კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რატომ გააკეთა კომპანია „შილერმა“, ცნობილი მუსიკოსების შემდეგ, არჩევანი პაატა ბერიძეზე და რა სტანდარტები დაარღვია მის გამო პოპულარულმა ჩანთების ბრენდმა, რომლისთვისაც პაატა ახალ მოდელს შექმნის

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ნიჭიერი მუსიკოსი პაატა ბერიძე ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, სწავლობს და საქმიანობს. ის არა მხოლოდ ნიჭიერი მუსიკოსი, არამედ ნიჭიერი ფოტოგრაფიც აღმოჩნდა და ამ მხრივაც საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწია.
პაატა ბერიძე:
2015 წელს ჩავაბარე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მამის, ლეოპოლდ მოცარტის სახელობის უნივერსიტეტში, ძალიან ცნობილი პროფესორის, Uwe Kleindienst-ის კლასში. მას შემდეგ ჩემი ცხოვრების ტემპი რადიკალურად შეიცვალა. საყვირის სხვადასხვა სახეობა არსებობს და დავიწყე მათი ძირფესვიანად შესწავლა. აუგსბურგი ლეოპოლდ მოცარტის ქალაქია. მისი მუზეუმიც არის და მთელ ქალაქში განსხვავებული ენერგეტიკა იგრძნობა. სწავლებაც, სისტემაც ავთენტურია, ზუსტად ისეთი, როგორიც ადრე იყო. აქ სწავლა ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია. აქამდე თუ „იუ თუბით“, მასტერკლასებით, სადმე ჩასვლით ვსწავლობდი, ახლა უშუალოდ მიწევს იმ პროფესორებთან, შემსრულებლებთან მუშაობა, რომელთა წინაპრები გაიზარდნენ ლეოპოლდ მოცარტის გავლენის ქვეშ. ეს ჩემთვის დიდი სიხარულია და ყოველდღე ვგრძნობ შედეგს.
– ფოტოგრაფიითაც ხარ გატაცებული და ამ სფეროშიც გაქვს წარმატებები.
ამ საქმეს, როგორც ჰობის, ისე ვუყურებ, მაგრამ ამასობაში, ბევრი პროფესიონალი ფოტოგრაფის ფოტოების გვერდით აღმოჩნდა ჩემიც.  ძირითადი პროფესია, რა თქმა უნდა, მუსიკაა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საქმეც კარგად გამომდის. ვცდილობ, თამამად გავაკეთო გამოფენები. ჯერ კიდევ საქართველოში ვიღებდი ფოტოებს. შემდეგ გერმანიაში, დაკვრაში აღებული ჰონორარებით მოვაგროვე ფული და ვიყიდე კარგი ფოტოაპარატი. გერმანიის ქალაქები ერთმანეთისგან განსხვავდება ლანდშაფტით, არქიტექტურით და ეს საშუალებას მაძლევს, კარგი ფოტოები გადავიღო. აუგსბურგში, ძალიან ცნობილ სივრცეში, „ოქროს დარბაზში“ მქონდა გამოფენა. დამთვალიერებლებიც მოვიდნენ, ნახეს ჩემი ფოტოები და კომპლიმენტებიც მივიღე. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება იყო, როცა ერთ კონცერტზე გადავიღე ფოტოები და შემომთავაზეს, ჩემი ფოტო შეეძინათ და დაებეჭდათ უნივერსიტეტის ბროშურაზე. თუმცა, იმისთვის, რომ ფოტო აირჩიონ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ამ ბროშურაზე იქნება და ეხება უნივერსიტეტის წარმატებებს, ქასტინგს ატარებენ. ეს ფოტო ერთ-ერთ კონცერტზე გადავიღე, ძალიან კარგი რაკურსით. ჩემთან ერთად დაქირავებული ფოტოგრაფიც იღებდა, მე კი უბრალოდ, ჩემი სურვილით ვიღებდი. ორგანიზატორმა მთხოვა: იქნებ შენი გადაღებული ფოტოებიც გამომიგზავნო, ძალიან მომწონსო. გადავუგზავნე და მითხრა: თუ შეიძლება, თქვენი ფოტო დავბეჭდოთო. ანუ, დაქირავებული ფოტოგრაფის ფოტო არ დაბეჭდეს და ჩემი გამოიყენეს, თან, თანხაც გადამიხდეს. გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ, უნივერსიტეტის ფოიეში გამოფინეს ჩემი გადაღებული ფოტოები: დარბაზი, სტუდენტები, ის გარემო, რაც უნივერსიტეტშია. ეს არ იქნება ერთჯერადი, ანუ მუდმივი გამოფენაა და გაალამაზებს ფოიეს. ჩემი ჰობია, მაგრამ არაერთი საინტერესო შემოთავაზება მივიღე. მაგალითად, გადავიღე საყვირის რაღაც დეტალის ვიდეო. ამ საყვირს აწარმოებენ შვეიცარიაში. ვიდეო ძალიან პოპულარული გახდა, ბევრი ნახვა ჰქონდა. „ეგარ“ ჰქვია ფირმას, რომელიც დამიკავშირდა. ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს და გამიკეთეს საკმაოდ დიდი ფასდაკლება ინსტრუმენტზე. მოგეხსენებათ, შვეიცარიაში მუსიკალური ინსტრუმენტები ძალიან ძვირია.
– ცოტა ხნის წინ მუსიკალური ინსტრუმენტების ჩანთების დამამზადებელმა ფირმამაც შემოგთავაზა მათთან თანამშრომლობა.
