კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ არის შესაძლებელი ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ნებისმიერი ორგანოს გამოზრდა და რატომ იქნება მომავლის ადამიანი ნახევრად სინთეტიკური

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

 ნანოტექნოლოგიები თანამედროვე სამყაროს ბოლო მიღწევაა, რომელიც, მათ შორის, კომპიუტერულ ტექნიკაში, სამხედრო საქმესა და მედიცინაში, აქამდე წარმოუდგენელი გარღვევის შესაძლებლობას ქმნის. მაგალითად, დაავადებების დამარცხებას არათუ საოპერაციო ჩარევის, მკურნალობის კურსის გავლის გარეშეც. მოწინააღმდეგის განადგურებას ყოველგვარი ბრძოლებისა და შენი, საკუთარი ადამიანური რესურსის დანაკარგის გარეშე; ჭკვიანი მანქანები კი ყველაფერს ადამიანების ნაცვლად გააკეთებენ. სქემა საკმაოდ მარტივია, თუმცა მის განხილვამდე ის გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს თავად ნანოტექნოლოგია.

მიკროსამყაროს იდუმალი შესაძლებლობები

სამეცნიერო განმარტებით, „ნანოტექნოლოგია“ გულისხმობს სამეცნიერო და საინჟინრო დისციპლინების კომპლექსს, რომელიც შეისწავლის ატომურ და მოლეკულურ დონეზე მიმდინარე პროცესებს.
მარტივად რომ ვთქვათ, ნანონაწილაკების ზომა 0,1-დან 100 ნანომეტრამდეა (ერთი ნანომეტრი უდრის ერთი მეტრის მემილიარდედს, ანუ ერთი სანტიმეტრის მემილიონედს). აქვე შეგახსენებთ, რომ ატომების უმეტესობის ზომა 0,1-0,2 ნანომეტრია, ხოლო დეენემის მოლეკულის სიგანე, არც მეტი, არც ნაკლები, დაახლოებით 2 ნანომეტრია, სისხლის უჯრედის ზომა – 7 500, ხოლო ადამიანის თმის კი – 80 000 ნანომეტრი.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს თვალით უხილავი პაწაწუნა, ანუ ნანონაწილაკები თავიანთ სპეციფიკურ თვისებებს შეიძენენ მხოლოდ მცირე, ანუ ნანომასშტაბებში. მაგალითად, ოქროსა და ვერცხლის მცირე ატომები ამჟღავნებენ უნიკალურ თვისებებს, მაშინ, როცა მათზე დიდი ნიმუშები ინერტულები რჩებიან. მაგალითად, ვერცხლის ნანონაწილაკებს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული თავისებურება, ამიტომაც იყენებენ მათ თანამედროვე გადასახვევ მასალებში.
ნანონაწილაკები იოლად შედიან ქიმიურ რეაქციაში და, რაც მთავარია, 100 ნანომეტრის დონეზე თავს იჩენს კვანტური ფიზიკის ეფექტები (მაშინ, როდესაც დიდი ნაწილაკები, ადამიანების ჩათვლით, მექანიკური ფიზიკის კანონებით არსებობენ), რაც ნივთიერებების ოპტიკურ, ელექტრონულსა და მაგნიტურ თვისებებზე მოქმედებს ისე, რის გათვლაც შეუძლებელია.
ჯერ კიდევ 1986 წელს დახატა ფუტუროლოგმა ერიკ დრესლერმა უტოპიური მომავლის სურათი, რის მიხედვითაც თვითშემქმნელი ნანორობოტები თავად ასრულებენ საზოგადოებისთვის აუცილებელ სამუშაოს (გვახსოვს, ხომ, რა ზომის შეიძლება, იყოს ნანორობოტი?! დიახ – ერთი მემილიარდედი მეტრი, ანუ თვალით მისი შემჩნევა აბსოლუტურად შეუძლებელია!).
ამ მიკრონაწილაკებს შეუძლია, შიგნიდან შეაკეთოს ადამიანის ორგანიზმი და ის ვირტუალურად უკვდავებად აქციოს. ცხადია, ნანორობოტები თავისუფლადვე და უხილავად გადაადგილდნენ გარემოში, რაც შეუძლებელს გახდის მათ წინააღმდეგ ბრძოლას, ანუ ისინი მარტივად მოაკვდინებენ ადამიანს.
მაგრამ ჯერ ნანორობოტების სიკეთეზე ვისაუბროთ.

