კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როდის ვეღარ პოულობს მძაფრ ემოციას კაცი ცოლში და რატომ ეძებს ამას სხვა ქალში

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

 ამბობენ, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც კაცი ცოლს ღალატობს, არის მოწყენილობა. ანუ, რადგან მამაკაცი ბუნებით თავგადასავლების მოყვარულია, მას მალე სწყინდება ერთფეროვნება. მისი გრძნობები ცივდება, რადგან ურთიერთობას აღარ ახლავს „ექშენი“ – მძაფრი ემოცია, განცდები, ნერვიულობა და თავგადასავლის ჟინი. როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ძალიან სჭირდებათ კაცებს და ვეღარ პოულობენ ქალში, რომელსაც ყოველდღე ერთნაირს ხედავენ. თუ ქალს აქვს ნიჭი, ქმარი მუდმივ მრავალფეროვნებაში აცხოვროს და ხშირად გადაასხვაფეროს, მამაკაცს მის გვერდით ნაკლებად გაურბის თვალი სხვებისკენ... თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც.


თინიკო (37 წლის):
ჩემი ქმარი ჩემი ყველა ოცნების განხორციელებული ვერსია იყო და მეც თავდავიწყებით შემიყვარდა. ეს ისეთი გრძნობა იყო, ყველაფერს რომ გავიწყებს დედამიწაზე. უბედნიერესი ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენით და ერთ ჭერქვეშ დავბინავდით. ყოველი დღე დღესასწაული იყო, რადგან მისგანაც ასეთ დამოკიდებულებას ვგრძნობდი.
– ქმრის სიყვარულს გრძნობდით?
– დიახ. ხომ არიან მამაკაცები, რომლებიც არ გამოხატავენ სიყვარულს ცოლის მიმართ და გრძნობის აფიშირებას ერიდებიან. ჩემი ქმარი პირიქით იყო – არავის და არაფერს ერიდებოდა, ჩვენ გარშემო ყველგან ლაპარაკობდა, რომ განსაკუთრებულად ვუყვარდი.  არ დავმალავ, მეამაყებოდა. თავი მომქონდა ამით და რაღაცნაირად მოვდუნდი.
– მოდუნებაში რას გულისხმობთ?
– ზედმეტ ნდობას და მიამიტობას. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქმარს ჩემს იქით არცერთი ქალი არ უნდოდა. გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ჩემთვის მსხვერპლსაც კი გაიღებდა. უნდა მცოდნოდა, რომ ცოლისთვის მხსვერპლზე არცერთი კაცი არ მიდის. ქმრები ასე არ იქცევიან.
– რას ნიშნავს ქმრები ასე არ იქცევიან?
– ჰო, არცერთი ქმარი არ არის მოტივირებული, მსხვერპლი გაიღოს ქალისთვის, რომელიც ისედაც მისი საკუთრებაა.
– ცოლს ქმრის საკუთრებად განიხილავთ?
– რეალობას თუ ვაღიარებთ, კარგი იქნება. საკუთრებას, პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ. მე ვიგულისხმე ის, რომ ქმრებისთვის ცოლები საინტერესონი აღარ არიან. რომელ გენერალს მოუნდება უკვე დაპყრობილი ციხესიმაგრისთვის თავის გაწირვა?! შეიძლება, გეჩვენებათ, რომ გაუგებრად ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქტია, კაცები ცოლებს ისე ეჩვევიან, რომ ვეღარც კი ამჩნევენ. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ისე იყო, ახალი კაბა მეცმეოდა თუ საერთოდ, შიშველი გავიდოდი სახლიდან, უკვე ვეღარც ხვდებოდა. რა არ ვეცადე – ვარცხნილობა შევიცვალე, სტილი და უფრო სექსუალური ქალის იმიჯი მოვირგე, მაინც ვერ მოვექეცი მისი ყურადღების ცენტრში. ცოლი ვიყავი და მორჩა!
