კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რა საიდუმლოებები გაიხსნება მერის არჩევნების წინ საზოგადოების წინაშე და რა კრიზისები დაიწყება საქართველოში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ჩვენს ქვეყანაში უკვე დაიწყო საარჩევნო ციებ-ცხელება. როგორია ამ საკითხზე ასტროლოგიური პროგნოზი, როგორი იქნება შემოდგომა და ზამთარი საქართველოსთვის – ამ ყველაფერზე ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი გვესაუბრება:
– რას მოუტანს ეს არჩევნები საქართველოს?    
–  ვინც არ უნდა იყოს არჩევნებში გამარჯვებული, პირდაპირ ვიტყვი, წინა მერზე უკეთესი იქნება. საქმეებს გააკეთებს, მაგრამ ცუდად დაამთავრებს კარიერას. შეიძლება ითქვას, ნარმანიას კარიერის დასასრული მისთვის საოცნებო გახდება. ამ ადამიანის ცხოვრება მერად მუშაობის პერიოდში ძალიან გამჭვირვალე იქნება და ამაში ჟურნალისტები შეასრულებენ მნიშვნელოვან როლს. მაგრამ, მომავალში, იმდენი კომპრომატი დაუგროვდება, რომ კარიერას ძალიან ცუდად დაასრულებს, მიუხედავად, კარგი განწყობისა. როგორც უკვე აღვნიშნე, არჩევნების წინ იქნება ნეგატიური ბეგრაუნდი. მაგრამ, ვინც გაიმარჯვებს, ისიც ვერ მოახერხებს, შეინარჩუნოს ისეთი სისუფთავე, რომ საზოგადოებას მის მიმართ კომპრომატები არ დაუგროვდეს.
– ესე იგი არჩევნების წინ კომპრომატების ომი იქნება?
– კი, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც ძალიან სერიოზული კომპრომატები დაიდება, რაც დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. უფრო მეტსაც გეტყვით, 9 ნოემბრის შემდეგ იწყება 9-თვიანი ციკლი და რა შარშიც ეკლესია გაეხვა ცოტა ხნის წინ, ანალოგიური პროცესები განვითარდება ძალოვან სტრუქტურებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროება, არმია – საზოგადოებრივი კრიტიკის დარტყმის ქვეშ აღმოჩდებიან. თუმცა, რა მოხდება, არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსალოდნელია ცვლილებები ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობაში, ისევე, როგორც სისტემაში და ეს 9 თვე გაგრძელდება. მე ვერც წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს ეკლესიაში დაიწყებოდა კრიზისი იმის გამო, რომ მამალაძეს უპოვიდნენ შხამს და ვინმეს მოწამვლაზე იქნებოდა საუბარი. თუმცა, არეულობა რომ იქნებოდა ეკლესიაში, ამას დიდი ხნის წინ ვამბობდი, ისევე, როგორც ჩვენს ტყეებში გაჩენილ ხანძრებზე.
– რა ელოდება ლარის კურსს?
–  არჩევნების წინ ამთავრებს მარსი თავის რეიდს ქალწულის ზოდიაქოში. მარსმა შეიტანა აჟიოტაჟი ლარის კურსში და დაახლოებით, 22 სექტემბრის შემდეგ, ლარის კურსი დასტაბილურდება, მიაღწევს თავის ნიშნულს და რყევები აღარ იქნება მიმდინარე ორი წლის განმავლობაში. რაც შეეხება უძრავ ქონებას, 2018 წლის 18 ნოემბრამდე მოსალოდნელია, არა მხოლოდ ძველ, არამედ ახლადაშენებულ ბინებზეც დაიკლოს ფასმა, რადგან ბაზარზე კონკურენცია მოიმატებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 11 ოქტომბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე იწყება ერთწლიანი პერიოდი, როცა გაჩნდება საქართველოში შანსი, რაღაც დონეზე აღდგეს ურთიერთობები და გაჩნდეს მოწყვეტილი ტერიტორიების, სამაჩაბლოს, აფხაზეთის ერთ სახელმწიფოდ ცხოვრების პერსპექტივა.
– მოსალონდელია სტიქიური უბედურებები?
– ნოებრიდან წინ წამოვა წყლის სტიქია. 2017 წლის ნოემბრიდან მოსალოდნელია საკმაოდ ხშირი წვიმები და მათ შორის, შტორმიც. გაზაფხულზე, აპრილსა და მაისში, მოსალოდნელია წყალდიდობები, თანაც ისეთი, რომ მოსახლეობას შეაწუხებს.
– რა მოვლენებია მოსალოდნელი მსოფლიოში?
– საკმაოდ რთული პერიოდი იწყება უკრაინაში. თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, დაიწყებს დაშლას. რაც შეეხება ევროპას, ტერორისტული აქტები და მუსლიმანური ექსპანსია მოიმატებს 2018 წელს. ამ დროს ევროპაში ჯიჰადის თემა კულმინაციას მიაღწევს, რაც ძალიან შემაშფოთებელია. საქართველოში, ამ მხრივ, საშიშროება არ არსებობს. ამ ეტაპზე ტერორიზმი გამორიცხულია. ევროპა მთლიანად უნდა გამუსლიმანდეს, რომ შემდეგ საქართველოს მოადგეს. თუმცა, ამის საშიშროებაც არ არსებობს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მესამე მსოფლიო ომის პირობებში, რომელიც, ფაქტობრივად, 1999 წელს დაიწყო. მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, გინდა ერაყი ავიღოთ, გინდა ავღანეთი, არაფრით ჩამოუვარდება საომარი მოქმედებების დროს მიღებულ მსხვერპლს. დღეს ეს ომი რელიგიური უპირატესობის ფონზე მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, მესამე მსოფლიო ომი დამთავრდება და დასამარდება რელიგიური უპირატესობის თემაც. ეს არის გლობალიზაცია, რომელსაც ვერაფრით გავექცევით. დედამიწა მაინც ჩამოყალიბდება ერთ სახელმწიფოდ.
скачать dle 11.3