№38 რომელი საქციელი გიბრუნდებათ უკან, დასჯის სახით
ყველას მოსდის ცხოვრებაში შეცდომები, რომლის შედეგებსაც მომავალში იმკის. ამ შეცდომებს ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი, უნებლიეთ ჩავდივართ და ამის სათავე, ხშირად ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან მომდინარეობს. სამწუხაროდ, კოსმოსი არ გვაპატიებს შეცდომებს და არ არის გამორიცხული, სამყაროდან პასუხი ცუდ საქციელზე.
ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულს ყოველთვის უკან უბრუნდება უტაქტობა და უხეშობა, რომელსაც ის, არც თუ იშვიათად და დაუფიქრებლად ავლენს სხვების მიმართ. ეს კი, მომავალში, არაერთ პრობლემას უქმნის.
კურო - მიაჩნია, რომ საუკეთესო მეორე ნახევარი, პარტნიორი და ოჯახის წევრია და არაფრის შეცვლა არ სჭირდება. ხშირად, ამის გამო კონფლიქტურ სიტუაციებშიც ხვდება და შესაბამისად, გული სტკივა სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემების გამო.
ტყუპები - ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები იშვიათად აფასებენ საყვარელი ადამიანების ზრუნვას, სჩვევიათ უხეშობა და რეალობის არასწორად აღქმა. ამიტომ, უმეტესობას მომავალში, მთელი რიგი ბარიერების მარტო გადალახვა უწევს.
კირჩხიბი - უყვარს მანიპულირება და შემოვლითი გზით სხვების მართვა, რომელიც ბუმერანგის პრინციპით, ოჯახის წევრების მხრიდან, უმადურობის სახით უბრუნდება. ხშირად, არც საყვარელ ადამიანთან არიან სამართლიანები და ამას სამყარო მომავალში, სწორედ სიყვარულში დაუბრუნებს ცუდად.
ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ეგოიზმი და სიამაყე ახასიათებთ. მას ტანჯავს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი. ეს კი, მომავალში ბევრ წინააღმეგობასა და პრობლემას უქმნის როგორც პირად, ასევე პროფესიულ სარბიელზე. ხშირად კი, არაკეთილსინდისიერი მეგობრებითა და ღალატით ისჯება.
ქალწული - ადამიანებში მუდმივად ცუდს ეძებს და უყვარს კრიტიკა. ეს თვისება განაწყობს მას, იყოს ყოველთვის ჩასაფრებულის პოზიციაში და გარშემო მყოფებისგანაც აწმყოსა და მომავალში, იმავეს იზიდავს.
სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული, იშვიათად ცხოვრობს გეგმაზომიერად, მაქსიმალურად ცდილობს, გასცდეს ჩარჩოებს. ამიტომ, მის ცხოვრებაში ხშირია ფინანსური პრობლემები და ადამიანებისგან ფეხის დადება პროფესიულ სარბიელზე.
მორიელი - ხშირად ისჯება ღალატით იმის გამო, რომ წარსულში, იმ ადამიანების გრძნობებით მანიპულირებდა, ვისაც ნამდვილად უყვარდა. ამის გამო, პირად ცხოვრებაში, მუდმივად პრობლემები და წინაღობები ხვდება.
მშვილდოსანი - ბუნებით მორალისტი, ხშირად აკრიტიკებს სხვას იმის გამო, რასაც თვითონაც სჩადის. ამიტომ, ის ამის გამო წვრილმანი პრობლემებით ისჯება ხოლმე.
თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული, გადამეტებული სერიოზულობისა და სნობიზმის გამო, ხშირად ვარდება საჩოთირო და გამოუვალ სიტუაციაში. უყვარს სხვებზე საუბარი, მათი ოჯახური ამბების გარჩევა და მათ საქმეებში ცხვირის ჩაყოფა, რაც მომავალში საკუთარ თავზე უხდება.
მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს, სხვების მართვა უყვარს, თუმცა, ამას შეფარვითა და დიპლომატიურად ახერხებს. ამის გამო, ის მომავალში ხშირად ისჯება მეგობრების მხრიდან იგივე ქმედებებით.
თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, თვითონვე სჯიან საკუთარ თავს, ცხოვრების არარეალურად აღქმითა და ილუზიებით. ხშირად, ეშინიათ თვალი გაუსწორონ ცხოვრებას და ამის გამო, მათ არასერიოზულად აღიქვამენ გარშემო მყოფები. ეს კი მომავალში, მათ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერულ წარმატების მიღწევაში უშლის ხელს.