უხილავი ნანობომბები – კიბოს წინააღმდეგ

მაგალითად, მედიცინაში უკვე შემუშავდა მეთოდი, რომლის წყალობითაც, შესაძლებელი ხდება წამლის მიტანა უშუალოდ კიბოს ქსოვილამდე მცირე „ნანობომბების“ სახით. მეტიც, ადამიანის ორგანიზმში შესაძლებელია, მოთავსდეს (პერორალურად) ნანორობოტები სხვადასხვა ფუნქციით: ისინი „იპატრულირებენ“ არტერიებში, გაანეიტრალებენ ინფექციებს (ანუ ისე უმკურნალებენ ადამიანს, მას ამის შესახებ წარმოდგენაც არ ექნება) და საჭიროების შემთხვევაში, დასვამენ დაავადების დიაგნოზს ისე, რომ ადამიანი იოტისოდენა დისკომფორტსაც ვერ იგრძნობს.
სხვათა შორის, ეს მხოლოდ თეორიული მსჯელობა არ არის, ამერიკელმა მეცნიერებმა უკვე ჩაატარეს წარმატებული ექსპერიმენტი: მათ გამოიყენეს ოქროთი დაფარული „ნანოტყვიები“ კიბოს უჯრედების მოსაძებნად და გასანეიტრალებლად. კერძოდ, „ნანოტყვიები“ მიამაგრეს ანტისხეულებს, რომლებსაც აქვთ კიბოს უჯრედებთან კონტაქტში შესვლის უნარი. ხოლო, თუ „ნანოტყვიებს“ დაასხივებენ (ინფრაწითელის მსგავსი სიხშირით), მათი ტემპერატურა გაიზრდება და ისინი კანცეროგენული ქსოვილების განადგურების უნარს შეიძენენ.
თუმცა, მაგალითად, კემბრიჯის საარმიო ტექნოლოგიების ინსტიტუტში ნანოტექნოლოგიებს იყენებენ პრინციპულად ახალი სამხედრო ეკიპირების შესაქმნელად. ექსპერიმენტის მიზანია ისეთი ქსოვილის შექმნა, რომელსაც შეეძლება შეფერილობის შეცვლა, მისთვის დამიზნებული ტყვიისა და აფეთქების ენერგიის მიმართულების შეცვლა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ძვლების შეწებებაც კი (ფაქტობრივად, უკვდავი უნივერსალური ჯარისკაცების შექმნა!).
შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ეს ადამიანის მასობრივი რობოტიზაციის დასაწყისია და არც ისაა გამორიცხული, რომ ადამიანები უბრალოდ ზედმეტნი გახდნენ დედამიწაზე. და აუცილებლად გახდებიან: თუკი ნანოტექნოლოგიების განვითარება გამოიწვევს საწარმოო რევოლუციას (და აუცილებლად გამოიწვევს, ვინაიდან მანქანებს არათუ ადამიანების მსგავსად, მათზე უკეთესად, ნაყოფიერად და მინიმალური დანახარჯით შეეძლება ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარება), ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უმეტესობა დაკარგავს სამუშაო ადგილებს. მეორე მხრივ, ნანოტექნოლოგია სრულად შეცვლის წარმოდგენას ადამიანის შესახებ – ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, უსასრულოდ გაიხანგრძლივონ ცხოვრება და აიმაღლონ საკუთარი ორგანიზმის გამძლეობა. ოღონდ ისიც აშკარაა, რომ ნანოტექნოლოგიების მასობრივი გავრცელება, წესით, არ უნდა იყოს ამ ტექნოლოგიის მფლობელთა ინტერესი და მხოლოდ „რჩეულებს“ ექნებათ ფაქტობრივი უკვდავების მიღწევა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ომების დანიშნულება დედამიწის მოსახლეობის შემცირებაცაა (არც პლანეტა დედამიწის რესურსია შეუზღუდავი), არც ისაა გამორიცხული, ნანოტექნოლოგიები დედამიწაზე „ზედმეტი“ ადამიანების გასანადგურებლადაც გამოიყენონ.
ნანოტექნოლოგია – დედამიწის განადგურების ყველაზე ეფექტიანი საშუალება
ახლა კი, დაპირებისამებრ, ნანოტექნოლოგიების ჩრდილოვან მხარეებზე საუბრის დროც მოვიდა.
იმ მარტივი მიზეზით, რომ ნანონაწილაკები თვალისთვის უხილავია, მარტივზე უმარტივესია მათი საშუალებით მოწინააღმდეგის ან კონკურენტის განადგურება,  ანუ ნანოტექნოლოგიის, როგორც ბიოლოგიური იარაღის, გამოყენება და მიზანი მიღწეულია – ყოველგვარი ნგრევისა და ზედმეტი სისხლის გარეშე: ადამიანები მტრები უმტკივნეულოდ დაიხოცებიან.
უფრო მეტიც, მაგალითად, ნანოტექნოლოგიების თეორეტიკოსი რობერტ ფრეითაისი, საერთოდაც, პლანეტის დაღუპვის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს სწორედ ნანოტექნოლოგიების მეშვეობით.
რობერტ ფრეითაისი: „შესაბამისი ნანონაწილაკების საშუალებით შესაძლებელია მზის დაფარვა. სხვა ტიპის ნანონაწილაკებს შეუძლია დედამიწის ეკოლოგიის განადგურება. მკვლელი ბიომასები კი შეუტევს სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებს. ამ ყველაზე უარესი სცენარის განხორციელებას, მაქსიმუმ, 20 თვე დასჭირდება, რაც საკმარისი იქნება ეფექტიანი თავდაცვის შესაქმნელად. ანუ თვითგანახლებადი ნანოტექნოლოგიების წინააღმდეგ კონტრღონისძიებების დასასახად, რომლებიც ნანორობოტებს უბრალოდ გაანადგურებს.“
დამეთანხმებით, პერსპექტივა არც თუ სასიამოვნოა, თანაც, თუ გავიხსენებთ, რომ ყველა, თავის დროზე პროგრესული აღმოჩენა, ადამიანმა თვით ან სხვა ადამიანების განადგურების საშუალებად აქცია. მით უფრო, რომ ნანოტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, კონტრღონისძიების შექმნა შეუძლებელია – წინასწარ ვერაფრით განჭვრეტ, რა სიურპრიზს შემოგთავაზებს ნანოტექნიკის ქმნილება.

