კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი” – მრავალპროფილური და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


 „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” საკუთრებაში არსებული „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი” მრავალპროფილური და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებაა. ჰოსპიტლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი მაღალკვალიფიციური კადრებია, რომელთა ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, სხვადასხვა სირთულის სამედიცინო ჩარევები წარმატებით ხორციელდება. უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამა უპირატესად „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” ბაზაზე ხორციელდება. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ და ზოგ შემთხვევაში, მონაწილეობაც მიიღონ უნიკალურ ქირურგიულ ჩარევებში, რაც მათი, როგორც პროფესიონალების ჩამოყალიბების, მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ხათუნა საგანელიძე („ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” დირექტორი და „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” მედიცინის სკოლის დეკანი, პროფესორი): „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა” 2014 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება და დღემდე წარმატებით აგრძელებს მუშაობას. თავდაპირველად, ჰოსპიტლის საქმიანობის 80 პროცენტი ონკოლოგიის მიმართულებით, ხორციელდებოდა, მოგვიანებით, განვითარდა სხვადასხვა პროფილური მიმართულებები, თუმცა ონკოლოგია დღემდე რჩება ჩვენს პრიორიტეტად.
– რა ცოდნასა და გამოცდილებას აძლევს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი” „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სტუდენტებს?
– „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის,” მოწვეული მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ჩართულია როგორც სამკურნალო, ისე სწავლების პროცესში. ყოველთვე მიმდინარეობს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება.  ჰოსპიტალი ორიენტირებულია დანერგოს მკურნალობის ახალი მეთოდები ჩვენს რეალობაში. მოგეხსენებათ, მედიცინის დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ მსოფლიოში მიმდინარე სამედიცინო პროცესებს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივცეთ ახალი ცოდნა და გამოცდილება, როგორც ჩვენს ექიმებს, ასევე „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სტუდენტებს. მუდმივად მოქმედებს გადამზადების კურსები. ამჟამად შემუშავებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩვენი ჰოსპიტლის ექიმები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გაემგზავრებიან უცხოეთში, რის შედეგადაც, უკვე შევძლებთ, მკურნალობის ახალი მეთოდების სხვადასხვა მიმართულებით დანერგვას.
– „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სტუდენტებს სწავლის რომელ საფეხურზე ეძლევათ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” პრაქტიკული საქმიანობის საშუალება?
– „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სტუდენტებს პირველი კურსიდან უკვე აქვთ საშუალება, რომ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” იმუშაონ ექთნის ასისტენტად. მესამე კურსის სტუდენტები კი იკავებენ ექთნის პოზიციას. გვყავს მოხალისეებიც, რომლებიც ეხმარებიან ონკოლოგიურ პაციენტებს საკუთარი თავის მოვლაში.
– როგორია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა” და საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სამომავლო გეგმები?
– „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” აშენებს ახალ კლინიკას, რომელიც „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, რის შემდეგაც ჩვენს ჰოსპიტალში დასაქმებული მედპერსონალის ნაწილი გადავა ახალ კლინიკაში, რა თქმა უნდა, გამოცხადდება ახალი ვაკანსიები და პრიორიტეტი მიენიჭებათ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ბუნებრივია, ჩვენი კარი ღიაა სხვა ნებისმიერი უნივერსიტეტის კუსრდამთავრებულისთვისაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკაში დასაქმების მსურველთათვის მოთხოვნები შედარებით მაღალია, ვიდრე ეს სტანდარტულადაა მიღებული ჩვენს ქვეყანაში. ახალი კლინიკა პროექტის მიხედვით გათვლილია სხვადასხვა მიმართულების სამსახურის განვითარებაზე: იქნება კარდიოლოგიის, ნეიროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის და სხვა დეპარტამენტები. ამჟამად მიდის ახალი შენობის რეკონსტრუქცია და ახალი წლისთვის ვგეგმავთ მის გახსნას. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი უნდა იყოს მრავალპროფილური და ჩვენ ვცდილობთ, შევავსოთ ყველა მიმართულება.
– რა გზებით ცდილობთ, ფეხი აუწყოთ თანამედროვე მედიცინის მიღწევებს?
–  „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ ექიმები მუდმივად გადიან გადამზადებას და მჭიდრო კავშირი აქვთ ევროპის წამყვან კლინიკებთან. გარდა ამისა, ჩვენი კლინიკა  ხშირად მასპინძლობს ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი დიდი სიამოვნებით ჩამოდიან საქართველოში, „ნიუ ვიჟენ საინივერსიტეტო ჰოსპიტალის” ბაზაზე, მასტერკლასების ჩასატარებლად და გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. რაც შეეხება ჩვენს ახალგაზრდა ექიმებს, კარგი ტენდენცია გვაქვს ამ კუთხით. ისინი, რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილითა და კლინიკის ხელშეწყობით, ხშირად დადიან არა მხოლოდ სემინარებსა და კონფერენციებზე, არამედ ევროპის წამყვან კლინიკებში მკურნალობის ახალი  მეთოდებისა  და თანამედროვე ტექნოლოგიების ასათვისებლად. ეს ყოველივე კი კეთდება იმისთვის, რომ  ფეხი ავუწყოთ სამედიცინო სამყაროში მიმდინარე ყველა ახალ წამოწყებას. თავის მხრივ ჩვენი კვალიფიციური ექიმები, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ უცხოელ კოლეგებს.
რევაზ თურმანიძე (ონკოლოგი, ქიმიოთერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი): მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჰოსპიტალი პოლიპროფილურია, აქცენტი მაინც ონკოლოგიურ პათოლოგიებზეა. ვაკეთებთ ყველა სირთულის ოპერაციას, რაც დღეს მსოფლიოში, ონკოლოგიის მიმართულებით კეთდება. ჩვენს დეპარტამენტში ხვდებიან პაციენტები ოპერაციამდე, იმისთვის, რომ შემთხვევა გახდეს ოპერაბელური, ან ოპერაციის შემდეგ, როდესაც მორფოლოგიური პასუხი იძლევა იმის საშუალებას, ჩატარდეს ქიმიოთერაპიული კურსი. ქიმიოთერაპიული მკურნალობის შემდეგ ვიბარებთ პაციენტებს შემოწმებაზე, რათა დავაკვირდეთ და ვმართოთ მათი მდგომარეობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ყველა შესაბამისი პირობა იმისთვის, პაციენტებს
მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შევთავაზოთ მკურნალობის ისეთი კურსი, რაც აპრობირებულია ევროპასა და ამერიკაში.
– უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ კავშირი და რაში გეხმარებათ ეს?
– მჭიდრო კავშირი გვაქვს უცხოელ კოლეგებთან. რთული პაციენტის შემთხვევაში, ონლაინ-საშუალებით, ვეკითხებით რჩევებს და ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას მკურნალობის სქემის ან მენეჯმენტის შესახებ.
скачать dle 11.3