კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ გადაარჩინა ქართველობამ ჯოზეფ სმიტი ქაიროში ომის დროს და რატომ გადაწყვიტა მან ქართულ პოლიტიკაში მოსვლა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ბრიტანელი ჟურნალისტი ჟოზეფ სმიტი, რომელიც  5 წელია, საქართველოში ცხოვრობს, თებერვალში ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გახდა. საკუთარ თავს თბილისელად მიიჩნევს და დედაქალაქთან დაკავშირებულ, ძალიან ბევრ პრობლემას, წლებია, აქტიურად აპროტესტებს.  ცოტა ხნის წინ მან გადაწყვიტა, საკრებულოს წევრობაზე იყაროს კენჭი, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა. ხელმოწერებიც შეაგროვა და უკვე დარეგისტრირდა.
– ჯოზეფ, თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე, სანამ ჩვენს ქვეყანას გაიცნობდით, მანამდეც ამბობდით, რომ საქართველოდან იყავით.

ჟოზეფ სმიტი: გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომიწია ქაიროში ცხოვრება. ლონდონში, უნივერსიტეტში არაბულს ვსწავლობდი და ქაიროში გამაგზავნეს სასწავლებლად. იმ პერიოდში ინგლისი ჩართული იყო ერაყისა და სხვა არაბული ქვეყნების, ასე ვთქვათ, დანგრევაში და რადგან ბრიტანული გარეგნობა მაქვს, ყველა მეკითხებოდა: საიდან ხარო. ეს იწვევდა ძალიან ბევრ კრიტიკას, რადგან დიდი ბრიტანეთის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილები. მიწევდა ბევრი საყვედურის მოსმენა. ყველას თავისი მოსაზრება ჰქონდა ომთან დაკავშირებით. „ვიკიპედიაში“ მოვძებნე ქვეყანა, სადაც ცხოვრობდა ხალხი – ევროპელები, თეთრკანიანები, ქრისტიანები  და არანაირი შეხება არ ჰქონდათ ამ ომთან. ჰოდა, ვთქვი, ქართველი ვარ-მეთქი. ამის მერე, რომ ვამბობდი: მე საქართველოდან ვარ-მეთქი., ბევრმა არაფერი იცოდა საქართველოს შესახებ და კითხვებიც აღარ უჩდებოდათ. კრიტიკაც აღარ იყო.
–  მოკლედ, შესაბამისად, საქართველომ და „ქართველობამ“ გადაგარჩინათ.
– კი, გადამარჩინა. ამის მერე გავიდა ძალიან დიდი დრო. ლონდონის აღმოსავლეთმოცოდნეობის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. არაბულის პარალელურად, ნელ-ნელა ვსწავლობდი სამხრეთ კავკასიის ისტორიას, კულტურას. ერთ დღესაც მომივიდა ორი წიგნი აზერბაიჯანის საელჩოდან. ერთი იყო კულინარიის შესახებ, ძალიან ლამაზი, საინტერესო,  მეორე იყო თომას გოლცის „აზერბაიჯანის დღიურები“. გოლცი 90-იან წლებში იმყოფებოდა აზერბაიჯანში და აღწერდა მაშინდელ ბაქოს, აზერბაიჯანს. ამ წიგნით შემიყვარდა აზერბაიჯანი, ჩავედი, ერთი თვე ვიმუშავე. საინფორმაციო ცნობარის ერთი თავი საქართველოს ჰქონდა დათმობილი: ეგზოტიკური დამწერლობა, ეკლესიები, ხაჭაპური და ბოლო წუთს შევცვალე რეისი. გადავწყვიტე, ბრიტანეთში დავბრუნებულიყავი საქართველოს გავლით. რკინიგზის სადგურში დამხვდა საერთო მეგობარი, ნინო ხითარიშვილი, რომელიც დღესაც ჩემი უახლოესი მეგობარია. სამი დღის განმავლობაში დამათვალიერებინა ბევრი რამ: ჟინვალში ავედით, ეკლესიები ვნახეთ. მარიამობა იყო და რესტორანში რომ შევედით, მაშინ გავიგე პირველად: „მარხვაზე ვარ“. მარხვა კი გამიგია, მაგრამ ბრიტანეთში ქრისტიანები არ მარხულობენ. სამარხვო მენიუ რომ ვნახე, ეს იყო ჩემთვის სასწაული. სამარხვო საჭმელი ვჭამე: ბადრიჯანი, ლობიო და პირველივე დღეს მარხვაზე დავდექი. ეკლესიაში შევედით, სანთლები დავანთეთ და იმდენად კმაყოფილი ვიყავი, ისე მომეწონა ყველაფერი, რომ შემიყვარდა საქართველო. თან, იმ პერიოდში ძალიან მინდოდა ლონდონიდან გაქცევა. იმიტომ კი არა, რომ რამე არ მქონდა წესრიგში ან ხელფასი არ მყოფნიდა, მინდოდა, სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება მიმეღო. ამიტომაც ჩავედი ბაქოში, მაგრამ იქ ცხოვრება არ მომინდა. აგვისტოში ძალიან ცხელოდა, სიძვირე იყო, ხალხთან ურთიერთობაც ვერ დავამყარე. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. პირველი შთაბეჭდილება იყო სიმწვანე, რომელიც ახლა არ არის. ალბათ, არც მაშინ იყო, მაგრამ სულიერ დონეზე, ქვეცნობიერში მწვანე ქალაქი უნდა იყოს, ალბათ, თბილისი. ამიტომაც, ისეთი დამხვდა ემოციურად, როგორიც უნდა იყოს.
