კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 სიკვდილის ანგელოზები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ალკოჰოლთან წასწრებულები

რაკი პირველი ივლისიდან საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რის მიხედვითაც, დამრღვევ მძღოლებს თავიდან მოუწევთ მართვის მოწმობის აღება, თუკი ამ წლის ბოლომდე დარღვევებით ას ქულას დააგროვებენ, პირველ სექტემბრამდე საჭის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, სრულიად საქართველოს მასშტაბით, მართვის მოწმობა 2 418 მოქალაქეს ჩამოართვეს.
ამ ორ თვეში (ივლის-აგვისტოში) ალკოჰოლური სიმთვრალის გამო მართვის უფლება  836 მძღოლმა დაკარგა. თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა აჭარა – იქ 503 მძღოლმა იანცა ალკოჰოლთან.
ამ ორს არც ქვემო ქართლი ჩამორჩება: 368 მანქანაჩამორთმეული ნასვამი მძღოლით.
ყველაზე კანონმორჩილები მცხეთელი მძღოლები აღმოჩნდნენ, მათგან მხოლოდ 49-ს წაასწრეს ნასვამს საჭესთან.
იმის გათვალისწინებით, რომ არც ავტოავარიები შემცირებულა, ზემომოყვანილი სტატისტიკაც მოწმობს, რომ ამ ჩვენს მძღოლებს არც საკუთარი სიცოცხლე ედარდებათ და არც, მით უფრო, სხვების.
შესაბამისად, იბადება რიტორიკული შეგონება: თუ, მაინცდამაინც, თავის მოკვლა უნდათ, იქნებ ისე მოიხერხონ, რომ სხვაც არ გაიყოლონ თან, თუ, რა თქმა უნდა, თავი სიკვდილის ანგელოზად არ წარმოუდგენიათ? –
скачать dle 11.3