№37 რა მოხდა ამ დღეს
11 სექტემბერი
1795 – კრწანისის ბრძოლა.
2001 – ტერორისტული აქტი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. თვითმფრინავები შეეჯახა სავაჭრო პალატის „ტყუპებსა“ და პენტაგონის შენობას.
12 სექტემბერი
1683 – ოსმალეთის იმპერიის არმია დამარცხდა ვენასთან ბრძოლაში ევროპულ კოალიაციასთან. აქედან დაიწყო ოსმალეთის დასუსტება.
1958 – ჯერ კილბიმ შექმნა პირველი ელექტრონული ინტეგრალური სქემა.
13 სექტემბერი
1902 – დიდ ბრიტანეთში პირველად გამოიყენეს თითის ანაბეჭდები დამნაშავის დასადგენად.
1922 – ელ-აზიზიაში (ლიბია) აღინიშნა ყველაზე მაღალი ტემპერატურა – ჩრდილში +58 გრადუსი C.
14 სექტემბერი
1812 – ნაპოლეონის ჯარები შევიდნენ მოსკოვში. იმავე დღეს რუსებმა ცეცხლს მისცეს საკუთარი დედაქალაქი.
1857 – ბრიტანეთის ჯარებმა აიღეს ინდოეთის დედაქალაქი და ამით ჩაახშეს სიფაების აჯანყება.
15 სექტემბერი
1916 – პირველად ბრძოლებში გამოიყენეს სატანკო ნაწილები.
1928 – ინგლისელმა მეცნიერმა ალექსანდრ ფლემინგმა ობის სოკოსგან გამოყო პენიცილინი.
1935 – ებრაელებს ჩამოართვეს გერმანიის მოქალაქეობა.
16 სექტემბერი
1908 – დაარსდა კორპორაცია General Motors.
1955 – სამხედრო ბალისტიკური რაკეტის პირველი წარმატებული გამოცდა.
17 სექტემბერი
1922 – ბერლინში გაიმართა პირველი ხმოვანი ფილმის ჩვენება.
1953 – გაკეთდა სიამის ტყუპების გაყოფის პირველი წარმატებული ოპერაცია.