– ამ დღეებმა გადაგაწყვეტინათ საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა?
– მაგისტრატურას ვამთავრებდი, საქართველოში მიღებული გამოცდილების შემდეგ რაღაცები შევცვალე კურსში და ფოკუსირება სამხრეთ კავკასიურ საკითხებზე გავაკეთე. შევისწავლე არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების ისტორია, არამედ აზერბაიჯანის, სომხეთისა და სამხრეთ კავკასიურ თემებს ჩავუღრმავდი. შემდეგ ჩამოვედი საქართველოში. თავიდან იყო სირთულე, თუმცა ქაიროსთან  შედარებით, საქართველო ჩემთვის ძალიან მშობლიური გახდა. ჯერ ინგლისურს ვასწავლიდი, რაც მართლა მძულდა, რადგან მოწოდებით არ ვარ მასწავლებელი. პარალელურად, დავიწყე ჟურნალისტობა. დავდიოდი გადაღებებზე, ინტერვიუებზე. ჟურნალისტიკა და მასწავლებლობა შეუთავსებელი გახდა და მომეცა შანსი, თავი დამენებებინა. მე უკვე ამ საზოგადოების წევრი ვიყავი, თავს თბილისელად მივიჩნევდი. აქ უკვე ფესვები მქონდა გადგმული, დროებით არ ვცხოვრობდი. ძირითადად, ორიენტირებული ვიყავი კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე. ქალაქში მიმდინარე საკითხებშიც ვიყავი ჩახედული, ჩართული. მივხვდი, რომ ჟურნალისტი კი ვარ, მაგრამ ნელ-ნელა, აქტივისტი ვხდებოდი.
– ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად ხართ ჩართული. ძალიან ბევრ აქციაზე მინახავხართ.
– 2014 წლიდან ვმეგობრობდი აქტივისტებთან, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქტივისტებს შორის სოლიდარობის იდეა. თუ ახლა ვერ მოვიგებ არჩევნებში, აქტივისტობას ისევ გავაგრძელებ, ოღონდ სხვანაირად. ნელ-ნელა მივხვდი, რომ პოლიტიკური კონტექსტი აუცილებელია. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას 2020 წლისთვის ვფიქრობდი, მაგრამ მერე ვთქვი: რატომ უნდა დაველოდო? 5 წელია, აქ ვცხოვრობ, მოქალაქეც გავხდი. მანამდე გამოცდილებას მივიღებ და გარდა ამისა, არ ვიცით 2020 წელს რა იქნება, როგორი სიტუაცია შეიქმნება და არ მინდა, ვინმემ მითხრას: სად იყავი 2020 წლამდეო. ახლა უნდა ვიმოქმედო.
– საკუთარ თავს თბილისელად მიიჩნევთ?
– კი. ალბათ, თბილისში ხოხობის დროსაც იყო ჭრელი საზოგადოება, სხვადასხვა ეროვნების, მაგრამ ქართულად მოსაუბრე ადამიანებით. თავს ქართველად არ მივიჩნევ, რადგან ბრიტანელი ვარ, მაგრამ თბილისელი – კი ბატონო, რატომაც არა. მიხარია, რომ ჩემი თამადობით, გავამრავალფეროვნე ჩემი ქალაქის იდენტობა.
– თქვენი პოლიტიკაში მოსვლა შეიძლება, ბევრმა პიარის ნაწილად ჩათვალოს.
