კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 დაამარცხეთ თავის ტკივილი წამლის გარეშე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


თუ თავის ტკივილი   და უძილობა  გაწუხებთ, ერთ ლიტრ წყალში მოხარშეთ ალოეს ორი ფოთოლი და ნახარში გადაივლეთ თავზე. ასევე,  დაბინაეთ თავი ოხრახუშის ნახარშით.
* ერთ ჩაის ჭიქა თბილ რძეში ათქვიფეთ ერთი კვერცხის ცილა და მიიღეთ დღის განმავლობაში ყლუპებით. ცხელი რძისა და კვერცხის ნარევი მოგისხნით თავის ტკვილისა და შაკიკის შეტევას.
* აიღეთ ახალი ლიმონი, გააცალეთ კანი და მიიდეთ საფეთქელზე შიდა მხრიდან. მალე ლიმონის ქვეშ, კანზე, გამოჩნდება წითელი ლაქა, რომელიც ოდნავ გახურდება და გამოიწვევს ქავილის შეგრძნებას. თავის ტკივილი მაშინვე გაგივლით.
* აურიეთ 30 გრამი შვიტა, 50 გრამი სისხლისფერი კუნელი. მოადუღეთ როგორც ჩაი და დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
*ცეცხლზე დადგით ჯამი, რომელშიც ასხია ვაშლის ძმრისა და წყლის თანაბარი ნარევი. დაელოდეთ, სანამ ნელ დუღილს დაიწყებდეს. როცა აორთქლებას დაიწყებს, თავი დახარეთ ჯამზე და ასე იყავით, სანამ ორთქლი ინტენსიური იქნება. ორთქლი ბევრჯერ შეისუნთქეთ.
* ფორთოხლის გახეხილ კანს დანის წვერით შეურიეთ დარიჩინი და იმდენი ზეითუნის ზეთი, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. შეიზილეთ ორივე საფეთქლის არეში და თავის ტკივილი გაგივლით.
* თავის ტკივილი გაგივლით აგრეთვე, თუ შუბლსა და საფეთქლებზე დაიდებთ უმ კომბოსტოს ან კეჟერა ფხლის ფოთოლს და შეიკრავთ სახვევით. ეს მაღალ ტემპერატურასაც დაბლა სწევს.
* აიღეთ მარლა და გადაკეცეთ რამდენიმე ფენად. ნაჭრის ან მარლის სიგრძე თქვენი თავის გარშემოწერილობის უნდა იყოს, ხოლო სიგანე – შუბლის ზომის.
* 50 გრამ ჩაის დაუმატეთ 20 გრამი დაფქული ვალერიანის ძირები, 30 გრამი გვირილისა და 2 ჩაის კოვზი ძირას ნაყოფი. ნარევს დაასხით 0,75 ლიტრი მდუღარე, დააყოვნეთ 15-20 წუთი, გააცივეთ და მიირთვით ნახევარი ჩაის ჭიქა 2-ჯერ დღეში.
* გააცხელეთ 1 ჭიქა წყალი, დაახლოებით, 60 გრადუსამდე. შემდეგ წყალი გადაასხით ჭიქაში და ჩაყარეთ მასში 2 ჩაის კოვზი მარილი. მოურიეთ, სანამ მარილი ბოლომდე არ გაიხსნება. რაც გაუხსნელი დარჩა, მოაშორეთ ნადები კოვზით. ამ გზით თქვენ გამოგივათ 8-პროცენტიანი მარილის ხსნარი. ის დაგეხმარებათ,  მოიხსნათ თავის ტკივილი 20 წუთში.
კომპრესის დადების წინ დაისველეთ ხსნარით შუბლი, ყურების მიმდებარი ტერიტორია და კეფა. აიღეთ მარლა და ჩაალბეთ მარილიან წყალში. დაელოდეთ, ცოტა გაგრილდეს. კომპრესი კარგად უნდა ეკვროდეს თავს. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ კომპრესს ზემოდან დააფიქსირებთ შარფით. კომპრესის დაფიქსირებისას მოხერხებულად წამოწექით და მოდუნდით 20 წუთით.
შემდეგ მოიხსენით კომპრესი. ის ადგილები, სადაც მარლა გეხებოდათ და დასველებული გაქვთ, გაიწმინდეთ სუფთა წყლით.
* მოამზადეთ სამკურნალო ჩაი: აურიეთ თანაბარი რაოდენობით ვალერიანის ძირები, ფშუტა, ძირას ნაყოფი და ფენხელი. ამ ნარევის ნაყენი მიიღეთ ნახევარი  ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში.

