კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 იქნებით კარგი მშობელი?

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

 ყველას წარმოუდგენია საკუთარი თავი მშობლის ამპლუაში და დარწმუნებულია, რომ შესანიშნავი მშობელი იქნება. თუმცა, რეალობა სხვანაირია ხოლმე, რასაც უარყოფითი შედეგები მოსდევს. ამ ტესტით შეამოწმებთ თქვენში არსებულ მშობლის პოტენციალს. კითხვებზე პასუხისას იყავით გულახდილი.
1. თქვენი აზრით, რა არის მთავარი მშობლის მოვალეობებში?
ა) ურთიერთობა და დროის შვილთან გატარება, სეირნობა, კომუნიკაცია;
ბ) შვილის ყველაფრით უზრუნველყოფა;
გ) მოვლა და აღზრდა წესების მიხედვით.
2. უკვე წამოზრდილ ბავშვთან შესაძლებელია:
ა) მოგზაურობა, კინოში წასვლა, სერიოზული თამაშები;
ბ) დამოუკიდებლობის განვითარება;
გ) ურთიერთობა, როგორც თანატოლთან.
3. კარგი მშობელი ვალდებულია:
ა) ბავშვთან შეინარჩუნოს სიმშვიდე და ჰქონდეს იუმორის კარგი გრძნობა;
ბ) იყოს შვილთან მკაცრი;
გ) მხოლოდ და მხოლოდ შვილია ვალდებული, შეასრულოს მშობლის მოთხოვნები.
4. შვილის აღზრდით, ძირითადად, დაკავებული უნდა იყოს:
ა) ძიძა ან ბებია;
ბ) საგანგებოდ მომზადებული ადამიანი;
გ) რა თქმა უნდა, მშობლები (მხოლოდ და მხოლოდ).
5. უნდა ელაპარაკო თუ არა შვილს საკუთარ ბავშვობაზე:
ა) რა თქმა უნდა – მხოლოდ პოზიტიურ მოგონებებზე;
ბ) არც ისე აუცილებელია, გააჩნია, ურთიერთობას;
გ) ზოგჯერ, რატომაც არა.
6. როგორ იქცევით, როცა თქვენ გვერდით ბავშვი ტირის, ჭირვეულობს...
ა) ვიბნევი, არ ვიცი, რა გავაკეთო, დისკომფორტიც მაქვს;
ბ) ვავლენ უკმაყოფილებას ასეთი ბავშვის მიმართ;
გ) ვცდილობ, დავამშვიდო და გავამხიარულო.
7. როგორი რეაქცია გექნებათ, თუ უცებ აღმოაჩენთ, რომ მშობელი ხდებით:
ა) არ ვიცი, ძალიან დავიბნევი;
გ) დამამშვიდებლებს დავლევ;
გ) ძალიან გამიხარდება.
ნახეთ შედეგები:
თუ პასუხების უმეტესობა არის „ა“: თქვენც დიდი ბავშვი ხართ. ჯერ მშობლობისთვის მზად არ ხართ. შინაგანად ვერ ჩამოყალიბდით, ვერ გაიზარდეთ. ცოტა გეშინიათ კიდეც. ფიქრობთ, რომ თავს ვერ გაართმევთ. არ გაწყენთ, თუკი თქვენი მეგობრებისგან, რომლებსაც უკვე ჰყავთ ბავშვები, რჩევებს მიიღებთ და მათ პატარებთანაც გექნებათ კომუნიკაცია.
როცა პასუხების უმეტესობა არის „ბ“: თქვენ შეჩვეული ხართ მბრძანებლობას. გიყვართ, როცა უსიტყვოდ გემორჩილებიან. ბავშვთან ასე მოქცევა არ გამოგადგებათ. ამიტომაც, უკვე დაიწყეთ საკუთარ თავთან მუშაობა. უმჯობესია, შვილთან გქონდეთ ავტორიტეტი და გაკავშირებდეთ მეგობრობა. მაშინ იდეალური მშობელი იქნებით.
თუ პასუხების უმეტესობა არის „გ“: შესანიშნავი მშობელი იქნებით. შვილს ნამდვილად გაუგებთ. არასდროს გიღალატებთ ტაქტი და შინაგანი ინტუაცია მასთან ურთიერთობისას. მოთმინებაც გეყოფათ. შვილის ყოლისთვის მზად ხართ.
скачать dle 11.3