კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 შორეული ნათესავის ცოლობის გამო, ოჯახმა გამრიყა

თათია ფარესაშვილი ნათია, 21 წლის.

ინტიმური საუბრები


ჩემი ოჯახი არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული სტუმრიანობით. ყოველთვის კარჩაკეტილის პოზიციაში ვიყავით. არც მეზობლებთან გვქონდა ურთიერთობა და მხოლოდ უახლოესი ნათესავები თუ მოვიდოდნენ სტუმრად, ისიც, იშვიათად. არ ვიცი რატომ, მაგრამ მამა სულ ამბობდა, არ არის საჭირო „გათქვეფა“. რაც მეტ ადამიანთან გექნება შეხება, მით მეტად გეტკინება გულიო. დედაც და მამაც საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ, დღე და ღამე გასულები იყვნენ. მე ოჯახის დამხმარე ქალი და ძიძა მზრდიდნენ. საკმაოდ კარგად ვცხოვრობდით, არაფერი გვაკლდა და ვფიქრობდი, ალბათ, იმიტომ არ უნდათ ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ვინმემ დახმარება ან საქმის მოგვარება არ სთხოვოს-მეთქი. ხშირად ურეკავდნენ ნათესავები და რაღაც საქმეებში დახმარებას სთხოვდნენ. ხან კი მატერიალურად სჭირდებოდათ ხელის გამართვა. მოკლედ, ვფიქრობ, მათი ნათესავებისგან თავის შორს დაჭერის მიზეზი, მხოლოდ ეს იყო. გასულ წელს, 20 წლის რომ გავხდი, მამამ მანქანა მიყიდა, დედამ კი, საფრანგეთის საგზური გადმომცა. ძალიან გამახარეს. სამოგზაუროდ დეიდაშვილთან ერთად წავედი. სწორედ იქ გავიცანი ბიჭი, რომელიც ძალიან მომეწონა. იქ ყოფნის დროს ხშირად მეპატიჟებოდა კაფეებში, რესტორნებში, მთელ საღამოებს ერთად ვატარებდით. ჩემი დეიდაშვილი გავაფრთხილე, მშობლებთან არაფერი ეთქვა, იმათი საყვედურების თავი არ მქონდა. მოკლედ, ლევანს ჩემი ტელეფონის ნომერი დავუტოვე და რომ დავბრუნდი, მერეც, მალულად, ყოველდღე ვსაუბრობდით ტელეფონით ან ინტერნეტით. რამდენიმე თვეში, ლევანიც ჩამოვიდა თბილისში და გადავწყვიტეთ, ოჯახები ერთმანეთისთვის გაგვეცნო და გამოგვეცხადებინა, რომ შეყვარებულები ვართ. არც კი მიფიქრია, რომ არ ამბავს სასწაული გაგრძელება ექნებოდა. მოკლედ, ოჯახის წევრები როგორც იქნა დავარწმუნე, რომ ლევანი და მისი მშობლები გაეცნოთ, დღე დავთქვით, რომ ჩვენთან მოსულიყვნენ. თუმცა, წინასწარ გამაფრთხილეს: თუ ის ბიჭი და მისი ოჯახი არ მოგვეწონა, იცოდე, მას ვერასდროს ნახავო. დავთანხმდი. ვიფიქრე, ლევანს გარეგნობას და სწავლა-განათლებას ვერ დაუწუნებენ, დედ-მამაც, ვიცოდი, საკმაოდ განათლებული და წარმოსადეგი ჰყავდა. თუმცა, რომც დაეწუნებინათ, მე გადაწყვეტილი მქონდა მისი ცოლობა. პარიზში ყოფნის დროს მასთან ინტიმური ურთიერთობაც მქონდა და იქ დავთქვით, რომ ერთმანეთს არასდროს მივატოვებდით. მოკლედ, ჩემს მშობლებს, რაც არ უნდა ეთქვათ, ნამდვილად არ დავუჯერებდი. დათქმულ დღეს ლევანი და მისი მშობლები გვესტუმრნენ. აი, მაშინ მოხდა საშინელება. ლევანი ჩემი შორეული ნათესავი აღმოჩნდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმის მაგივრად, რომ გაცნობა აღგვენიშნა, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დედ-მამას, ორივეს წნევამ აუწია და ძლივს მოიყვანეს გონს. ლევანი და მე გაოგნებული დავრჩით, მაგრამ უკან არ დავიხიეთ. რამდენიმე დღეში გავიპარე მასთან ერთად და მისი ცოლი გავხდი. ამის გამო მშობლებმა ბოიკოტი გამომიცხადეს. შემომითვალეს, თავი მოგვჭერი, დაგვამცირე და ჩვენთვის მკვდარი ხარო. როგორც მითხრეს, ძალიან განუცდიათ ეს ამბავი, მაგრამ მე ლევანი მიყვარს, თანაც არც ისე ახლო ნათესავია, ცოლად რომ ვერ გავყოლოდი. ჩვენი დიდი ბებია-ბაბუა ყოფილან და-ძმა და მათ შთამომავლებს, ფაქტობრივად, ურთიერთობაც კი არ აქვთ. ვისაც რა უნდა, ის თქვას, მე ჩემს სიყვარულს არ დავთმობ. ჩემი მშობლებიც, ერთ დღეს შემირიგდებიან – ჩემ მეტი არავინ ჰყავთ და ასე ვერ გამწირავენ, ვიცი.
скачать dle 11.3