას უწოდებთ, იმასაც ადამიანის სიცოცხლე ეწირება მსხვერპლად.
– ეს ძალიან ტრაგიკული ფაქტია. ეს ადამიანი სისტემამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ამიტომ, სისტემაა დამნაშავე, როგორც მისი, ისე კიდევ ბევრი ადამიანის მკვლელობაში. ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრი გააგრძელებს ბანკებისთვის ფულის ჩამორთმევას და ღარიბებისთვის დარიგებას. რობინ ჰუდიც მოკვდა ბოლოს და არსენა მარაბდელიც. ეს შემთხვევა მთლიანად სისტემის სინდისზეა. ამიტომ, ის აუცილებლად უნდა შევცვალოთ.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი იმ ბანკში შეჭრამდე, სადაც თავი მოიკლა წერეთელზე არსებულ კიდევ ერთ ბანკში შეიჭრა. მაგრამ, სამართალდამცველების გამოძახების შემდეგ, ბანკის დატოვება მოახერხა, თუმცა, ფულის გამოტანა – ვერა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ბანკი წერეთლის გამზირზე მდებარეობს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი იქ ცხოვრობდა. თუმცა, ადგილზე მისულებს, იქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ. მათი თქმით, გარდაცვლილი იქ ნამდვილად არ ცხოვრობდა, თორემ მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად ექნებოდათ.
როგორც გავარკვიეთ, ადამიანი, რომელმაც გასულ კვირას ბანკის ფილიალში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ქართლის რაიონის, სოფელ რუისის მცხოვრები ალიკა ბალიაშვილი იყო. როგორც მისი თანასოფლელები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი და ამ ნაბიჯამდე გაჭირვებამ და იმედგაცრუებამ მიიყვანა. ინფორმაცია, რომ ის რომელიმე ორგანიზაციის წევრი იყო, ბანკებს ძარცვავდა იმიტომ, რომ შემდეგ ღარიბებს დახმარებოდა და ასე შემდეგ, სიმართლეს არ შეესაბამება. მისმა თანასოფლელმა ჩვენთან საუბარში ვინაობის გამხელა არ ისურვა. თუმცა, პირად საუბარში გვითხრა, რომ მამაკაცს სოფელში ყველა დადებითად ახასიათებს. ამბობენ, რომ ძალიან კარგად სწავლობდა და ყოველთვის ზრდილობით გამოირჩეოდა. თუმცა, ძალიან კარჩაკეტილი იყო.
გარდაცვლილის თანასოფლელი: მისგან ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგონებდი, თავისებური, ცოტა გულჩათხრობილი და ჩაკეტილი ბიჭი იყო. თავაზიანად მოგესალმებოდა და თუ რამეს ჰკითხავდი, გიპასუხებდა. კონტრაქტით ჯარში იყო, მაგრამ ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა, სამუშაოდ გერმანიაში წასულიყო. ამისთვის ემზადებოდა, ენაც ისწავლა, მაგრამ იქ სამუშაოდ წასასვლელი ფული რომ არ ჰქონდა, სოფელში ბაღი გაყიდა და წავიდა. თუმცა, იქ სამსახური ვერ დაუწყია და დაახლოებით, ერთი თვის წინ, უკან დაბრუნდა. რადგან იქიდან  ფული ვერ ჩამოიტანა, სოფელში დაბრუნების შერცხვა და თბილისში იყო. აქ ძალიან გაუჭირდა, პრობლემები შეექმნა, თუნდაც სახლთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, გაჭირვებამ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
ბავშვობიდან გაჭირვებაში იზრდებოდა. დედა მასწავლებელი ჰყავს. სამი წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. მაშინ დედამისი მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ბიჭი ეყოლა და მამის სახელი დაარქვეს. გარდაცვლილს ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ჰქონდა ოჯახისა და ძმის მიმართ. მამასავით უვლიდა. ბანკში სამართალდამცველები რომ მისულან, ტელეფონი ამოიღო და დედასთან დარეკა. უთხრა, მაპატიე, იმედები რომ გაგიცრუე, ჩემს ძმას მიხედეო. დაემშვიდობა და თავი მოიკლა. ახლა მისი ძმა თურქეთიდან მოდის. იქ სამუშაოდ იყო წასული, მაგრამ ეს უბედურება რომ შეიტყო, ბრუნდება. საშინელი ტრაგედია მოხდა. სამწუხაროდ, ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. თითქოს რაღაც მოძრაობის წევრი იყო და ბანკებს ძარცვავდა, მაგრამ ეს ტყუილია. სინამდვილეში, ძალიან კარგი, პატიოსანი ბიჭი იყო. ამ მდგომარეობამდე გაჭირვებამ მიიყვანა.
скачать dle 11.3