№37 ზურა დოიჯაშვილის ანეკდოტები
პატარა ლექსოს დედას საყვარელი ესტუმრა. დედამ ლექსოს უთხრა: ფანჯარაში გაიხედე და მითხარი, ვინ რას შვრებაო. მოკლედ, ქალი და კაცი ერთ ამბავში არიან გვერდით ოთახში. ლექსო იხედება ფანჯრიდან და დედას ეძახის ხოლმე: დედა, ავთო მოვიდა მანქანით, ტელევიზორი უყიდია... სოსო ისევ მთვრალია. უცებ დაუყვირა ლექსომ დედას:
– დეე... რიტას დედა ბოზი ყოფილა!
გამოვარდა დედამისი და დაუყვირა შვილს:
– აბა, რეებს ამბობ, არ გრცხვენია? რა იცი, საიდან მოიტანე?
– როგორ თუ, რა ვიცი? აბა, გახედე, ისიც ერთი საათია, ჩემსავით ფანჯარაში იხედება.
***
გურული ზოოპარკს ეწვია.
– გურულოოო... – შემოესმა თუთიყუშის გალიიდან.
გადაირია გურული, ეს რა ვნახეო და თუთიყუშის ყიდვა გადაწყვიტა. ადმინისტრაციისგან კატეგორიული უარი მიიღო.
– მაგ თუთიყუშის კვერცხი მაინც მომყიდეთ! – შეეხვეწა გურული.
იფიქრეს, ეს არ მოგვეშვებაო და მისცეს კვერცხი. წავიდა გახარებული გურული სახლში, კვერცხი კრუხს ჩაუდო გამოსაჩეკად და რამდენიმე დღეში, გამოიჩეკა იხვის ჭუკი.
გამწარებული გურული ზოოპარკში მივიდა საჩხუბრად.
– გურულოოო! – ისევ დაუძახა თუთიყუშმა.
– მე რომ გურული ვარ, მაი არაა გასაკვირი, მარა შენ რომ ბოზი და ჩათლახი ხარ, მაი მთელმა გურიამ გეიგოო!
***
– ბიჭო, მგონი, ცოლი მღალატობს და გინეკოლოგთან უნდა წავიყვანო.
– და, რა უნდა დაინახოს ექიმმა, მნახველების სია?
***
ზარია ტელეფონზე:
– გამარჯობა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გირეკავთ.
– ვიცი.
– საიდან იცით?
– გამორთულ ტელეფონზე დამირეკეთ.
***
კაცი მიდის აფთიაქში და ეკითხება:
– პრეზერვატივი გაქვთ?
– რომელი გნებავთ – თეთრი, შავი თუ მიკი მაუსის გამოსახულებით?
– შავი მომეცით.
რამდენიმე ხნის შემდეგ, ამ კაცის ცოლს ეყოლა შავი ბავშვი. როცა გაიზარდა, მამას ეკითხება:
– მამი, შენ რატომ ხარ თეთრი და მე შავი?
– მადლობა თქვი, შვილო, მიკი მაუსი რომ არ ხარ!
***
– რატომ მიგატოვა შეყვარებულმა?
– გაიგო, რომ მილიონერი ბაბუა მყავს.
– მერე?
– მერე, ახლა ჩემი ბებიაა.
***
კახელს ეკითხებიან:
– რა არის მოთმინების საზომი ერთეული?
– ფიალა!
***
ახალგაზრდა გოგონა, დედასთან ერთად მივა ექიმთან. ექიმი ეუბნება გოგონას:
– თუ შეიძლება, გაიხადეთ, რომ გაგსინჯოთ.
– არა, ექიმო, მე კი არა, დედაა ავად.
– აა, კარგი, მაშინ, ქალბატონო, გამოყავით ენა, გაგსინჯოთ.
***
გურული კაცი ნაშასთან ერთობა. ყველაფერს რომ მორჩნენ, ქალს ეკითხება:
– შეიძლება, აქანე, საძინებელში მოვწიო?
– ისე, მოიქეცი, როგორც საკუთარ სახლში.
– რაფრა? აქანეც „ბალკონზე“ გევიდე?
***
მოხუცი ქალი აჩერებს ახალგაზრდა ბიჭს ქუჩაში და ეუბნება:
– ბებო გენაცვალოს, სკლეროზი მაქვს და ქიქოძის ქუჩას ვერ ვაგნებ. ხომ ვერ მიმასწავლი?
– ამ შენობას რომ გასცდები, ბებო, მარჯვნივ შეუხვიე და ისაა ქიქოძის ქუჩა.
– შენ გაიხარე... ბარემ, ნომერიც მითხარი და წავალ სახლში.