№38 ბრძნული აზრები
ემერსონი: დღეს ცოტას გაცემას, უმრავლესობა ბევრის დაპირებას ამჯობინებს.
დიდრო: ზოგჯერ ჯილდოზე უარის თქმა, მეტ ჯილდოს იმსახურებს.
კლიუჩევსკი: დღევანდელი ბავშვები ხვალ უომრად დაეუფლებიან მსოფლიოს.
ვოლტერი: საოცარია, ყველაფერი მომავლისკენ მიისწრაფის და წარსულში ხვდება.
ჰემინგუეი: სოციალურ გადატრიალებას ახდენენ შიმშილით უკმაყოფილონი, რათა სათავეში მოიყვანონ ძალაუფლებით დაუკმაყოფილებელნი.
პოლ ვალერი: კაცი, რომელსაც ერთხელაც არ უცდია დამსგავსებოდა ღმერთს, უფრო პატარაა, ვიდრე კაცი.
მონტენი: კარგად მოწყობილი ტვინი უფრო მეტის ღირსია, ვიდრე კარგად ავსებული.
ფილდინგი: სიკეთის ნიჭი ხალხშია და ის ყველამ უნდა გამოიყენოს.
ბოკლი: თანხმობითაც შეიძლება, მბრძანებლობდე ადამიანზე.
ბუასტი: გონებამახვილი ადამიანი საუბრით არასდროს დაგღლის.
გოეთე: გაცილებით იოლია, იპოვო შეცდომა, ვიდრე ჭეშმარიტება.
ფულერი: მრისხანებას ჭეშმარიტება გაურბის.
არისტოტელე: სიღარიბე შფოთისა და დანაშაულის კერაა.
ჰერაკლიტე: თვითნებობა ხანძარზე სწრაფად ჩასაქრობია.
ევრიპიდე: სიკვდილი ცოდვის წინააღმდეგ შეიქმნა, რათა ბოროტება არ იყოს უკვდავი.
გრიგოლ ნოსელი: ქრისტიანობა ნიშნავს, მიბაძო ღმერთს.
სუნ ძი: რაც უფრო გენიალურია თქვენი გეგმა, მით უფრო ცოტა მხარდამჭერი გეყოლებათ.
სტენდალი: უპასუხისმგებლო ადამიანების თავისუფლებას ბოროტება მოაქვს.
იოანე ოქროპირი: ნუ იტირებ გარდაცვლილზე, ცოდვაში მცხოვრები იგლოვე.
სანდი: სიცოცხლის აზრი ისაა, რასაც ჩვენ ვაძლევთ მას.
კვიპრიანე: კანონმდებლები ქმრები იყვნენ, ამიტომაც კანონი ცოლების წინააღმდეგ არის მიმართული.
მოლიერი: ქალს შეუძლია, გარეგნული ნაკლი კეთილშობილებით გაანეიტრალოს.