კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რატომ მოიცილა თავიდან მამაკაცმა საყვარელი ქალი და როგორ მოკლა ის

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

37 წლის  მადონა ც-ძის ცხედარი მის საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს. გვამს  მათ  სამდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. მას შემდეგ, რაც ქალი არც სამსახურში გამოცხადდა და ვერც ოჯახის წევრებმა შეძლეს მასთან დაკავშირება, მადონა ც-ძის ნათესავმა მამაკაცმა კარი გატეხა, სახლში კი სასტიკად მოკლული ქალის ცხედარი აღმოჩნდა.   მან   ამ ფაქტის შესახებ  პოლიციას   შეატყობინა.   ახალგაზრდა ქალს   სამზარეულოს ცულით  ყელის  არეში  რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ამავე ცულით ჰქონდა  დაზიანებული თავის არეც.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მკვლელობის იარაღი, პატარა ზომის სამზარეულოს ცული. ოთახში, სადაც გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს, ყველაფერი  სისხლით იყო მოსვრილი.   სისხლით იყო დასვრილი სააბაზანოც. გარდაცვლილი ქალი საძინებელ ოთახში, საწოლში იწვა. პირველადი ვერსიით, მას მკვლელობის მომენტში ეძინა, რადგან თვალები სპეციალური სახვევით ჰქონდა დაფარული.  როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ბინა, სადაც მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილს ექვსი თვის დაქირავებული ჰქონდა, სადაც მარტო ცხოვრობდა.   
სამართალდამცველებმა დაკითხეს გარდაცვლილის ახლო მეგობრები. როგორც დადგინდა, მადონა ც-ძეს ჰყავდა 10 წლის შვილი, რომელიც სოფელში, მის მშობლებთან იზრდებოდა. თავად ქალი კი, თბილისში მარტო ცხოვრობდა – კაზინოში  მუშაობდა და ამით სოფელში ოჯახს არჩენდა. მადონა ც-ძის  მეგობრების განცხადებით, მას  ახლობლების  დიდი წრე არ ჰყავდა,  სულ რაღაც 2-3   მეგობართან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, რომლებიც, მისი სამსახურეობრივი რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად ვერც ნახულობდნენ. ვერსია,  რომ მკვლელობა ყაჩაღობის ნიადაგზე იყო ჩადენილი, თავიდანვე გამოირიცხა. გარდაცვლილი ქალის ბინაში ხელუხლებელი აღმოჩნდა მისი სამკაულები და საფულე  300 ლარამდე თანხით.  გამოძიება ასევე განიხილავდა  შურისძიების ვერსიასაც.  სამართალდამცველებისთვის გარდაცვლილის მშობლებისგან გახდა ცნობილი, რომ  მადონა ც-ძეს ყოფილი ქმარი შერიგებას სთხოვდა – ხან მუქარით, ხან თხოვნით. გამოძიებამ გარდაცვლილი ქალის ყოფილი ქმრის  შესახებ ყველა ინფორმაცია გადაამოწმა და როგორც დაადგინა, იმ ღამეს, როცა მკვლელობა მოხდა, ის თავის ბინაში შვილთან ერთად იმყოფებოდა და ფიზიკურად ვერ შეძლებდა მკვლელობის ადგილზე მოხვედრას. მკვლელობა, სავარაუდოდ,  გარდაცვლილი ქალისთვის კარგად ნაცნობ პირს უნდა ჩაედინა, რადგან კარი დაზიანებული არ იყო – გასაღებით იყო გახსნილი, და მკვლელობის შემდეგ დაკეტილი.  
შემთხვევის ადგილიდან დაკარგული აღმოჩნდა  გარდაცვლილი ქალის მობილური ტელეფონი, რაც საკმაოდ დიდ ეჭვს აჩენდა.  როგორც  დადგინდა, მადონა ც-ძე მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ტელეფონზე ესაუბრა მეგობარს, რომელიც ადასტურებდა, რომ  მათი საუბრის შემდეგ მადონა დაძინებას აპირებდა. „თვითონ მითხრა,  რომ ძილის წამალი ჰქონდა დალეული  და გარეთ გასვლას არ აპირებდა“ – აცხადებდა გარდაცვლილი მადონა ც-ძის მეგობარი, რომლის დაკითხვის შემდეგ, გაირკვა, მადონა ც-ძის პირადი ცხოვრების დეტალები, რომ მას  სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან. გარდაცვლილი ქალის მეგობარი მას არ იცნობდა.   იცოდა მხოლოდ მისი სახელი და ჰქონდა ინფორმაცია სავარაუდო სამსახურის შესახებ.  ის, რომ შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ გარდაცვლილი ქალის მობილური ტელეფონი დაიკარგა, სამართალდამცველებისთვის საკმაოდ საინტერესო  ინფორმაცია იყო. სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა გარდაცვლილი ქალის მეგობარი მამაკაცის  ვინაობა, ის 48 წლის ნოდარ ტ-შვილი აღმოჩნდა.   
