კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 რატომ იყო თეონა დვალის ქორწილი დედამთილის მიერ ორგანიზებული და რატომ აპირებს ის ქართულ ქორწილშიც იგივე საქორწილო კაბის ჩაცმას

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

საოპერო ვარსკვლავი თეონა დვალი იტალიელ ბიზნესმენ ჯაკომო რაკუნიოზე გათხოვდა. თეონას და ჯაკომოს ორი წელია, ერთმანეთი უყვართ. თეონა ამბობს, რომ ოცნების მამაკაცი იპოვა. მათი ქორწილი უკვე დაგეგმილი იყო, როდესაც ჯაკომომ სიურპრიზის სახით დანიშნა. „ქორწილი უკვე დაგეგმილი გვქონდა, როცა ნიშნობა ძალიან რომანტიკულად მოხდა. იმ პერიოდში თბილისში ვიყავი, ვმონაწილეობდი კონსერვატორიის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტში. ჯაკომოც ჩამოვიდა. იმ დღეს, კონცერტი რომ მქონდა, დილით, საუზმეს ვუმზადებდი. უცებ დაიჩოქა და მითხრა: ვიცი, რომ ჩემი ცოლობა გინდა, რადგან მალე ქორწილი გვაქვს, მაგრამ მაინც გკითხავ: ხომ მომყვები ცოლადო. ულამაზესი ბეჭედი გამომიწოდა, რომელსაც არ ვიშორებ. თვალები სულ ცრემლებით მქონდა სავსე“, – გვიამბო „თბილსელებთნ“ საუბრისას თეონამ.
ქორწილი 10 სექტემბერს იტალიაში, ადრიატიკის ზღვაზე, პატარა ქალაქ ნუმანაში გადაიხადეს. ცერემონია გაიმართა რესტორანში, საიდანაც ადრიატიკის პანორამა იშლება. ქორწილში დაახლოებით 120 სტუმარი იყო, მათ შორის, თეონას ორი მეჯვარე – თეონა ბაღდავაძე და გვანცა ჭელიძე, რომელიც ნიუ-იორკიდან სპეციალურად ქორწილისთვის ჩავიდა. ასევე, თეონას ოჯახის წევრები მთელი შემადგენლობით და თეონას კიდევ ერთი ბავშვობის მეგობარი – ნათია ქუფრაშვილი.
თეონა დვალი:
უბედნიერესი ვარ. საოცარი დღე იყო. მე და ჯაკომო ძალიან ვღელავდით. ორივე ძალიან ემოციურები ვართ, ამით ვგავართ ერთმანეთს. გვინდოდა, ყველაფერს ლამაზად ჩაევლო.
ჯაკომომ  საქორწინო კაბაში რომ დამინახა, თვალები გაუბრწყინდა. მე კი, როდესაც ჯაკომოს მივუახლოვდი, ცრემლებით ამევსო თვალები.

  ცერემონია ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან ხელისმოწერაზე მამამ მიმაცილა. ძალიან ღელავდა, მაგრამ არ იმჩნევდა, მე რომ უფრო არ მენერვიულა. სამწუხაროდ, ამინდში არ გაგვიმართლა. მთელი დღე წვიმდა. სადილი სასტუმროს ეზოში იყო ორგანიზებული, ულამაზეს ადგილას, საიდინაც საოცარი ხედი იშლება. მაგრამ, წვიმის გამო არ მოგვეცა საშუალება, სტუმრები პანორამით დამტკბარიყვნენ. ქორწილში ჩემი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, იმყოფებოდნენ ჯაკომოს მშობლები, მეგობრები და ახლო ნათესავები. ძალიან ინტიმურ გარემოში მოხდა ჩვენი ბედნიერების აღნიშვნა.  იყო არაჩვეულებრივი სუფრა, უამრავი კერძით. ძირითადი აქცენტი ზღვის პროდუქტებზე იყო გაკეთებული. ტორტი იტალიაში ცნობილმა, ისტორიულმა საკონდიტრომ დაგვიმზადა. კაბა „პრონოვიას“ 2018 წლის კოლექციიდანაა. ქორწილის ორგანიზებაში დედამთილი დამეხმარა, ბოლომდე მივენდე, რადგან მან უკეთ იცის, იტალიური ქორწილისთვის რა იყო საჭირო. ჯაკომოსა და ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

    იმედი მაქვს, რომ თბილისის ქორწილში, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართება, ამინდი
ხელს არ შეგვიშლის. თბილისის ქორწილი ბევრად მასშტაბური იქნება. გვეყოლება 250 სტუმარი, მათ შორის, ბევრი საესტრადო და საოპერო ჟანრის მომღერალი. იტალიურ ქორწილში ერთი სიმღერა შევასრულე ჯაკომოს მეგობარ მეცოსოპრანოსთან ერთად. თბილისის ქორწილში კი ბევრს ვიმღერებ. იტალიიდან ჩამოდიან ჯაკომოს მეგობრები, მეჯვარე და მშობლები. დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის დაუვიწყარი დღე იქნება. სანამ ამ საქორწინო კაბას ვიყიდდი, ვფიქრობდი, რომ თბილისის ქორწილში სხვა კაბას ჩავიცვამდი, რომელიც განსხვავებული სტილის იქნებოდა. მაგრამ, ეს კაბა რომ ვიყიდე, მივხვდი, იმდენად ჩემია და საოცარი, ისევ ამას ჩავიცვამ. მეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, ეს საქორწინო კაბა მეორედ ჩავიცვა და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ.  თაფლობის თვე ნიუ-იორკში და კარიბის ზღვის რომელიმე კუნძულზე გვექნება.

скачать dle 11.3