ზედმეტი ადამიანები და საჭირო რობოტები
ერთი სიტყვით, რობოტოტექნიკა სრულიად შეცვლის მსოფლიოს. ჯერჯერობით კი მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ერთია ადამიანის მსგავსი რობოტების შექმნა, რომლებით: ადამიანისგან განსხვავებით, არ დაიღლებიან დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში, არ სჭირდებათ სამუშაო პირობების შექმნა და, რაც მთავარია, მათი მომსახურება ადამიანის მომსახურებაზე იაფი ჯდება. ომის დროს, ხომ, ასეთი რობოტების გამოყენება უბრალოდ მისწრებაა.
მეორე მიმართულება ოდნავ განსხვავებულია და ის ადამიანის გარობოტებას, ანუ ადამიანის შესაძლებლობების სრულყოფას გულისხმობს. სამხედრო ლაბორატორიებში მიმდინარეობს მუშაობა რკინის ჩონჩხი-კონსტრუქციის შესაქმნელად, რომელიც სამხედროს აძლევს საშუალებას, გადაადგილდეს უფრო სწრაფად, აწიოს უფრო მძიმე ტვირთი, გაიუმჯობესოს მხედველობა და ასე შემდეგ. თუკი ტერმინატორი ადამიანის გარეგნობის ლითონი, ახალი კონსტრუქცია იქნება გარედან რობოტი, შიგნიდან – ადამიანი, რომლის შესაძლებლობებსაც რობოტი გააძლიერებს.
უნივერსალური ჯარისკაცების შექმნას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცდილობენ მეცნიერები: ერთი ან მეორე გზით. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუკი მანქანები გადაწყვეტენ, რომ აღარ დაემორჩილონ ადამიანს?! ისევე, როგორც ერთ მეტად არამშვენიერ მომენტში იჭედება ჩვენი კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი?! გაითვალისწინეთ: მათი გამორთვა უკვე შეუძლებელი იქნება. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი უკვე ვეღარ გაარჩევს მტერსა და მოყვარეს და ისეთივე წარმატებით გაანადგურებს, პირობითად, თავისიანს, როგორც მოწინააღმდეგეს.

