კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ უნდა გაწმინდოს და განაახლოს ქრისტიანმაa საკუთარი გენეტიკა და რატომ აქვთ თანამედროვე ადამიანებს დაზიანებული ბუნება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 „ადამიანი, მორწმუნეა ის თუ ურწმუნო, ღვთის ნებას ემორჩილება, მაგრამ ღვთის განგებულებიდან ვერ გამოვა. დღეს თუ ის ცოდვას სჩადის, მომავალში ღმერთი მის ქმედებას სიკეთეს მოუძებნის, ადამიანის უგუნურებას მაინც დადებითად გარდაქმნის“ – როგორ შეუძლია ადამიანს გენეტიკის შეცვლა და როგორ აირჩევს თანამედროვეობა ანტიქრისტეს, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინმძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი): 


–  თუ ვინმეს სჯერა, რომ ადამიანი დაიბადა მეძავი ან მკვლელი. ანუ, ღმერთმა მას თავიდანვე დაუდგინა, რომ ის მკვლელი ან მეძავი ყოფილიყო, მაშინ, გამოდის, ღმერთი ბოროტი ყოფილა. ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, თუ ღმერთმა დაწერა ასე, მაშინ მე ასეთი ღმერთის არ მწამს! რა თქმა უნდა, ასეთი ღმერთი არ არსებობს. ღმერთი შუბლზე არავის აწერს, რომ იყოს: სასტიკი, ცუდი, ბოროტი, შურიანი, კაცის მკვლელი. მაგრამ, არსებობს გენეტიკური კოდი, გენეტიკა შთამომავლობით. უნდა ვიცოდეთ, რითაა ჩვენი გენეტიკა დაზიანებული, რადგან, ყველა ცოდვა, რასაც ჩვენ ჩავდივართ,  არის ინიექცია ჩვენს გენეტიკაში. ქრისტიანობას კი შეუძლია, გენეტიკაში ჩადებული კოდი შეცვალოს.
– როგორ შეუძლია, ადამიანს, საკუთარ გენეტიკაში ჩადებული კოდი შეცვალოს?
თუ ადამიანი იყო მკვლელი ან მემრუშე, შეგიძლია, აუხსნა, რომ მისი გვარი ამის გამო დაისაჯა. მას კი შეუძლია, თავისი გენეტიკა გამოასწოროს, შეცვალოს, შანსი მისცეს საკუთარ თავსა და შთამომავლობას. ჩვენი მოვალეობაა, შევისწავლოთ საკუთარი გენეტიკა. უნდა ვებრძოლოთ ვნებებს, წინაპრებისგან რომ მივიღეთ. თუ გინდა, შენი ბედი, შენი კარმა გაწმენდილი იყოს, განიწმიდე სული მარხვით, ლოცვით და მერე შენი გენეტიკაც კეთილშობილი გახდება. გენეტიკაში არსებულ ცოდვებსა და ვნებებს თუ შევცვლით, მთელი კაცობრიობა განიღმრთობა. ქრისტიანობა კი სხვა არაფერია, თუ არა განღმრთობა. ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება: ან – ჰო, ან – არა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კარგია – ჰო; ეს ცუდია, ცოდვაა და – არა. ასე უნდა ვიყოთ მთელი ცხოვრება. სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი უნდა გვქონდეს. ჩვენ დაზიანებული ბუნება გვაქვს. ჩვენი სული სხვა რამეს მოითხოვს, გონება – სხვას, ხოლო სხეული –  კიდევ სულ სხვას. ეს ყველაფერი უნდა გამთლიანდეს იესო ქრისტეში და ჩვენს გულში უნდა იშვას განკაცებული იესო ქრისტე. ადამიანის გონება თუ არ განახლდა ქრისტეში, ის დაშრება და უკვე ცხოველს მიემსგავსება.
