კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 „ახალი სუნთქვა“ ურთიერთობაში

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ურთიერთობაში კრიზისი საკმაოდ ბევრი წყვილის პრობლემაა. როცა ცოლ-ქმარი დიდხანს ცხოვრობს ერთად, გრძნობები ცივდება. ყოფითი პრობლემები ახუნებს ვნებას, ქრება ექსტრიმი, რომელიც მათ ცხოვრებას საინტერესოს, მიმზიდველს ხდიდა. უფრო ხშირად ქალები ფიქრობენ იმ მშვენიერ წარსულზე, როცა ქმარს პაემანზე ხვდებოდნენ  და მის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობდნენ. გულს ნუ გაიტეხთ, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია. ჩვენ გასწავლით, ეს როგორ გააკეთოთ.
1. მარტივი და აპრობირებული მეთოდია, ერთად გაისეირნოთ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ. ჩაი დალიეთ პატარა, მყუდრო კაფეში. ისაუბრეთ სასიამოვნო თემებზე (არა პრობლემებზე).
2. ჩართეთ თქვენს ყოველდღიურობაში სულ ცოტა რომანტიკა. ეს შესაძლებელია და განსაკუთრებული ძალისხმევაც არ სჭირდება. მთავარია სურვილი და ფანტაზია, გაიხსენეთ რა მოსწონდა თქვენს მეუღლეს შეყვარებულობის პერიოდში და გააცოცხლეთ ის სიტუაცია.
3. სანამ ჯერ კიდევ თბილი დღეებია, წადით პიკნიკზე. შეგიძლიათ, ბავშვებიც წაიყვანოთ და თავი ისეთი გასართობით შეიქციოთ, რომელიც ყველას გაგახალისებთ.
4. თუ თქვენი შვილები უკვე გაიზარდნენ, შეგიძლიათ, ერთი უიქენდი სადმე, ქალაქგარეთ, სასტუმროში გაატაროთ. ცოტა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
5. ჩაიდინეთ ერთმანეთისთვის პატარ-პატარა გმირობები. მაგალითად, მამაკაცს შეუძლია, ცოლს სახლი დალაგებული, ჭურჭელი კი გარეცხილი დაახვედროს. ცოლმა კი მეუღლე კულინარიული შედევრით გააკვირვოს. გახსოვდეთ – ამ კეთილშობილურ საქმეში დახარჯული ნებისმიერი თანხა გამართლებულია.

არაჩვეულებრივი
 პაემანი


პაემანი მნიშვნელოვანია ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში. ის გადაწყვეტს მათი მომავალი ურთიერთობის ბედს. ხშირად არც ფანტაზია გვყოფნის, არც ორიგინალური იდეა გვიჩნდება, რომ საყვარელ ადამიანთან პაემანი არაჩვეულებრივი იყოს.
მაგალითად:
* პაემანი ბუნებაში – არაფერია იმაზე რომანტიკული, ვიდრე მდინარეზე ნავით გასეირნება. თუ არასდროს გიფიქრიათ ამაზე, გირჩევთ, სცადოთ. ამის ალტერნატივაა აგარაკი ქალაქგარეთ, სადაც არის მდინარე ან ტბა. ბუნება ადამიანებში ყოველთვის დადებით ემოციებს აღძრავს.
* ვახშამი ისე, რომ თან მზის ჩასვლას უყურებდეთ. წარმოიდგინეთ, წითლად შეფერილი ჰორიზონტი, შამპანური, ხილის სალათა. მთავარია, დრო სწორად შეარჩიოთ და ზუსტად გათვალოთ. ვახშამს რომ შეუდგებით, მზემ ჩასვლა მაშინ უნდა დაიწყოს.
* ველოსიპედებით გასეირნებაზე რას იტყვით? სასარგებლოც არის და საინტერესოც. კარგადაც გაერთობით და ეს პაემანი არასდროს დაგავიწყდებათ. მთავარია, ისეთი მარშრუტი შეარჩიოთ, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება.
* მოიქეცით ტურისტებივით, რომლებიც მხოლოდ ახლა ჩამოვიდნენ ქალაქში. ქუჩებში იხეტიალეთ ხელიხელჩაკიდებულებმა დაათვალიერეთ და მიიღეთ სიამოვნება. მშობლიურ ქალაქშიც აღმოაჩენთ  უამრავ ახალს და – ერთმანეთშიც.

