კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 გავიაზროთ წაკითხული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

  ვაშლების დარიგების თემა ხეირიანად არ მოგვენელებინა (პირადად მე, ქართული ზღაპრების იავარქმნა ვერა და ვერ მოვინელე და დიდი ეჭვი, მაქვს, ვერც ვერასდროს მოვინელებ), რომ ეს ჩვენი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმს დაესწრო.
მარტო დასწრებას ვინ დაიჩივლებდა, სიტყვითაც გამოვიდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც ილაპარაკა, მათ შორის, ეროვნულ გამოცდებზეც (რომლებზეც წლიდან წლამდე იკლებს და იკლებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგალითად, მათემატიკაში ის წელს, არც მეტი, არც ნაკლები, 15 იყო!). სახელდობრ, თქვა: „სამი წლის წინათ ეროვნული გამოცდების ბარიერი 21 ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, 3 მაიმუნი რომ შეგეშვა და უბრალოდ, შემოეხაზათ ტესტები, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა 7 მაიმუნიდან ერთი აბარებს.“
შესაბამისად, დაასკვნა: „ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები.“
საქმე ის არის, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში სათაურად სწორედ ბოლო წინადადება გამოიტანეს, ხოლო, რაკი ისე ხდება, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობას, მაინცდამაინც, არ უყვარს ტექსტების კითხვა და მხოლოდ სათაურით გამოაქვს აზრი (სათაურები კი, როგორც წესი, შინაარსს არ შეესაბამება), აღშფოთებამაც არ დაახანა – ჩვენს შვილებს მაიმუნები უწოდაო (თუმცა მაიმუნი უწოდა მაიმუნს).
ამ აღშფოთების გათვალისწინებით კი, თუ წაკითხულის გააზრება არ ვისწავლეთ, არც ისაა გამორიცხული, თვით მაიმუნებმაც კი დაგვიწუნონ. –
скачать dle 11.3