კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 ცქვიტი „პრ.-ი“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

„ძმა ძმისთვისაო…“ 


 ამ ჩვენი „იუჟნაია ოსეტიად“ წოდებული ცხინვალის რეგიონის „პრ.“ ბიბილოვი (ანატოლი) ისე აქტიურად შეუდგა საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას, თითქოს დედამიწის მერვედს ის მართავდეს და არა პრ. პუტინი (ვლადიმირი).
იმდენიც კი მოახერხა, რომ თვით რფ-ის პატრიარქ კირილსაც კი შეხვდა მოსკოვში, რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრები კი ცხინვალში მიიღო.
მაგრამ, რაკი მეტად ცქვიტია (იმდენადაც კი, რომ ყორეს მოანგრევს, რათა თავიდან ამოაშენოს), ცხინვალის რეგიონში კი იმდენი ადგილიც არაა, რომ მის გაქანებასა და ენთუზიაზმს ეყოს, ინიციატივებს ინიციატივებზე აბრეხვებს.
ასე, მაგალითად, საკუთარ სეპარატისტულ სამწყსოს დაჰპირდა, რომ საბჭოთა დროინდელ ანაბრებს გაისტუმრებს (ის კი აღარ დაუკონკრეტებია, „ნა კაკიე შიში“?!).
მეტიც, განაცხადა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადს გააუქმებს „იუჟნაია ოსეტიას“ იმ საქონელზე, რომლებიც რფ-ის ტერიტორიაზე შედის.
თუ გავიხსენებთ, რომ დასავლეთმა კვლავ გაუგრძელა რუსეთს ეკონომიკური სანქციები, როგორც ჩანს, „პრ.-მა“ ბიბილოვმაც გაიხსენა რა, რომ „ძმა ძმისთვისო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სეპარატისტი ოკუპანტისთვისო), შავი დღისთვისო“. აქედან გამომდინარე კი, აწ უკვე ცხადზე უცხადესია, რომ დასავლური სანქციები რუსეთს ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრის! –
скачать dle 11.3