რომანტიკული
 ქალბატონი


 მოდაშია რომანტიკული ქალბატონი? რა თქმა უნდა, იმ მარტივი მიზეზით, რომ რომანტიკული ლედი ქალური მიმზიდველობის უზარმაზარ მარაგს ინახავს – მისი ხმა ნელი და ნაზია, ქცევები – ელეგანტური. ის უბედნიერესია, როცა პარტნიორი მასზე ზრუნავს, ცხოვრებას ოპტიმიზმით უყურებს და ყველაფერში პოზიტივს ეძებს. მამაკაცებს ისინი მოსწონთ, რადგან  ასეთი ქალები არ არიან აგრესიულები და არ ახდენენ ზეწოლას მამაკაცზე – მათ მხოლოდ რომანტიკული ჟესტები, სითბო და სიყვარული სჭირდებათ.
თუმცა რომანტიკული ქალი, თავისი ღირსებების გარდა,  ჩამოყალიბებული, ჭკვიანი ქალბატონია და იცის, რა სურს. აქვს საკუთარი ცხოვრება, სურვილები და მიზნები, რომლებისკენაც ისწრაფვის. არ ელის თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, რომელიც ყველა სურვილს აუსრულებს და პრობლემებს მოუგვარებს. მისი რჩეული ვერასდროს შენიშნავს ცრემლს მის თვალზე.
ყველაზე მიმზიდველი ქალი, რა თქმა უნდა, ქალური და სექსუალურია. ასეთი თვისებები ხშირად იზიდავს მამაკაცს და იდეალურად იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის. მგრძნობიარე გოგო არ ელის ქმრის ინიციატივას საძინებელში და არ ერიდება პირველი ნაბიჯის გადადგმას. მამაკაცები აფასებენ ასეთ ქალებს, რადგან ის კაცს თავს საჭიროდ აგრძნობინებს.

ქალი და ჩაცმა

ქალს უნდა ჰქონდეს ლამაზად და გემოვნებით ჩაცმის სურვილი – სწორედ ეს არის მისთვის ბუნებრივი. კარგად ჩაცმული ქალი აუცილებლად მიიქცევს მამაკაცის ყურადღებას. ესეც რომ არ იყოს, როცა ქალმა იცის, კარგად აცვია, მისი თვითშეფასების კრიტერიუმი იზრდება. თავდაჯერებულია, გახსნილი და თამამი. ეს ყველაფერი კი ძალიან მოსწონს საპირისპირო სქესს. თუმცა, ყველა ქალს შეუძლია ლამაზად და გემოვნებით ჩაცმა? ან, საერთოდ, რას ნიშნავს ეს ორი „მოცემულობა“ – ვისთვის რა არის გემოვნება. სილამაზე ხომ ყველას თავისებურად ესმის. ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია. სხვათა შორის, მხოლოდ მოდისთვის მიყოლა საკმარისი არ არის. ქალმა შინაგანად უნდა იგრძნოს, რა წარმოაჩენს მის ქალურობას. არსებობს მოსაზრება, რომ ელეგანტური და სადა სტილი, ტანზე კარგად მორგებული სამოსი, ნებისმიერ ქალს უხდება. დიდი ფული ნამდვილად არ სჭირდება გემოვნებით და ელეგანტურად ჩაცმას. ამიტომ, ნუ იწუწუნებთ იმაზე, რომ არ გაქვთ შესაძლებლობა, ძვირად ღირებულ სამოსს შესწვდეთ. იაფი ტანსაცმელიც შეგიძლიათ, ისე მოიხდინოთ, რომ საკუთარი სტილი შექმნათ. ნუ იქნებით „ნაცრისფერი თაგუნია“. ჩაიცვით ის, რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ; რაშიც არ შეიზღუდებით და არ დაშორდებით „შინაგან მეს“. ნურც სხვებს დაემსგავსებით. ინდივიდუალიზმი აუცილებლად გამოგარჩევთ და განსაკუთრებულს გაგხდით.
ლამაზად და გემოვნებით ჩაცმა დღეს ნამდვილად არ არის რთული. მთავარია, მოინდომოთ და იგრძნოთ, რა არის თქვენი სტილი.скачать dle 11.3