გოგრა – თქვენი ოჯახის საოცარი მკურნალი
სამკურნალოდ გამოიყენება გოგრის რბილობი და თესლი. რბილობი შეიცავს პექტინებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, უჯრედისს, ორგანულ მჟავებს, კაროტინს; კალიუმის, მაგნიუმის, რკინის მარილებს; შაქრებს, ფიტოსტერინებს, ვიტამინებს. თესლში არის ფიტოსტერინები, ორგანული მჟავები, ფისები, ვიტამინები. სამკურნალო თვალსაზრისით, ეს ნარინჯისფერი ნაყოფი ფასდაუდებელია. გოგრის რბილობი შეიცავს პექტინებს, ნახშირწყლებს, ცილებსა და
კაროტინს, C, B1, B2, B6, E, PP ვიტამინებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ფოსფორის მარილები, კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, სილიციუმი. ნივთიერებათა ეს კომპლექტი გოგრის სამკურნალო ეფექტს განაპირობებს. ის დიდი წარმატებით გამოიყენება დიეტურ კვებაში სხვადასხვა
დაავადების დროს.
გოგრის რბილობს აქვს ნაღველმდენი, დამარბილებელი, ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისებები. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. თესლი გამოყენება ჭიების საწინააღმდეგოდ. გოგრას იყენებენ ანემიის, ტუბერკულოზის, სიყვითლის, ჰიპოტონიის, ნევროზის, ნიკრისის ქარის, ქოლეცისტიტის სამკურნალოდ. ის მდიდარია დასუსტებული თვალებისთვის აუცილებელი კერატინით. ხალხურ მედიცინაში გოგრისგან გამოხდილ წვენს თირკმლებისა და ღვიძლის დაავადების დროს იყენებენ.
გოგრა სასარგებლოა ბავშვებისთვის, ხელს უწყობს მათ ზრდას, ხერხემლის სწორად ჩამოყალიბებას. ამაგრებს ძვლებს, კბილებს. მისი მიღება შესაძლებელია გულსისხლძარღვთა ნებისმიერი დაავადების, შეშუპების, ანემიის დროს. გოგრა მიიჩნევა ანტიდეპრესანტად: მასში შემავალი E ვიტამინი ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. სახეს უბრუნებს ჯანსაღ ფერს, ამაღლებს იმუნიტეტს.
გოგორის თესლის ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ინდომეტაცინის მსგავსად, ისიც შველის სახსრების ტკივილს და იმავდროულად, არ აქვს გვერდითი ეფექტები.
გოგრის თესლი შეიცავს ფიტოესტროგენებს, რაც ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის პოსტმენოპაუზის დროს. ამ პერიოდში ვითარდება ესტროგენების დეფიციტი, რაც უარყოფითად მოქმედებს ქოლესტერინზე, სისხლის წნევაზე, იწვევს ალებს, თავის ტკივილს, სახსრების ტკივილს.
შარდის ბუშტის ანთება
1 ჭიქა გამხმარ გოგრის თესლს კანი გააცალეთ. დაასხით 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი. მოურიეთ და გაწურეთ. ეს დოზა ერთი დღისთვისაა გათვლილი. გოგრის თესლი ასევე აძლიერებს შარდის ბუშტის კუნთებს. გოგრის რბილობი აუმჯობესებს შარდდენას. ამისთვის სპეციალურად წამლის მომზადება საჭირო არ არის. მოხარშული გოგრის რბილი ფაფა დღეში ორჯერ მიირთვით.
გულის სამკურნალოდ
გოგრის თესლი შეიცავს დიდი ოდენობით მაგნიუმს. ის აუცილებელია ადენოზინტრიფოსფატის სინთეზისთვის და გულის ენერგიისთვის, სისხლძარღვებისთვის.
რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია
ანემიით დაავადებულთათვის რეკომენდებულია დღეში 4-5-ჯერ, 150 გრამამდე მოხარშული გოგრის მიღება. სპეციალისტების რჩევით, ამის შემდეგ, დამატებით რკინის შემცველი პრეპარატები აუცილებელი არ არის.
ჭიების და ტოქსიკოზის წინააღმდეგ
გოგრის ნაყოფის გარდა, სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა მისი თესლიც – ის ჭიების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილი საშუალებაა. გოგრას, ასევე, ურჩევენ ორსულებს ტოქსიკოზის დროს.
კარიესი
გოგრის რბილობის სისტემატური მიღება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის. საქმე ისაა, რომ გოგრა დიდი რაოდენობით შეიცავს ფტორს. მისი დღიური დოზა ადამიანისთვის ერთი მილიგრამია. ამ რაოდენობას 500-600 გრამი გოგრა ფარავს.
სისხლის მაღალი წნევა, ათეროსკლეროზი – მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს
იპერტონიკებმა დღეში 1,5-დან ერთ ჭიქამდე მწიფე გოგრის წვენი უნდა მიიღონ. სასმელში შემავალ კალიუმს ორგანიზმიდან გამოჰყავს ცხიმები და ნალექები, ახდენს თირკმლების განტვირთვას, რაც, თავის მხრივ, სისხლის წნევას დაბლა სწევს.
