№37 ბრძნული აზრები
დიოგენე: ჩემი ცხოვრების აზრს ვხედავდი იმაში, რომ დავხმარებოდი სხვებს, დაენახათ თავიანთი ცხოვრების აზრი.
მამარდაშვილი: სიცოცხლის სანაცვლოდ, ცხოვრების აზრის დაკარგვა, დანაშაულია.
სენეკა: ცხოვრების აზრი უნდა მოიძებნოს და არა – შეიქმნას.
ნაპოლეონი: გამიძეხით წინ – ან წამომყევით, ან გზიდან ჩამომეცალეთ.
აბელიარი: სიძუნწე იწყება იქ, სადაც მთავრდება სიღარიბე.
ჰეგელი: რელიგია ძალაუფლების გარეშე დაიღუპება, ხოლო ძალაუფლება რელიგიის გარეშე შეწყვეტს არსებობას.
ბრაუნი: ვირუსზე სწრაფად ვრცელდება შიში.
ვებერი: ყველას ეშინია იმის, რაც არ ესმის.
სანდი: აზრები უფრო მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე – სხეული.
ფლობერი: დავა გაცილებით ადვილია, ვიდრე – გაგება.
სოლომონი: წყენის დამავიწყებელი სიყვარულის მძებნელია.
ლაო ძი: სიმართლის ხმა უსიამოვნოდ ჟღერს.
ვოლტერი: სულელი ჯერ სისულელეს ჩაიდენს, რომ მერე ინანოს; ჭკვიანი კი, წინასწარ ნანობს, რომ სისულელე უნდა ჩაიდინოს.
ლესინგი: დროის გამოცდას ვერ აბარებს ის, ვისაც ისტორიის გაკვეთილზე ჩასძინებია.
თალესი: კეთილი ადამიანი ძნელად ამჩნევს ბოროტებას.
როლანი: ის უფრო ბედნიერად ცხოვრობს, ვინც ბედნიერების მოსაპოვებლად ნაკლებად ირჯება, ვიდრე უბედურების თავიდან ასაცილებლად.
პოლ ვალერი: ძალის სისუსტე ისაა, რომ ძალის მეტი არაფერი სწამთ.
ავრელიუსი: შიში უფრო ხშირად ახდება, ვიდრე – იმედი.
არისტოტელე: რამდენადაც უფრო შეზღუდულია მეფის ძალაუფლება, იმდენად დიდხანს გასტანს მისი მეფობა.
სოლონი: ნუ უწოდებთ ადამიანს ბედნიერს, სანამ ის ჯერ კიდევ ცოცხალია.
ნიცშე: ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, საკუთარი თავის ჯალათი გახდება.
ეზოპე: ცოლი იარაღასხმული მოწინააღმდეგეა, რომელიც გამუდმებით ცდილობს, დაგიმორჩილოს.
მაკედონელი: ძილსა და ქალთან სიახლოვეზე მეტად, არაფერი მაგრძნობინებს, რომ მოკვდავი ვარ.