კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა ვარგისი პროდუქცია სიცოცხლისთვის საშიში საკვებისგან და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ მოტყუებული არ დარჩეთ

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

სუპერმარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში, ყველგან იყიდება ეგრეთ წოდებული „ნახევარფაბრიკატები“, რომელსაც მოსახლეობა ყოველდღიურად ყიდულობს და სამზარეულოში საქმეს იიოლებს. ფაქტია, სწრაფად მოსამზადებელი საკვები, საქმეს გვიიოლებს, მაგრამ რამდენად დაცულია მისი შენახვის პირობები, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის თუ არა და რა პირობებში ხდება მათი დამზადება თუ რეალიზება, ეს სხვა თემაა. უფრო სწორად, თემა, რომელიც საკმაოდ გასათვალისწინებელი და ყურადღება მისაქცევია. ამ თემებთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს, ქალბატონ მადონა კოიძეს, რომელმაც საკმაოდ დასაფიქრებელი ინფორმაცია მოგვაწოდა. ასე რომ, სანამ გაყინულ, კომბოსტოში გახვეულ ფარშს ანუ ტოლმას, გუფთებს, პაკეტებში დაფასოებულ თევზის სტეიკებს, პელმენებს, კატლეტებს თუ ხინკალს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
მადონა კოიძე:
როცა ნახევარფაბრიკატებზე ვსაუბრობთ, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ხშირად მოიხმარს, ყველა დამამზადებელ ფირმას ერთ ჭრილში ვერ განვიხილავთ. არსებობენ კეთილსინდისიერი  ბიზნესოპერატორები, რომლებიც ყველა ნორმისა და სტანდარტის დაცვით ამზადებენ პროდუქციას. ასევე, ადევნებენ თვალს და ყურადღებას აქცევენ დისტრიბუციას და რა პირობებში იყიდება მათი პროდუქცია. სამწუხაროდ, ყველა ასე არ იქცევა და არიან არაკეთილსინდისიერი ოპერატორებიც, რომლებსაც არ აქვთ დაცული ელემენტარული სანიტარული პირობები და საეჭვო ნედლეულისგან ამზადებენ პროდუქციას, რომელიც ყველა ჩვენგანის სამზარეულოში ხვდება და ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. ანუ, ბაზარზეა, როგორც კარგი, ისე ცუდი პროდუქცია, ამიტომ ერთ ჭრილში ყველას ვერ განვიხილავთ.
– ჩვენ, მომხმარებელმა, როგორ გავარჩიოთ ეს და რას მივაქციოთ ყურადღება, რომ მოტყუებული არ დავრჩეთ და სიცოცხლეს საფრთხე არ შევუქმნათ?
– როცა ნახევარფაბრიკატებს ყიდულობთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება არა  მარტო ვადას, არამედ, წაიკითხეთ: რა ტემპერატურულ რეჟიმზე შენახვის პირობა აწერია პროდუქტს, რა პირობებში უნდა ინახებოდეს და სადაც არის განთავსებული – შეესაბამება თუ არა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. მაგალითად, შეიძლება, აწერია პროდუქტს, რომ ის უნდა ინახებოდეს მინუს 20 გრადუს ტემპერატურაზე და შენახვის ვადა განისაზღვრება 1 თვით. ამ დროს პროდუქტი ინახებოდეს მინუს 5 გრადუსზე და შესაბამისად, მისი შენახვის ვადა, არ შეესაბამება სტანდარტს. ასევე, უნდა მიაქციოთ აუცილებლად ყურადღება, არის თუ არა პროდუქცია ჰერმეტულად შეფუთული. სამწუხაროდ, პროდუქციის გაიაფების თვალსაზრისით, მაგალითად: ხინკალი, გუფთა, ტოლმა, რომელიც გაყიდვადია და დაფასოებულია 5 ან 10-კილოგრამიან პოლიეთილენის ტომრებში, ზოგ შემთხვევაში, არ ინახება დაცული ნორმით. ასევე, გამყიდველი ხშირად მას შიშველი ხელით იღებს და ისე აწვდის, მომხმარებელს. ამ შემხვევაში ხდება მისი დაბინძურება. მყიდველმა უნდა მიაქციოს ყურადღება, მაცივარში, გარდა ნახევარფაბრიკატებისა, არის თუ არა სხვა პროდუქტიც. ხშირად მინახავს ნახევარფაბრიკატებთან ერთად მოთავსებული ქათმის გაყინული ბარკლები, რაც ყოვლად დაუშვებელია. მიკრობიოლოგიურად, შესაძლოა, ეს პროდუქტი მაცივარშივე დაბინძურდეს და არასახარბიელო შედეგი მივიღოთ მისი მოხმარებით.
– კონკრეტულად, რა შედეგს გულისხმობთ?
– შესაძლოა, არასათანადო შენახვის პირობების გამო, ნახევარფაბრიკატები ისეთი დაბინძურებული იყოს, რომ მისი მოხარშვის ან შეწვის მერეც კი, კვებითი ინტოქსიკაცია მოხდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებს კვებითი ინტოქსიკაციის რიცხვს, რაც საგანგაშოა. მე ამას გარევაჭრობასაც ვაბრალებ, თუმცა თბილისში, ეს ნაწილობრივ მოგვარდა.
– როგორც ვიცი, შერეული ფარშის მოხმარების ვადა არის 24 საათი. რამდენად, შესაძლებელია მსგავსი მასის შეფუთვა ბოსტნეულში, მაგალითად, კომბოსტოში, შეკაზმვა სუნელებით ან მწვანილით, ბრინჯის დამატება და მისი თვეობით მაღაზიაში დადება და გაყიდვა. ეს საშიში არ არის? ასევე, როცა მაღაზიის მეპატრონეები, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ღამის საათებში მაცივრებს რთავენ, მეორე დღეს კი კვლავ ყინავენ.
