№37 წიწიბურას 7-დღიანი დიეტა და გარანტირებული მინუს 8 კილოგრამი
თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე
წიწიბურა, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, აუცილებელი პროდუქტიცაა. მისი ერთკვირიანი დიეტის დაცვის შემდეგ, ზედმეტი ათი კილოგრამის მოკლება გარანტირებული გაქვთ. წიწიბურა ადვილად კლავს შიმშილის გრძნობას, წმენდს ორგანიზმს და ამაღლებს იმუნიტეტეს. დიეტის მთავარი პირობაა, მთელი დღე მხოლოდ სპეციალური რეცეპტით მომზადებულ წიწიბურა მიირთვათ. ამ დიეტის მერე აუცილებელია, ორთვიანი შესვენება.
წიწიბურა ასე უნდა მოამზადოთ:
300 გრამი წიწიბურა გაარჩიეთ, გარეცხეთ, საღამოს დაასხით ადუღებული წყალი და დატოვეთ დილამდე. მეორე დღეს, შეგიძლიათ, მიირთვათ დაბალპროცენტიანი ცხიმიანობის ან უცხიმო კეფირთან ან მაწონთან ერთად. იმავდროულად, მიიღეთ სითხე, დაახლოებით, დღეში 2-3 ლიტრი.