ეს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა.  მუსიკალური ინსტრუმენტების ჩანთების დამამზადებელი ფირმა „გარდის“ წარმომადგენელი გავხდი. ეს ფირმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდად მიიჩნევა. ამ ფირმის სახეები არიან: არტურო სანდოვალი, თილ ბრონერი და სხვა მრავალი ცნობილი ვარსკვლავი. როცა მათი ჩანთა შევიძინე, „იუ თუბიზე“ არ იყო ინფორმაცია მისი მოხმარების შესახებ. მუსიკალურ ინსტრუმენტებს სპეციფიკური მოთავსება სჭირდება, რომ ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს. გადავწყვიტე, ჩამეწერა ვიდეო, თუ როგორ უნდა მოიხმარო ეს ჩანთა და პლუსებთან ერთად, მინუსებიც დავწერე. ანუ, უფრო ინფორმაციული ხასიათის იყო. ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას და ახლებურ კრეატიულ ხედვებს. ავტვირთე ჩემს გვერდზე. ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა კომპანიის მენეჯერი და მთხოვა, ამ ვიდეოს საკუთარ გვერდზე განთავსების უფლება მიმეცა. მადლობაც გადამიხადეს: ასეთი პრაქტიკული ვიდეო არ გვინახავს და რომელ ქეისსაც დაადებ ხელს, გაჩუქებთო. ანუ სანაცვლოდ, გამომიგზავნიდნენ სხვა, ძვირად ღირებულ მოდელს, რომელსაც მე შევარჩევდი. საჩუქარი მივიღე, რომელიც  საკმაოდ შთამბეჭდავია. გარდა ამისა, შემომთავაზეს: რადგან ისეთ დეტალებზე გქონდათ ხაზი გასმული, რომლისთვის ჩვენც არ მიგვიქცევია ყურადღება, იქნებ ჩვენთვის ახალი ჩანთის ესკიზი შექმნათ, რომელიც განსხვავებული, უფრო მეტად მოსახერხებელი იქნება და შემდეგ თქვენივე დიზაინით შეკერავენო. ახლა ვმუშაობ ესკიზზე და მინდა, რომ გავაკეთო განსხვავებული, საინტერესო. იმედია, მალე გამოუშვებენ ახალ ჩანთას ჩემი დიზაინით, რომელიც სპეციალური მოდელი იქნება. ბრენდს თავისი სტანდარტები აქვს, რომელსაც არ გადაუხვევს. ამ დროს ჩემს აზრს რომ ითვალისწინებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
–  წლების განმავლობაში ძალიან ცნობილი კომპანია, „შილერის“ სახე ხარ.
– კი. მათ რამდენიმე წლის წინ, თავის საიტზე განათავსეს ჩემ მიერ „შილერის“ საყვირზე დაკვრის ამსახველი ვიდეო. ისინი ძალიან წარმატებულ სახეებთან თანამშრომლობენ და გამიხარდა, მე რომ ამირჩიეს. წელსაც ატვირთეს ახალი ვიდეოები, რომელიც კონცერტზე მაქვს გადაღებული. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება.
– როგორც ვიცი, სხვადასხვა კონცერტზეც უკრავ.
ბოლო წელი ამ მხრივ საკმაოდ დატვირთული მქონდა. ჩავწერე დისკი, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა ლიმიტირებული რაოდენობით. პრეზენტაცია კი, ძალიან ცნობილ „ოქროს დარბაზში“ მოეწყო, სადაც მოცარტიც უკრავდა და ერთ-ერთი გამორჩეულია. რაც მთავარია, ლეგალურია და ძალიან მაღალი ხარისხის. ამ დარბაზში მქონდა ფოტოგამოფენაც და სოლო კონცერტიც. თანხლებას მიწევდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, რომელიც გერმანიაში ჩამოვიდა და ჩემთან ერთად უკრავდა. ძალიან საინტერესო პროგრამა გვქონდა, ქართული მუსიკა გავაცანით გერმანელ მსმენელს. გერმანიაში ძალიან ცნობილია ეკლესიებში დაკვრა და ასეთმა კონცერტებმა კიდევ უფრო გაახალისა ჩემი ცხოვრება. გარდა ამისა, მასტერკლასები მქონდა ძალიან წარმატებულ მესაყვირეებთან. მათგან უშუალოდ მივიღე რჩევა-დარიგებები.
– რა მოსწონთ პედაგოგებს შენში? რას უსვამენ ხაზს?
– ყოველთვის გამორჩეულად მიმიჩნევენ, რადგან გარდა მუსიკისა, ფოტოგრაფიაც მიყვარს. მარტივად შევდივარ კონტაქტში. შედარებით განსხვავებული ტიპი ვარ და არ არსებობს მუსიკალური სივრცე, სადაც ჩემი პედაგოგი წავიდეს და თან არ წამიყვანოს. ეს ფუფუნება ბევრ სტუდენტს არ აქვს. ბევრი ცნობილი მუსიკოსი, საკრავების დამამზადებელი ფირმების ხელმძღვანელები გამაცნო. დაგეგმილი გვაქვს საქართველოში ჩამოსვლა, რომ მასტერკლასები ჩაატაროს. მისი წიგნიც ვთარგმნე ქართულ ენაზე და გვინდა, ერთად ჩამოვიდეთ. ეს ძალიან დიდი საჩუქარი იქნება ქართველი მუსიკოსებისთვის.

скачать dle 11.3