– გააჩნია ტექნოლოგიას. კიდევ ვამბობ, თუ ის მინუს 20 გრადუსზე ინახება, ყველა წესის დაცვით, მაშინ უსაფრთხოა. მაგრამ, აუცილებელია, პროდუქტზე ცდები ჩატარდეს და ლაბორატორიულად დადასტურდეს მისი შენახვის ვადა. ბიზნესოპერატორს მოეხალისა და თავის პროდუქციას გარკევული ვადა დააწერა, ასე არ შეიძლება. ეს ლაბორატორიულად უნდა იყოს დამტკიცებული, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. ასე რომ, ბოსტნეულშია თუ არა გახვეული ფარში ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის უნდა ინახებოდეს, გარკვეულ ტემპერატურაზე, რაც მის შენახვის ვადაზეა მითითებული. შეიძლება, ერთწლიანი ვადა იყოს მითითებული ეტიკეტზე, მაგრამ პროდუქტი ერთ თვეში გაფუჭდეს. მეც მომხმარებელი ვარ და მხვდება დარღვევები. მაგრამ, განსხვავება ისაა, რომ მე ამაზე ხმამაღლა ვლაპარაკობ და ვიყენებ მომხმარებლის უფლებას, დავაფიქსირო ჩემი პრეტენზია. სახელმწიფო კი ვალდებულია, მოისმინოს ეს პრეტენზია და შესაბამისი რეაქცია მოახდინოს.
– თქვენ, როგორც სპერციალისტი, ამას ამჩნევთ, მაგრამ ჩვენ როგორ მივხვდეთ, რომ თევზი, რომელიც პოლიეთილენის პაკეტშია დაფასოებული და შიგნით ყინული აქვს მოდებული, უსაფრთხოა?
– გაყინულ პროდუქციაში წყლის დაშვებული ნორმა არსებობს და ამის შემოწმებაც უნდა ხდებოდეს. მაგრამ, ასეთი ნორმა დღეს არ მოქმედებს. რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ეკონომიკური ზარალი, რომელსაც განიცდის მომხმარებელი, როცა 2 კილოგრამ პროდუქციას ყიდულობს და აქედან 50-60 პროცენტი წყალია. რასაკვირველია, თევზი პოლიეთილენის პაკეტშია მოთავსებული ვაკუუმშია და წყლის შეღწევა მასში ვერ ხდება. დამამზადებლის ხრიკია ეს მომხმარებლის წონაში მოსატყუებლად. როცა ასეთ დაფასოებულ თევზს ან ნებისმიერ პროდუქტს შიგნით ყინული აქვს მოდებული, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ის ბიოლოგიურად ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყოს, მაგრამ, წონაში კი მოგატყუებენ.
– ძირითადად, რომელ პროდუქციაზე იყო ყველაზე დიდი პრეტენზია მომხმარებლის მხრიდან?
– ხშირად მომხმარებელი ჩივის ვადაგასულ პროდუქციაზე, რომელსაც ის მაღაზიებში ყიდულობს. არის შემთხვევა, როცა ტემპერატურის ცვალებადობის გამო ზიანდება პროდუქტი. ანუ, მაცივარი გამოირთო, შემდეგ კვლავ ჩაირთო, პროდუქტი გალღვა და შემდეგ კვლავ გაიყინა. ხელმეორედ პროდუქციის გაყინვა და შემდეგ მისი გაყიდვა, ყოვლად დაუშვებელია. ამ დროს მასში მიკრობები სწრაფად იზრდება და მრავლდება. ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობაზე ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან და რა თქმა უნდა, ასეთი დაბინძურებული პროდუქციის ჭამა, ჯანმრთელობისთვის საშიშია. არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს მხოლოდ მაღაზიაშია ეს პრობლემა. აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ ხდება პროდუქციის დამზადება, დისტრიბუცია და ასე შემდეგ. თუ პროდუქციის დისტრიბუცია არ ხდება საყინულეთი და მანქანის საბარგულით გადააქვთ, მაღაზიაში ის უკვე დაბინძურებული შედის. საზოგადოებაში ბევრს აწუხებს ეს პრობლემა და კითხვები. მომხმარებელი პრეტენზიას ყოველდღე მაწვდის და ვცდილობ, პრობლემაზე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვიმუშავო. გარდა ნახევარფაბრიკატებისა, ხშირია დარღვევა რძის პროდუქტებშიც. იყო შემთხვევა, ცნობილ მაღაზიათა ქსელში დაფასოებულ ბურღულეულში ჭიები აღმოჩნდა. ერთ მაღაზიაში კი, თავად ვიყიდე ხინკალი და რომ გავხსენი, შიგნით გადაზელილი მასა დამხვდა. ხშირია პურპროდუქტებში რკინის ნატეხებისა და გაურკვეველი ნივთების აღმოჩენა. ევროპაში, პურში ბრილიანტის ბეჭედი აღმოაჩინა მომხმარებელმა, მაგრამ ის ნამდვილად არ დაზარალებულა (იცინის). მაგრამ, ასეთი ბედნიერებისგან ქართველი მომხმარებელი დაზღვეულია. მეც ვყიდულობ, რასაკვირველია, ნახევარფაბრიკატებს მაღაზიებში, მაგრამ, როგორც დიასახლისი, ყველას ვურჩევ, ოჯახის წევრებს კატლეტიც, ტოლმაც და ხინკალიც სახლში მოუმზადონ.
скачать dle 11.3