№38 მუცლიდან ზედმეტი ცხიმის მოსაცილებელი დიეტა
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
თუ გინდათ, მუცლის არედან ზედმეტი ცხიმი მოიცილოთ და ერთ კვირაში, ბრტყელი მუცელი გქონდეთ, იმავდროულად, 4 კილოგრამი მოიკლოთ წონაში, მაშინ ეს დიეტა თქვენთვისაა განკუთვნილი. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ დიეტის განმავლობაში, დღეში 5-ჯერ გააკეთეთ მუცლის პრესის ვარჯიშები.
უზმოზე:
1 ჭიქა წყალი.
საუზმე:
ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი, ერთი გრეიპფრუტი და ერთი ცალი კივი.
ლანჩი:
ბოსტნეულის წვნიანი.
სადილი:
250 გრამი ქათმის ფილე, ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი:
250 გრამი ხბოს ხორცი გრილზე მომზადებული, ერთი ცალი გრეიპფრუტი და ერთი ცალი კივი.