– მე უკვე ქალაქისთვის, თბილისისთვის ვარ შეწირული. ჩემი ცხოვრება აღარ არის ჩემი – კარგი ქალაქისთვის ვცხოვრობ, ვიბრძვი ქალაქის არასწორი პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს ბუნებრივი კითხვაა, მაგრამ ჩემი ორეული არ არსებობს საქართველოს ისტორიაში და პიარი რისთვის მჭირდება? ეს პოპულარულობაც არ არის ჩემთვის სასიამოვნო, ერთგვარი ტვირთია, რთულია. ვცდილობ, ყურადღებით მოვეკიდო თითოეულ ადამიანს, რასაც დიდი დრო სჭირდება. მეგობრები არ მყავდა მანამდე? აგენტობაზეც ლაპარაკობენ. არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ის არ არის მიშისტი, რეზიდენტიო. ეს კითხვები ბუნებრივია, რადგან ჩვენ არ გვაქვს ეს გამოცდილება. ეს ეტაპი უნდა გავიაროთ. როცა გული გტკივა ქვეყანაზე, ქალაქზე და გიყვარს, რა მნიშვნელობა აქვს ეთნიკურობას.
– რა არ მოგწონთ ქართული ტრადიციებიდან?
– მე დიდად არ მომწონს სოფლის სუფრა და არ დავდივარ ხოლმე – სოფელში რომ ჩადიხარ და საათების განმავლობაში ბევრი უნდა დალიო, ჭამო. სოფლებში ჰყავთ ერთი ადამიანი, რომელიც თამადაა და საბოლოო ჯამში, ის სოფლის ბელადი გამოდის. მერე რაღაცებს ბოდავენ, თან ათასჯერ რომ გაქვს მოსმენილი და აღარ გაინტერესებს. ამიტომ, აღარ დავდივარ. სხვა სოციუმი მყავს და დიდ დროს არ ვუთმობ სუფრებს, ჭამა-სმას, „კაი ბიჭობას“. საქმიანი ცხოვრება მაქვს, საქმიანი ურთიერთობები.
– დაოჯახებული ხართ?
– ბევრი მეკითხება: რატომ არ ხარ დაოჯახებული, ქართველი გოგონები მოგწონს თუ არაო? საქმიანი ცხოვრება მაქვს და ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ. დიდი განსხვავება არ არის, ვერ გეტყვით, რომ ქართველი გოგონები განსაკუთრებით ეშხიანები არიან სხვა ეროვნების გოგონებთან შედარებით. თან, ეს არ არის ჩემი საარჩევნო პროგრამა – უფრო მეტი სექსუალურობა ქართველ ქალებს. ისე, ასეთი შეკითხვები არ მომწონს. ბრიტანულ კულტურაში ასეთი შეკითხვები უხერხულია, ისევე, როგორც, „ხელფასი რამდენი გაქვს?” – განსაკუთრებით ტაქსიტებთან ურთიერთობისას. შეიძლება, მე მქონდეს ძალიან მცირე ხელფასი და ფაქტია, რომ მაქვს კიდეც. მაგრამ, ვამაყობ იმით, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ. ვიღაცა ფიქრობს: თანამდებობა არ გაქვს, ფული არ გაქვს, რისთვის ხარ აქ – ეს ჩემთვის უხერხულია. ბევრი ფულის შეგროვება დიდი ხანია, არ არის ჩემი ცხოვრების მიზანი. დიდი სახლისა და „მერსედესის“ ყიდვა  – ეს ჩემთვის უმნიშვნელოა. მთავარია, ჩემი წვლილი შევიტანო ჩემს საზოგადოებაში და ცხოვრების განმავლობაში, რაღაც ქმედებით, მიღწევით ვიამაყო. ჯერ არ ვიცი, როგორ შევაფასო ჩემი გამარჯვების შანსები. თუ ეს არ გამომივა, ვაპირებ, ორგანიზაციის დაფუძნებას, რომელიც იმუშავებს ქალაქში ველოსიპედების, როგორც მდგრადი ტრანსპორტის, დაფუძნებაზე. საზოგადოებისთვის ველოსიპედით სიარული ძალიან სასარგებლოა, ეკოლოგიურადაც, ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, მარგინალური ჯგუფებისთვისაც კარგია. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მოხუცებმა, დედებმა შვილებთან ერთად იარონ ველოსიპედით. ცოტა გული მწყდება, რომ გოგონები არ დადიან ველოსიპედით. ჩვენს საზოგადოებაში ქალები, ძირითადად, საკუთარი მობილობისთვის მამაკაცებზე არიან დამოკიდებულები. ბევრმა გოგომ არ იცის ველოსიპედის ტარება, რადგან უფრო ბიჭური სათამაშოა. მე მინდა, გოგონები ჩავრთო ამ საკითხებში, რომ ქალები ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულები მამაკაცებზე. ველოსიპედი, მხოლოდ მდგრადი ტრანსპორტი და ეკოლოგია კი არ არის, ეს ჩვენი საზოგადოების გარდაქმნის ერთ-ერთი საშუალებაა.

скачать dle 11.3