– მამაო, ადამიანს ხშირად უჭირს საკუთარი განსაცდელის, ბრძოლების გააზრება. ვერ ხვდება ეს რატომ დაემართა.
– ყველა ვალდებულია, გამოიკვლიოს: ვინ არის, საიდან მოვიდა და საით მოუწევს წაბრძანება. ხშირად მოდიან ჩვენთან, მოძღვრებთან და გვეკითხებიან: სად არის ღმერთი, რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაში? ამდენს ვშრომობ, ვწვალობ და მაინც მიჭირს; ნაკლებად ურწმუნო უფრო კარგ მდგომარეობაშია და ასე შემდეგ. ეკლესიას ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, აქვს პასუხი: განკაცებული ღმერთი მოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ, სოფელმა ვერ იცნო. არავინ დაუჯერა, ერთეულთა გარდა. როგორ შეიძლება, ეკლესიას მოსთხოვო პასუხი, თუ არ ცხოვრობ ეკლესიურად? როგორ შეიძლება, ღმერთს მოსთხოვო პასუხი და ამ დროს ღვთის სიტყვას არ იცავდე, არ ასრულებდე. მაცხოვარი ამბობს: თუ გიყვარვარ, ჩემი მცნებები დაიცავი. ვინ არის დღეს ღვთის მცნებების დამცველი? თუ მცნებებს იცავ, მაშინ იცი, რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში და თუ არ იცავ, ესე იგი, არ იცავ მამის რჯულს, სწავლებას. მაშინ, რატომღა გაქვს პრეტენზია, რატომ ითხოვ წყალობას? ამიტომ, პრობლემა საკუთარ თავში უნდა მოვძებნოთ. ახალი აღთქმა გეუბნება: შეიცან, ადამიანო, საკუთარი თავი და შეიცნობ ღმერთს. ანუ, იმით კი არ უნდა იამაყო მხოლოდ, რომ ქართველი ხარ, ლამაზ კუთხეში ცხოვრობ, ლამაზი თვალები გაქვს; არამედ იმით, რომ დაუმსახურებლად მოგეცა უფლის ხატება და მსგავსება. ყველა ადამიანი მეუფეა, ხელმწიფე და მას ღმერთმა ჩააბარა ხილული სამყაროს მმართველობა, მეუფება. წმიდა მამა ამბობს: ვითხოვე სიბრძნე, მან კი პრობლემები მომცა, რომ მომეგვარებინა ისინი. ანუ‚ ღმერთი ჯერ გიგზავნის პრობლემებს და შემდეგ გეხმარება მათ მოგვარებაში. გაჩნდა რამე პრობლემა, მიხვდი: ეს ღმერთმა დაუშვა და იმ სიბრძნესაც მოგცემს, მდგომარეობიდან გამოსვლაში რომ დაგეხმაროს. ითხოვეთ სიმდიდრე – მე ვითხოვე სიმდიდრე და მან ძალა და ღონე მომცა, რათა მემუშავა და მეშრომა. მე ვითხოვე სიყვარული, მან კი ადამიანები მომცა, რომლებსაც დავეხმარები პრობლემების მოგვარებაში. თუ გინდა, სიყვარული გქონდეს, ირგვლივ მიიხედ-მოიხედე, ბევრ გაჭირვებულს დაინახავ და დაეხმარე. მთავარია‚ ისინი  შეიყვარო, ვისაც უფალი გიგზავნის, ვისაც არ უყვარხარ, ვინც გწყევლის და მათთან ერთად გაიზრდები სიყვარულში.
– დღეს ხშირად ამბობენ, რომ მეორედ მოსვლა დაწყებულია. ხალხი ანტიქრისტეს ელოდება, რომელიც მალე მოვა.
