კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ გრძელდება ილო ბეროშვილისა და იტალიელი გოგონას ურთიერთობა, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა და რატომ არიან შვილები მისი დაქორწინების წინააღმდეგნი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ილო ბეროშვილის პირად ცხოვრებაში დიდი ხანია, არანაირი სიახლე არ ყოფილა. თუმცა, ახლა მის თავს მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. ილომ წელს „ჯეოსელთან“ ერთად ევროპაში იმოგზაურა და იტალიელი გოგონაც ერთი ნახვით შეუყვარდა. ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმ გოგოს გულის მოსაგებად და ფიქრობს, მასზე დაქორწინდეს.
ილო ბეროშვილი:
ზაფხულში ყველა ისვენებს, მე, ძირითადად, ყოველ ზაფხულს ვმუშაობ. გადავიღეთ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის რამდენიმე სერია. „ჯეოსელში“ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა პროექტი „ქამ ბექ“ – „დაბრუნება“  –  კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს და „ჯეოსელთან“ ერთად ვიყავი ევროპაში. ბევრს  მოენატრა – ხშირად ქუჩაშიც მეკითხებოდნენ, როდის დაბრუნდება კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობსო.  არ მეგონა, თუ „ვაი-ფაის“ ასეთი პრობლემა იქნებოდა ევროპაში. აქ რომ შეხვალ და დაჯდები კაფეში, ყველგან შეგიძლია, ისარგებლო, იქ არ არის ასე, კატასტროფული სიტუაციაა. ვიყავით სამ ქალაქში – პარიზში, ბერლინსა და მილანში ორი დღე. გარდა ამისა, სახალისო ვიდეოებიც გავაკეთეთ.
– ყველაზე მეტად სად მოგეწონა?
– ვიტყოდი, რომ პარიზი ყველაზე მეტად ჩემია, ვგრძნობდი პარიზს. გავგიჟდი, ფრანგი გოგონები ისე მომეწონა. ყველა მოვლილი, დახვეწილი, გაწონასწორებულია...  ბერლინიც ძალიან მაგარია და ჩემთან ახლოსაა. ნიუ-იორკის მერე, არ მეგონა, თუ რამე ასე მომეწონებოდა. ბერლინში გავოცდი, იმდენად გაწონასწორებული და მშვიდი ხალხია. ერთხელ, ავტობუსში ცოტა დაღლილი ვიყავი და გაჩუმებული ვიჯექი. ისეთი სიმშვიდე იყო, მაშინ მივხვდი, რა გიჟები და ხმაურიანები ვართ. იტალიაში ყველა ხმაურობს. ჩვენსავით, მაგიდას შეატყუპებენ კაფეში და ერთობიან, ყველაფრით გვგვანან. მილანში მეგონა, თბილისში ვიყავი. შოპინგისა და ფეხბურთის ქალაქია. ორივე ძალიან გვიყვარს ქართველებს.  იტალიაში, ქუჩებში რომ დავდიოდი, რამდენიმეჯერ დავიძახე – კალაძე და აღმოჩნდა, ყველა იცნობს. ბერლინი კი, ძალიან წყნარი და ორგანიზებული ქალაქია.
– „ჯეოსელის“ ვიდეორგოლებში ისეთი  ხარ, როგორიც ცხოვრებაში. წინასწარ იყო ეს ყველაფერი დადგმული?
– ვიდეოში ყველაფერი იმპროვიზაციაა, არაფერი არ დაწერილა, გავიდოდით, კამერით დავდიოდით და რაც თავში მომივიდოდა, იმას ვაკეთებდი. ვიღებდით და მერე ვარჩევდით.  კაცი იყო ძაღლთან ერთად, მივედი და მეც ამ ძაღლთან ერთად, დუეტში ვყეფდი. ის კაციც როკენროლს უკრავდა.
– პირად ცხოვრებაში არის რაიმე სიახლე?
– კი. ჩემს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა. შეყვარებული ვარ იტალიელ გოგონაზე. ეს მოგზაურობა იმით აღმოჩნდა კიდევ მნიშვნელოვანი, რომ მილანში, კაფედან გამოვედი და გავიცანი გოგონა, რომელიც უცნაური აქცენტით საუბრობდა. ისე ტკბილად ჟღერდა მისი ხმა, გავიგონე თუ არა, შემიყვარდა. გარეგნობითაც მოვიხიბლე, ძალიან საყვარელი გოგოა. თან, იტალიელები და ქართველები ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ორივე ხმაურიანები ვართ და ერთმანეთის გაგება არ გაგვიჭირდება. მეც ხომ ვიცი, ცოტა იტალიური. პირველ დღესვე ექვსი საათი გავატარეთ ერთად. არც კი მიკითხავს, სად მუშაობს, რას აკეთებს, რას საქმიანობს, იმდენად დატყვევებული ვიყავი მისით. ასეთი რამ ვერ წარმომედგინა, მაგრამ ეს იყო, ერთი ნახვით შეყვარება.
– ერთი ნახვით შეყვარება ცოტა დაუჯერებელია. რით მოგხიბლა ასე უცებ?