– რას ნიშნავს ცოლი იყავით და მორჩა. რა პრობლემები წარმოშვა ამან?
– გეტყვით. ურთიერთობა გაგვიხდა ძალიან ჩვეულებრივი. ყველაფერი ჩვეულებრივად გვქონდა, ინტიმური სიახლოვეც კი. როგორ ვთქვა, რასაც ყოველდღე, რუტინულად აკეთებ და ვეღარც კი ამჩნევ, ისე მექანიკურად გამოდის – აი, ასეთი გახდა ჩვენი ურთიერთობა.
– ანუ, სიმძაფრე მოაკლდა?
– ზუსტად. არანაირი მძაფრი ემოცია. როგორც ჩანს, ჩემი ქმრისთვის ეს დამანგრეველი აღმოჩნდა. დისკომფორტი შეექმნა და „მძაფრ ემოციებს“ სხვა ქალში დაუწყო ძებნა.
– საყვარელი გაიჩინა?
– არ ვიცი. ჩემთვის ეს დღემდე გამოცანად რჩება. ვიცი ის, რაც მან თავად მითხრა, როცა შეამჩნია, რომ ვეჭვიანობდი: „შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი შვილების დედა და ეს სრულიად საკმარისია. ისეთი ურთიერთობა ვეღარ გვექნება, როგორიც ადრე გვქონდა“. ისე ვინერვიულე, თითქოს ვიღაცამ გულზე ხელი მაგრად მომიჭირა. ზოგჯერ თავსაც ვადანაშაულებ, იქნებ არ უნდა მექნა ის, რაც გავაკეთე. იქნებ საერთოდ არ უნდა შევხებოდი ამ თემას?
– რა გააკეთეთ? რა მიზეზი გაუჩინეთ, რომ ეს ეთქვა?
– ვეწუწუნებოდი, რომ მაკლია მისი ყურადღება; რომ მინდა, რომანტიკული გასეირნება, მასთან მარტო დარჩენა, მეტი სითბო; თქმა იმისა, რომ მიმზიდველი და სასურველი ვარ. ამ ყველაფერს რომ ველაპარაკებოდი, ისეთი ირონიული ღიმილით მიყურებდა, რომ „დავიშალე“. ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის მისი მზერაც და ღიმილიც. გავღიზიანდი და მივახალე: შენ, ეტყობა, სხვა ქალით ხარ დაინტერესებული და ჩემთვის აღარ გცალია-მეთქი. საერთოდ არ გაუკვირდა, არც აღელდა. ძალიან მშვიდად მითხრა: რა გიკვირს, მე შენში ვეღარ ვპოულობ იმ „მარცვალს“, რომელიც დამაინტრიგებს და ჩემში მონადირეს გააღვიძებსო. დარწმუნებული ვარ, სისულელე და თავის გამართლების უსუსური მცდელობა გგონიათ მისი სიტყვები, მაგრამ ფაქტია, რომ ცოლი მისთვის „დასაპყრობი“ ქალების სიაში აღარ არის. რა ქნას, თუკი მძაფრი განცდები სჭირდება?! მისი ბრალი ხომ არ არის, რომ თანაცხოვრების ათმა წელმა ჩვენი საყვარელი გაახუნა... – ასე ამბობს ის და მეც ვერაფერს ვაკეთებ, რომ ეს მოცემულობა შევცვალო. ანუ, საყვარელიც რომ გაიჩინოს, ხმას ვერ ამოვიღებ, ისე არგუმენტირებულად მიხსნის ამის მიზეზს.
– თქვენ ისევე გიყვართ ქმარი, როგორც ათი წლის წინ გიყვარდათ?
– შეიძლება, არ დამიჯეროთ ან გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ მიყვარს. მისი მოსვლის დრო რომ მოდის, გული მიჩქარდება და ადგილს ვერ ვპოულობ. სამსახურში მიდის, კარს გაიხურავს და უკვე მენატრება. მან ეს იცის.
– შეიძლება, ამიტომაც აღარ აინტერესებთ.
– ანუ, ვაეჭვიანო? ერთმა ჩვემმა მეგობარმაც ასე მირჩია. „განაღდებული“ ჰყავხარ, თავს რაღატომ მოიკლავს შენთვისო. მინდა, მეც ვაეჭვიანო. რაღაცნაირად შევიცვალო და დავაინტრიგო, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთო. არ გამომივა.
скачать dle 11.3