– არსებობს ეკლესიაში წინასწარმეტყველებები და სწავლებები: თუ როგორია მეორედ მოსვლა, როგორ გამეფდება ქვეყანაზე ანტიქრისტე, როგორ აირჩევს მას ხალხი... იოანეს გამოცხადებას ძალიან ბევრი განმარტავს, მაგრამ ერთ-ერთი, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე, არის ანდრია ნიოკესარიოელი, გამორჩეული წმიდა მამა. ის ამბობს ასეთ რამეს: პირველი არის ის, რომ ეკლესია გაამქვეყნიურდება. რა თქმა უნდა, ეკლესია იარსებებს, მაშინაც კი, როცა ანტიქრისტე გაბატონდება მთელ მსოფლიოზე, რისკენაც სვლა უკვე დაწყებულია. ასევე, ადამიანები ჩავარდებიან საყოველთაო უსიყვარულობაში. ისინი გაუცხოვდებიან როგორც ერთმანეთის, ასევე ღმერთის მიმართაც. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ის დაიწყო ჯერ კიდევ მოციქულების პერიოდიდან, რადგან ეს არ არის ერთჯერადი, მყისიერი პროცესი. დღეს კი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როდესაც მოვა ანტიქრისტე და დამყარდება გლობალური მმართველობა, ეს იმას ნიშნავს, რომ დამყარდება აბსოლუტური ზედამხედველობა ხალხზე. მეორედ მოსვლის წინა პერიოდი იმითაც იქნება გამორჩეული ყველა დროისგან, რომელიც კი ჩვენ აქამდე გავიარეთ, რომ ქვეყანაზე მოხდება ადამიანების არნახული ექსპლუატაცია. დღეს ხალხი ფიქრობს, რომ მათ ჩიპებს ჩაუდგამენ და წაერთმევათ თავისუფალი ნება აღმსარებლობისა და მრწამსისა. რა თქმა უნდა, ეს წმიდა წყლის სისულელეა. რადგან აქ არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით ჩიპების ჩადგმა. აქ საუბარია იმაზე, თუ საით არის მიმართული ჩვენი გონება, ფიქრები: მიწისკენ თუ ღმერთისკენ. ხელი – ეს არის ადამიანის მოღვაწეობის, შრომის სიმბოლო. ამით აღასრულებს ის თავის საქმეებს და ამაზეა საუბარი... და არა იმაზე, რომ მე ჩამიდგამენ ჩიპს და ვეღარ ვიწამებ ქრისტეს – ეს აბსურდულია სულიერი თვალსაზრისით. თუმცა,  ეკლესიის გაამქვეყნიურებაზე ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დავამყაროთ ყურადღება გარეგნულ ნიშნებზე – სასწაულებზე, გარეგნული ცხოვრების წესზე. დღეს ხომ ასე ვცხოვრობთ: გარეგნულად დავდივართ ეკლესიაში, გარეგნულად ვმონაწილეობთ საიდუმლოებებში. ეკლესია ყოველთვის იარსებებს. უბრალოდ, საინტერესოა, შევა თუ არა ვინმე შიგნით და როგორი იქნება ის. ეს პროცესები დღეს უკვე დაწყებულია. ხალხი გაუცხოებულია ეკლესიური სწავლებისგან. ადამიანები დღეს ფიქრობენ მხოლოდ მატერიალურ საკითხებზე და არა სულიერზე. ამიტომაც, გვაინტერესებს არა ის – მოვა თუ არა ქრისტე, არამედ ის – თუ რა გველის ჩვენ. ჩვენი პირადი სამსჯავრო შეიძლება, 5 წუთში დადგეს და რატომ ველოდებით, როდის მოვა ქრისტე, ან ანტიქრისტე?! თავად ქრისტე ბრძანებს: როცა მოვა ძე-კაცისა ამქვეყანაზე, ჰპოვებს სარწმუნოებას ხალხში? დღეს ამის ნიშნები უკვე დაწყებულია. ადამიანები ნელ-ნელა უცხოვდებიან ღმერთისა და სხვების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობენ.

скачать dle 11.3