– 4-5 წლის ვიქნებოდი, ყბაყურა მქონდა და დიღმის საავადმყოფოში ვიწექი. პალატაში მეორე ბავშვიც შემოიყვანეს ყბაყურით. ყბაყურიანები ერთმანეთს ვუყურებდით და ვიღიმოდით. მაშინ ეს მეგონა ერთი ნახვით შეყვარება. ვერ წარმომიდგენია, გოგო ჩემ გვერდით, კეთილი რომ არ იყოს. ჩემთვის უმთავრესია, როცა გოგონა ძალიან კეთილია და ამას, იუმორის გრძნობაც ემატება. ეს მის გონიერებაზე მეტყველებს. მიყვარს თვითმყოფადი გოგონები, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით – შეიძლება, მცდარი, მაგრამ საკუთარი აზრი რომ აქვთ. გარეგნობაშიც მაქვს ჩემი კრიტერიუმები – კარგი ტანი უნდა ჰქონდეს, კარგი თმა, კანი, კბილები, მიხვრა-მოხვრაც. იქაც, ვისაც ვეუბნებოდი, არავინ მიჯერებდა. საერთოდ, როგორაა, იცი? რომ მკითხავენ, როგორ ხარო და ვუპასუხებ – კარგად ან ცუდად-მეთქი, მაგაზეც კი ეცინებათ და ამაზე – მით უმეტეს. მეც ვერ წარმომედგინა აქამდე, ერთი ნახვით თუ შემიყვარდებოდა ვინმე, მაგრამ ფაქტია, მიყვარს.
– როგორ წარიმართა თქვენი ურთიერთობა. მასაც უყვარხარ?
– მასაც თითქოს არ სჯერა ერთი ნახვით შეყვარების. მითხრა, რომ თავიდან ცოტა უნდობლად იყო განწყობილი.  ჩათვალა, ისეთი ბიჭი ვიყავი, ყველას რომ „კერავს“. მერე გაიგო, რომ მსახიობი ვარ და მითხრა, მივხვდი, მსახიობი რომ იქნებოდიო. მეც მერე გავიგე, რომ ექიმია, სულ დაკავებულია და თავისუფალი დრო არ აქვს, რომ ხშირად შემოვიდეს „ფეისბუქზე“. მაგრამ, როცა შემოდის, ვკონტაქტობთ. მე რომ წამოვედი, მილანში დარჩა ჩემი მეგობარი. მან იმ გოგოს ქალაქში, რომელიც მილანიდან შორსაა, ყვავილები ჩაუტანა და უთხრა, ეს ილოსგანო. ასაკის მატებასთან ერთად, ვხვდები, რომ უნდა გაუფრთხილდე ურთიერთობას – უნდა მორწყა ყოველდღიურად. შენ შეიძლება, გეგონოს, ისედაც ხომ მიყვარს, რაღა საჭიროა რაღაცებიო. მაგრამ, აუცილებელია, ადამიანს შეახსენო, თუ როგორ გიყვარს, როგორი ძვირფასია შენთვის. ყოველდღე თუ არა, როგორც მინიმუმ, ოდნავ მაინც თუ გაგიჩნდება სურვილი, რაღაც თბილი უთხრა, ეს უნდა გააკეთო. ახალ წელს ვაპირებ, სიურპრიზი გავუკეთო და ჩავიდე. ვინ იცის, იქნებ უკან მასთან ერთად დავბრუნდე. არ ვიცი, ვუყვარვარ თუ არა, მაგრამ ის ისეთი კეთილია, ყველა უყვარს. ცოტა უნდობლად არის ისიც განწყობილი ჩემ მიმართ, მაგრამ ვეცდები, მასაც შევუყვარდე. უბრალოდ, ერთი პრობლემაა, მისი „ყოფილი“ ექიმია, რომელიც მასთან ერთად მუშაობს და ხომ შეიძლება, შერიგდნენ. იტალიელებს ფეხბურთში ვერ ვუგებთ, მაგრამ მაგ გოგოს გულის მოგებაში აუცილებლად მოვუგებ. თუ, არადა, ბოლოს  და ბოლოს, დუელში გამოვიწვევ და იქ მაინც დავამარცხებ.
– აქამდე უცხოელ ცოლზე გიფიქრია?
– კი. სულ ვფიქრობდი, რომ ჩემი ცოლი უცხოელი იქნებოდა, უფრო ფრანგი მეგონა ჩემი შესაფერისი – მე რომანტიკული ტიპი ვარ. თუმცა, აღმოჩნდა რომ იტალიელია. ოჯახის წევრებისთვის არ მითქვამს. დედაჩემი და მამაჩემი ინტერვიუდან შეიტყობენ პირველად ამ ამბავს. არ ვიცი, როგორ წარიმართება ურთიერთობა, მაგრამ აუცილებლად მოვიყვან ცოლად, თუ ყველაფერი კარგად იქნება. მართლია, ჩემს შვილებს საერთოდ არ უნდათ ცოლი რომ მოვიყვანო. მაგრამ, ის იმდენად კეთილი გოგოა, დარწმუნებული ვარ, მოეწონებათ.
скачать dle 11.3