ადამიანის ორგანოების „დაბეჭდვა“ 3D პრინტერით უკვე რეალობაა
100 წლის წინათ ორგანოთა ტრანსპლანტაციის იდეა ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა (და ამ თემაზე ჟანრის ცნობილი ოსტატები წერდნენ თავიანთ ფანტასტიკურ ნაწარმოებებში). თუმცა დღეს ის აბსოლუტური რეალობაა და თუკი გამოგონების დასაწყისში მსგავს ოპერაციებს პაციენტების უმეტესობა ეწირებოდა, დღეს პაციენტთა 95 პროცენტი თავს მშვენივრად გრძნობს. ოღონდ რჩება ორი მთავარი პრობლემა: ეთიკური და ორგანოების სიმცირე. სტატისტიკური მონაცემებით, ორგანოებს 200 000 ადამიანი ელოდება და, სავარაუდოდ, მხოლოდ 10 პროცენტის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი – ამდენი შინაგანი ორგანო უბრალოდ არ არის დედამიწაზე.
თუმცა 2012 წლის აღმოჩენა ორივე პრობლემას ხსნის.
კერძოდ, ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებისგან შინაგანი ორგანოების გაზრდა შეძლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3D პრინტერით მათი „ამობეჭდვაა“ შესაძლებელი. მაგალითად, დღეს უკვე შეიძლება კანის, ხრტილის, ძვლის, შინაგანი ორგანოების და თვით ზურგის ტვინის ქსოვილების ამობეჭდვაც კი.
ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ ერთგვაროვანი ქსოვილების ბეჭდვაა შესაძლებელი. ანუ ბიოპრინტერი საშუალებას იძლევა, შეიქმნას ამა თუ იმ შინაგანი ორგანოს კარკასი. მასში მოთავსდება ღეროვანი უჯრედები, რომლებისაგანაც შესაბამისი ორგანო გაიზრდება. ჯერჯერობით მხოლოდ ერთეული ექსპერიმენტებია და რთული სათქმელია, როდის გახდება შინაგანი ორგანოების წარმოება მასობრივი (ვისაც ღეროვანი უჯრედები არ შეგვინახეს, ეს პერსპექტივა არ გვაქვს).
ყველაზე რთული მაინც ტვინის გამოზრდა იქნება. იმ მარტივი მიზეზით, რომ, უახლესი აღმოჩენებით (ექსპერიმენტულად დადასტურებულით), ტვინი ადამიანისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, ოღონდ ადამიანს ჰგონია, რომ გადაწყვეტილება მისი მიღებულია. ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანს უკვდავად დარჩენის რეალურ შანსს აძლევს.
ადამიანის კიბორგიზაცია შეუქცევადი პროცესია და იმთავითვე აშკარაა, რომ მომავლის ადამიანი ნახევრად სინთეტიკური არსება იქნება. ხოლო, თუ ამას გენური ინჟინერიის შესაძლებლობებს დავუმატებთ და იმ ბოლო წარმატებულ ექსპერიმენტს, როდესაც მეცნიერებმა შეძლეს ჩანასახის გენეტიკურ კოდში ჩადებული დაავადების კორექცია (ასეთივე წარმატებითაა შესაძლებელი, როგორიც გვინდა, ისეთი ადამიანების წარმოება), ვფიქრობ, ადამიანის, როგორც ადამიანის და არა, როგორც მანქანის, მომავალი არც თუ სახარბიელოა.
P. S. კაცობრიობამ ყველა ზღაპარი რეალობად აქცია (დაწყებული მფრინავი ხალიჩით, თვითმფრინავით, ჯადოსნური სარკითა და  ინტერნეტით დამთავრებული); ახდა ყველა ფანტასტის ყველა ფანტაზია (ორგანოების გადანერგვით დაწყებული და ადამიანის მსგავსი რობოტების შექმნით დამთავრებული), ამიტომ სავსებით რეალურია, რომ კაცობრიობა აიხდენს ადამიანის გაკიბორგებისა და მისთვის უკვდაობის მინიჭების სურვილსაც და ეს მხოლოდ დროის ამბავია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამდენ ადამიანს დედამიწა ვერ დაიტევს და უკვდავების ტექნოლოგიების მქონენი მათ გაზიარებას ყველასთვის არ ისურვებენ (ცხადზე ცხადია, რომ, მარადიულად თუ არა, ჯანმრთელად დედამიწის მხოლოდ შეძლებული ნაწილი იცხოვრებს). გარდა ამისა, იბადება რიტორიკული კითხვაც: რა მოუვა მანქანად ქცეული ადამიანის სულს? და, თუ ადამიანს გარობოტება უწერია, რა დიდი მნიშვნელობა აქვს: რობოტი ცას გამოეკერება თუ მას სანაგვეზე მოისვრიან?!
скачать dle 11.3