საქმის მასალების მიხედვით, ნოდარ ტ-შვილს მადონა ც-ძესთან რომანი რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა, რაც   მათი  სატელეფონო მიმოწერითაც დადასტურდა. მოწმის სახით დაკითხულმა ნოდარ ტ-შვილმა ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ქალთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა და სულ სამჯერ ჰყავდა ნანახი. მამაკაცის მიერ ქალთან  სასიყვარულო ურთიერთობის დამალვა, როგორც მის გარდაცვალებამადე, ასევე მკვლელობის შემდეგაც, გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც  გამოძიებით ეს ფაქტი დადასტურდა, ნოდარ ტ-შვილმა განაცხადა, ქალთან რომანს იმის გამო მალავდა, რომ ცოლშვილიანი იყო. ნოდარ ტ-შვილი ქალის ბინაში მისვლის ფაქტსაც უარყოფდა, მით უმეტეს, მკვლელობის ღამეს. თუმცა, გარდაცვლილი ქალის ბინის  გვერდით მდებარე სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერებმა  დააფიქსირა, რომ ნოდარ ტ-შვილი შევიდა გვიან ღამით ქალის სადარბაზოში.   
ნოდარ ტ-შვილი გამოძიებას ურთიერთსაწინააღდმეგო ჩვენებებს აძლევდა. თავიდან აცხადებდა, რომ, როდესაც მადონა ც-ძის ბინაში მივიდა, ქალი უკვე მოკლული იყო და ეს მკვლელობა მის წინააღმდეგაც იყო მიმართული. შემდეგ მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ ქალი  შანტაჟის გამო მოკლა. მისი ჩვენების მიხედვით, მადონა ც-ძე მას ცოლთან გაშორებასა და დაქორწინებას სთხოვდა. მან ამ ურთიერთობის შესახებ ნოდარ ტ-შვილის ცოლს ანონიმური წერილით გააგებინა, რის გამოც მათ შორის პირველი კონფლიქტი მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ნოდარ ტ-შვილი საყვარელს ფულს სძალავდა – ოთხი თვის განმავლობაში მან მადონა ც-ძისგან ვალად აიღო დაახლოებით 7 ათასი ლარი. ქალმა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ნოდარ ტ-შვილი მის ცოლად მოყვანას არ გეგმავდა, მამაკაცს ვალის დაბრუნება მოსთხოვა, რის გამოც, ის საყვარელმა სასიკვდილოდ გაიმეტა.
რა მოხდა მკვლელობის ღამეს მარტოხელა ქალის დაქირავებულ ბინაში? – გამოძიებით დადგინდა, რომ ნოდარ ტ-შვილმა მადონა ც-ძის სახლის კარი საკუთარი გასაღებით გააღო. მკვლელობამდე ერთი საათით ადრე, მან ქალს დაურეკა და უთხრა, რომ საქმეებზე  იყო გასული და მასთან მისვლას ვერ შეძლებდა. ნოდარ ტ-შვილმა იცოდა, რომ ქალი ძილის წამლებს სვამდა და დარწმუნებული იყო, რომ მის სახლში რომ შევიდოდა,  ის უკვე ღრმა ძილში იქნებოდა. კაცმა მძინარე ქალს ცული  ჯერ თავში, შემდეგ კი, ყელის არეში დაარტყა. როდესაც დარწმუნდა, რომ  მადონა ც-ძე გარდაიცვალა, ნოდარ ტ-შვილი ტანსაცმლიდან სისხლის მოსაშორებლად აბაზანაში შევიდა, სადაც საკუთარი კვალი – გენეტიკური მასალა, დატოვა. ამის შემდეგ მან ქალის ბინიდან მობილური ტელეფონი წაიღო და მათი მიმოწერის გაქრობის მიზნით, ტელეფონი ქუჩაში  ფეხით  დაამტვრია და ნაგვის ურნაში ჩააგდო.  
სასამართლომ ნოდარ ტ-შვილი მადონა ც-ძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
скачать dle 11.3