კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რატომ არ გიმართლებთ პროფესიულ ასპარეზზე

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 პროფესიული განვითარების გზა, თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ზოგს, კარიერაში გაცილებით უმართლებს, ზოგსაც ნაკლებად – ვერ ახერხებს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენას. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, შეგიძლიათ, გაარკვიოთ ხასიათის რომელი თვისება გიშლით ხელს, იყოთ წარმატებული და კარიერულ წინსვლას მარტივად მიაღწიოთ.
ვერძი - პროფესიულ წარუმატებლობას თქვენი სიფიცხე, უტაქტობა და სულსწრაფობა იწვევს. გირჩევთ დაიოკოთ, გადამეტებული აგრესიულობა და ეგოიზმი და მშვიდად აკეთოთ თქვენი მოვალეობები პროფესიონალურ სფეროში.
კურო - კარიერაში კრახისა და წარუმატებლობის პრობლემა სიზანტე და სიახლეებისადმი შიშია. ამის გამო ვერ ახერხებთ ფეხი აუწყოთ ნოვაციას და ხშირად კარგავთ სამსახურში დაწინაურების შანსს; ვერ ახერხებთ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, თქვენი ნიჭის დემონსტრირებას.
ტყუპები - კარიერაში წარუმატებლობის მთავარი პრობლემა, ცვალებადობა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა დაკისრებული მოვალეობების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალმხრივი ინტერესი და ნიჭი აქვთ, ხშირად  ჰბეზრდებათ პროფესიული ვალდებულებები, რაც  ამ კუთხით განვითარებას აფერხებს.
კირჩხიბი - წინსვლის პრობლემა კარიერაში ზედმეტი სენტიმენტალურობაა. ამის გამო, გიჭირთ საკუთარ ღირსებათა საჯაროდ დემონსტრირება. მერე კი გული გწყდებათ ხელმძღვანელ პირებსა და კოლეგებზე, რომ ისინი ჯეროვნად ვერ აფასებენ თქვენ მიერ გაწეულ შრომას.
ლომი - პროფესიულ საქმიანობაში პრობლემების მიზეზი არაჯანსაღი ამბიციურობა და ეგოიზმია. არ მოგწონთ დაქვემდებარებულის როლში ყოფნა და მიგაჩნიათ, რომ მხოლოდ უფროსის სავარძელი შეგეფერებათ. თუ ამას ვერ მიაღწიეთ, გირჩევნიათ, საერთოდ არ იმუშაოთ და თქვენი შესაძლებლობები თქვენთვის შეინახოთ.
ქალწული - კარიერაში წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი მეწვრილმანეობა, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, შენიშვნების მიცემა და პედანტიზმია. ამის გამო, ხშირად ხვდებით კონფლიქტურ სიტუაციაში და კოლეგებთან დაპირისპირება გიწევთ.  გირჩევთ, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული სხვების ნაკლოვანებების მიმართ.
სასწორი - პროფესიულ ასპარეზზე წარუმატებლობის მთავარი პრობლემა, თქვენი მერყევი ხასიათი და მუდმივი სურვილია, აამოთ გარშემო მყოფებს. სწორედ ამის გამო ხართ ნაკლებდაფასებული. გირჩევთ, ნუ გაურბიხართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. მეტი იმოქმედეთ, რომ ზემდგომებს არ გაუჭირდეთ თქვენი შემჩნევა და დაფასება.
მორიელი - პრობლემა პროფესიულ სარბიელზე, კოლეგების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, მათზე გადაბარებული პასუხისმგებლობა და ცინიზმია. რომ არა ეს ჩვევა, გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, თანამშრომლებით მანიპულირებისგან თავი შეიკავოთ,  თუ მათგან მხარდაჭერა გსურთ.
მშვილდოსანი - მთავარი წარუმატებლობა პროფესიულ სფეროში თქვენი  დაუკვირვებლობა, დიპლომატიის უნარის გამოუყენებლობა და უპასუხისმგებლობაა. გიყვართ დაპირებების გაცემა, მაგრამ დანაპირების შესასრულებლად ვერასდროს იცლით.
თხის რქა - პროფესიულ სფეროში წარუმატებლობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ თქვენი საქმისადმი თავდადება არასდროს ფასედება. ეს კი იმის ბრალია, რომ არ გიყვართ ზედმეტად საკუთარი თავის ქება და სხვებთან იმის აღნიშვნა, როგორი თავდადებითა და მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებთ დაკისრებულ სამუშაოს.
მერწყული - ხელმძღვანელი პირებისა და კოლეგების გაღიზიანებას, თქვენი  არაპროგნოზირებადი ხასიათითა და საყოველთაოდ დადგენილი ნორმებისადმი დაუმორჩილებლობით იწვევთ. გიყვართ, როცა ყველა თქვენს ჭკუაზე დადის და გემორჩილებათ.  ეს კი თქვენდამი გაღიზიანებას იწვევს, რაც წარმატებაში გიშლით ხელს.
თევზები - პროფესიულ სფეროში, ზედმეტად ხათრიანი ხასიათის და გადამეტებული სიმორცხვის გამო, უკანა პლანზე ყოფნა გიწევთ. არ გახასიათებთ ამბიციურობა და ამის გამო, წარმატებასაც აფერხებთ. უმჯობესია, ხმა ამოიღოთ და თქვენი შესაძლებლობების შესახებ ხმამაღლა ილაპარაკოთ, დაანახვოთ ყველას, რა შეგიძლიათ და რამდენად პროფესიონალურად უდგებით დაკისრებულ მოვალეობებს.скачать dle 11.3