პროსტატის სამკურნალოდ
თუთიის მაღალი შემცველობის გამო, გოგრა ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით პროსტატისთვის. ასევე ცხიმები, რასაც გოგრის თესლი შეიცავს, ამცირებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებას.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება
გოგრის რბილი ნაწილი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს, ამიტომ ის მსხვილი ნაწლავის ანთების დროს გამოიყენება. უმი ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას. კარგია ყაბზობის დროს.
მშვიდი ძილისთვის
გოგრა შეიცავს ტრიფტოფანს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება სეროტონინად და მელატონინად, რომელიც აუცილებელია ძილისთვის.


გაიუმჯობესეთ მხედველობა და გულის ფუნქციონირება ჩაის დახმარებით

ულამაზესი წითელი შეფერილობის „კარკადეს” ჩაის, სასიამოვნო გემოსთან ერთად, სამკურნალო თვისებებიც აქვს.
მდუღარე წყალში ჩაყარეთ კარკადეს ფურცლები და ნელ ცეცხლზე დაახლოებით 1 წუთი დატოვეთ. უფრო მეტ ხანს ნუ ადუღეთ, რადგან ასე, სასარგებლო ნივთიერებებსაც დაკარგავს და ფერიც ისეთი ლამაზი აღარ ექნება.
„კარკადე” აუმჯობესებს შარდსასქესო სისტემის მდგომარეობას, რადგან გააჩნია შარდმდენი ეფექტი. პეკტინს, რომელსაც ჩაი შეიცავს, ორგანიზმიდან გამოჰყავს მარილები და წმენდს შარდსასქესო სისტემას. აქედან გამომდინარე, ჩაი „კარკადეს” ეს თვისება ძალიან სასარგებლოა მამაკაცის ჯანმრთელობისთვის.
წითელ ფერს მას ანტოციანები აძლევს, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს და აწესრიგებს წნევას. აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი. ხსნის სტრესს, დაღლილობას და დეპრესიას. ცხელი „კარკადეს” ჩაი წნევას მაღლა სწევს, ცივი – დაბლა. შეუძლია, მხედველობის გაუმჯობესება. ასე სასიკეთოდ მხედველობაზე გავლენას ახდენს ნივთიერება კვერციტინი. სასარგებლოა არა მხოლოდ ჩაი, არამედ ფოთლებიც, რომლებიც ორგანიზმისთვის სასარგებლო იშვიათ ვიტამინებს შეიცავს. ის ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, გამოყოფს ნივთიერებათა ცვლის უსარგებლო პროდუქტებს, წიდებს. ასტიმულირებს ნაღვლის წვენის გამოყოფას, ზრდის ღვიძლის დამცველობით ფუნქციას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. მას ასევე, აქვს კოლაგენ-მასტაბილიზებელი ეფექტი, რაც ძალიან სასარგებლოა კანისთვის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
მის ყვავილებს ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. ამის გარდა, ეფექტურად ებრძვის შეკრულობასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა აშლილობებს. ნაბახუსევს კი, ის ნამდვილი მკურნალია.
ცივი „კარკადე” კარგი გამაგრილებელი საშუალებაა სიცხეში და მაღალი ტემპერატურის დროს. მიირთვით დღეში ორი ჭიქა, დილა-საღამოს. სასარგებლოა ამ მცენარის დამბალი ფურცლების ჭამაც. მათში 7,5-9,5 პროცენტამდე ცილაა, რომელთა შემადგენლობაში შედის 13 ამინომჟავა.
როდის უნდა გამოვიყენოთ სამკურნალოდ ტირიფი
ტირიფს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
სამკურნალო დანიშნულებით განსაკუთრებით ეფექტურია ტირიფის ქერქი. ამ მიზნით ქერქი უნდა შეაგროვოთ ადრე გაზაფხულზე. ტირიფის ქერქი შეგიძლიათ, გამოიყენოთ დაავადებული ვენების სამკურნალოდ. კერძოდ, კარგი იქნება, თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას მიმართავთ ფეხის
აბაზანას. ამისთვის, აიღეთ თანაბარი რაოდენობით  ტირიფისა და მუხის ქერქი. დაასხით მდუღარე წყალი.15 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, ღრმა ჯამში. შემდეგ შეანელეთ იმ დონემდე, რომ მისაღები ტემპერატურა იყოს ფეხისთვის. გქონდეთ ფეხები წყალში მანამ, სანამ არ გაგრილდება.
შეგიძლიათ, ტირიფი ეფექტურად გამოიყენოთ დამწვრობის საწინააღმდეგოდ. ამისთვის, დაწვით ტირიფის ტოტი და შეინახეთ ფერფლი. დამწვრობის შემთხვევაში, შეურიეთ ფერფლი კვერცხის გულს და მიღებული მასა კარგად აზილეთ და წაისვით დამწვარ ადგილას. იარა სწრაფად მოშუშდება და უკვალოდ გაქრება.скачать dle 11.3